ფული სახლში მოაქვს კატას, რომელსაც განსაკუთრებული ფერის ბეწვი აქვს

0
845

ალბათ, არაერთხელ გსმენიათ ფრაზა: „კატებს განკურნება შეუძლია“. რა სასწაულ თვისებებს არ მიაწერენ ამ საყვარელ ფუმფულებს. ცრურწმენის მიხედვით, მათი ბეწვის ფერი განსაკუთრებული ინდიკატორია, რომელიც გიჩვენებთ, რა შეუძლია ამა თუ იმ კატას. საინტერესოა, რა კავშირი აქვს ბეწვის ფერს ცხოველის დახასიათებასთან. Paparazzi ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ.

ბეწვის ფერი – თუ შავმა კატამ გზა გადაგიჭრათ, უბედურებას ელოდე. თუმცა თუ შავი კატა თქვენს სახლში ცხოვრობს, სიტუაცია იცვლება. იდუმალი ცხოველი კეთილდღეობის და სიმდიდრის მომზიდველი ხდება. შავი კატა სახლს ნეგატივისგან იცავს, გონებას ცუდი ფიქრებისგან წმენდს. მომავალზე დადებითად მოქმედებს. ხალხს სჯერა, რომ შავი კატა მფლობელის სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ადამიანს ფინანსურ წარუმატებლობას აშორებს. ამ ფერის კატა მის ნათესავებთან შედარებით უფრო ძლიერ ენერგეტიკას ფლობს. მისი ძალა იმდენად დიდია, რომ შეუძლია ადამიანი გათვალვისგან დაიცვას. შავი კატა მფლობელის თილისმა ხდება.

თეთრ კატას ბუნებით ძლიერი ენერგეტიკა აქვს. შეუძლია ადამიანი დაავადებებისგან განკურნოს ან უსიამოვნებისგან დაიცვას. ქათქათა ფუმფულა გრძნობს, როცა მფლობელი ცუდ ხასიათზეა. ყველაფერს აკეთებს, რომ მისი განწყობა აამაღლოს და ნეგატიური ფიქრები მოაშოროს. ძველ ეგვიპტეში თეთრ კატებს განსაკუთრებით აფასებდნენ. თვლიდნენ, რომ ასეთი კატა ეხმარება ადამიანს, რომლის საქმე რისკს და მძიმე ფიზიკურ შრომას უკავშირდება. ამ ფერის კატას შეუძლია ადამიანი ნებისმიერი უსიამოვნებისგან, სკანდალისა და შურისგან დაიცვას. თეთრ კატაზე ნიშნები მომწონს. მაგალითად, თუ მარტოხელა ადამიანს გზაზე თეთრი კატა შეხვდება, მომავალ თანამგზავრთან მალე შეხვედრას მოასწავებს. ახლობელთან ნანატრი შეხვედრის ნიშანიც შეიძლება იყოს.

რას მალავს კვამლისფერი, რუხი და სხვა ფერის კატები

კვამლისფერი ან ნაცრისფერი კატა სახლს ჭორებისა და სკანდალებისგან იცავს. მის თვალწინ მოჩხუბარი ხალხის შერიგება შეუძლია. ტყუილად არ ამბობენ, რომ ქუჩაში ნაცრისფერი კატის შეხვედრისას უნდა თქვათ: „ნაცრისფერი კატა – ბედნიერი გზა“. ამ ცხოველს მხოლოდ სიხარული მოაქვს. ნაცრისფერი კატა მფლობელს სილამაზეს და ჰარმონიას ჩუქნის. გარდა ამისა, სახლს ნებისმიერი უბედურებისგან იცავს. ითვლება, რომ ასეთ კატასთან ცხოვრება ორსული ქალებისთვის სასარგებლოა. თუ ამ ფერის ცხოველს მწვანე თვალები აქვს, ადამიანის ნამდვილი მკურნალი ხდება.

წითური კატა განწყობას ამაღლებს და მფლობელის ცხოვრებას აუმჯობესებს. წარმატების და ფულის სატყუარაა. თუ სახლში წითური კატა გყავთ, მასთან კონტაქტი ხშირად დაამყარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბედურება შეიძლება იწვნიოთ. წითური კატები სულისა და სხეულის საუკეთესო მკურნალები არიან. თუ მფლობელი ავად გახდა, მას ერთი ნაბიჯით არ მოშორდება. ასეთი ცხოველი შთაგონების და პოზიტივის წყაროა. შრომისუნარიანობას ზრდის და მფლობელს სხვადასხვა დამოკიდულების მოშორებაში ეხმარება.

ზოლებიანი კატა მფლობელს განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას ანიჭებს. ადამიანში ინტუიციას ავითარებს და ხელს უწყობს, რომ მფლობელმა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. ასეთ ცხოველს უსიამოვნებების და მფლობელის სიკვდილის წინასწარ ჭვრეტა შეუძლია. მთავარი განსხვავება ისაა, რომ რამდენიმე ფერს მოიცავს. სწორედ ამიტომ, ადამიანთან მისი ურთიერთქმედების მახასიათებლები უფრო მეტია, ვიდრე ერთფერა ცხოველის შემთხვევაში. ასეთ ცხოველთან არაფერი შეგაშინებთ: დარდსა და სიხარულში ზოლებიანი ცხოველის მხარდაჭერას იგრძნობთ.

იგივე სამფერა კატას ეხება. მას ფულის კატასაც უწოდებენ, რადგან სახლში მისი გამოჩენისას მფლობელის მატერიალური მდგომარეობა უმჯობესდება. ადამიანი წარმატებას კუდით იჭერს, სამუშაო და პირადი საქმე წინ მიდის.