ეს ნივთები ბინიდან მოიშორეთ, რომ ინტერიერი ძვირადღირებული და მოდური გამოჩნდეს

0
294

ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის ბუნებრივია მოკრძალებული კუთხის მოწყობა და მისი მოწყობა. ძალიან სასაცილოა ცხოველების და ფრინველების ფუსფუსის ყურება, როცა საკუთარ ბუდეს, სოროს ან ბუნაგს აფორმებენ. მათ ბუნებრივი ინსტინქტები ამოძრავებთ. ადამიანიც ბუნების შვილია, მასაც სილამაზისკენ ლტოლვა ახასიათებს. ის, როგორც გონიერი და შეგნებული არსება, ცდილობს საკუთარი ძალისხმევით ყველას აჯობოს და საკუთარ სახლში თანამედროვე მოდური ინტერიერი დამოუკიდებლად შექმნას. Paparazzi გიამბობთ, როგორ გახადოთ ბინა მოდური და კომფორტული ერთდროულად.

თანამედროვე მოდური ინტერიერი – ადამიანის სურვილი, შექმნას თანამედროვე მოდური ინტერიერი, მისასალმებელია, თუ გაფორმებისას უხეშ შეცდომებს არ უშვებს. მაგალითად, ბევრს კედელზე ხალიჩის გაკვრა დღემდე ჩვევად აქვს. ხოლო აივანს და ლოჯიას იყენებს არა დასასვენებლად, არამედ უსარგებლო, გადასაყრელი ნივთების საკუჭნაოდ. დიზაინერები აღნიშნავენ მთავარ შეცდომებს, რომლებიც თანამედროვე მოდურ ინტერიერს აფუჭებენ.

  • სადენები და კაბელები ფეხქვეშ. როცა სახლში საკმარისი რაოდენობის როზეტი არაა, დამაგრძელებელს, გადამყვანს გვერდს ვერ აუვლით. ოღონდ კაბელები უნდა მოიშოროთ. ის სახლს მოუწესრიგებელს ხდის, რესპექტაბელურ იერს აუფასურებს. მაღაზიებში ამ მიზნით პლინტუსი სპეციალური სამალავით ან ქეისი შეგიძლიათ შეიძინოთ. გამონაკლისია, თუ აგარაკზე რეტრო სტილს იყენებთ. ამ შემთხვევაში კაბელები დეკორად შეგიძლიათ გამოიყენოთ. სადენები ლამაზად შეაერთეთ და მიამაგრეთ კედელზე ან მორებზე კერამიკული იზოლატორებით.
  • ხელოვნური ყვავილები. ასე ბინა სარიტუალო სახლს ემსგავსება. უპირატესობა მიანიჭეთ ცოცხალ ყვავილებს და ოთახის მცენარეებს. მაღაზიაში შეგირჩევენ შესაფერის მცენარეს, რომელიც თქვენს ინტერიერს დაამშვენებს.
  • უფარდო ფანჯრები. ზოგჯერ ფარდებს გვერდი შეგიძლიათ აუაროთ, მაგრამ ფარდები ოთახს მყუდროებას მატებს. ოღონდ ფარდა ოთახის სტილს უნდა შეეფერებოდეს.
  • ავეჯის ხაზოვანი განლაგება. მოძველებულია. ახლა ზონებად დაყოფა უფრო პოპულარულია. ოთახი ბევრი დიდი დივნით და სავარძლით, მათზე დაწყობილი ბევრი ბალიშით არ გადატვირთოთ.
  • შესანახი ადგილი არაა. ჩაშენებული ნიშები და კარადები აუცილებელია, რომ მოსახერხებლად შეინახოთ ნივთები, რომელთაც დროებით არ იყენებთ, მაგრამ მალე დაგჭირდებათ.

სხვა რჩევები –არსებობს კიდევ რამდენიმე შეცდომა, რომელთა თავიდან აცილებით იდეალურ ინტერიერს შექმნით.

  • ბევრი აქსესუარი. კარგია, მაგრამ ზომიერად. ბევრი აქსესუარი ოთახს კერძო დახლად ან მაღაზიად აქცევს.
  • მასობრივი წარმოების იაფი ნახატები და პლაკატები. ეს საბჭოთა ადამიანის ჩვევაა, რომელიც თანამედროვე დიზაინს აფუჭებს. ამ უგემოვნოს ნაცვლად დაკიდეთ საინტერესო ტილო, რომელიც დამწყებ მხატვართან იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ. ასე ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანს მხარს დაუჭერთ. ვინ იცის, იქნებ მალე ძვირადღირებული ტილოს მფლობელი გახდეთ.
  • დეკორის ნივთები და პლაკატები ცნობილი და დასამახსოვრებელი ფრაზებით. წარსულის გადმონაშთია. თანამედროვესთან საერთო არაფერი აქვს და გონივრულია კაფეებში და არა ბინებში.
  • ხელოვნური განათების უგულებელყოფა. რეკომენდებულია, რომ სამდონიანი განათება გააკეთოთ, რომელიც ზონიერებას შეესაბამება.
  • სხვადასხვა ფერი, ტექსტურა და მასალა. ყველაფერში სიმარტივე და ლაკონურობა უნდა დაიცვათ, მით უფრო დიზაინში. ბევრი ფერადი მასალების და ტექსტურის კომბინაცია ინტერიერს აჭრელებს.

მთავარი წესი, რომლის დაცვას მოდური ინტერიერის შექმნისას გვირჩევენ, კომფორტი და მყუდროებაა. თუ ასეთ სახლში თავს კომფორტულად და მყუდროდ გრძნობთ, ისევ და ისევ დაბრუნება გსურთ, მაშინ ყურადღება არ მიაქციოთ, რომ დიზაინი თანამედროვე და მოდური არაა.