ცოლ-ქმრის საინტერესო მიმოწერა. რა უპასუხა ქმარმა ცოლს, როდესაც მან ღალატი აღიარა

2063

ცოლის წერილი

ჩემო ძვირფასო ქმარო

ამ წერილს იმიტომ გწერ, რომ მინდა გითხრა, რომ ჩვენი განშორების დრო დადგა. ჩვენ ერთად 10 წელი ვიცხოვრეთ. მე ძალიან კარგი ცოლი ვიყავი, შენ კი სანაცვლოდ ჩემთვის არაფერი მოგიცია. ბოლო ერთი თვის მანძილზე შენთან ყოფნა ჩემთვის ნამდვილი წამება იყო. და მას შემდეგ, რაც შემთხვევით შენს უფროსს შევხვდი და გავიგე, რომ სამსახურიდან ერთი კვირის წინ წამოხვედი და ჩემთვის არაფერი გითქვამს, საერთოდ არ ვიცი რაღაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩვენ შორის საერთო აღარაფერია. ჩვენ ერთმანეთისთვის საერთოდ აღარ ვართ საინტერესო.

მაგალითად, ერთი კვირის წინ სახლში ახალი ვარცხნილობით მოვედი, შენ კი ამისთვის ყურადღებაც კი არ მიგიქცევია და არაფერი გითქვამს. ვახშამზე შენი საყვარელი კომბოსტოს რულონები მოვამზადე, შენ კი მადლობაც არ გითქვამს. ლამაზი პენუარი შევიძინე და შენს თვალწინ გავიარ-გამოვიარე, მაგრამ შენ ისე მოიქეცი, თითქოს არაფერი შეგიმჩნევია. სწრაფად ჭამე, ცოტახანს ტელევიზორს უყურე და დაიძინე. შენ არ მეხუტები, არ მკოცნი, აღარ გიყვარვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დაშორების დრო მოვიდა.

პ.ს. შევეცდები, რომ შენს ძმასთან ვიყო ბედნიერი. საცხოვრებლად კალიფორნიაში მივდივართ.

წარმატებები, ჩემო ძვირფასო ქმარო. შენი ცოლი. აწ უკვე ყოფილი.

ქმრის პასუხი

გამარჯობა, ჩემო ძვირფასო ყოფილ ცოლო!

შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გამიხარდა შენი წერილის მიღება.

დიახ, ჩვენ ერთად 10 წელი ვიცხოვრეთ, მაგრამ ერთი საიდუმლო უნდა გაგიმხილო: შენ არასოდეს ყოფილხარ იდეალური ცოლი. რამდენჯერ დაგვიწყებია სადილის მომზადება, სარეცხის გარეცხვა და სახლის დალაგება? ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. მე კი ამ ყველაფერს ვითმენდი. ხშირად ვუყურებდი ტელევიზორს, მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება საერთოდ არ მინდოდა. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ შენი მუდმივი წუწუნი და ათასი სისულელე არ მომესმინა. სამწუხაროა, რომ ეს დიდად არ გვშველიდა.

დამიჯერე, მე შევამჩნიე, რომ თმა შეიჭერი, მაგრამ ამ ახალი ვარცხნილობით, ბევრად უფრო უარესად გამოიყურებოდი. თითქოს, უცაბედად დაბერდი. მე უბრალოდ არაფერი გითხარი, რათა შენთვის განწყობა არ გამეფუჭებინა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, ბებიაჩემმა მასწავლა, რომ უმჯობესია გაჩუმდე, თუ ადამიანისთვის რაიმე კარგის თქმა არ შეგიძლია.

რაც შეეხება კომბოსტოს რულონებს, მე ეს კერძი უბრალოდ მეჯავრება. შენ უბრალოდ ჩემს ძმაში აგერიე. მე შენი ახალი პენუარიც ვნახე, მაგრამ შენ ფასმაჩვენებლის მოხსნა დაგავიწყდა, რომელზეც 99 დოლარი ეწერა. ჩემმა ძმამ კი ცოტა ხნის წინ 100 დოლარი ისესხა ჩემგან. ყველაფერს მაშინვე მივხვდი.

ამის მიუხედავად, მზად ვიყავი შენთვის მეპატიებინა. მჯეროდა, რომ ჯერ კიდევ შევძლებდით, რომ ბედნიერი წყვილი გავმხდარიყავით. ახლახან სასწაული მოხდა. მე წარმოუდგენლად გამიმართლა, ლატარიაში 2 მილიონი დოლარი მოვიგე. როგორც კი ამის შესახებ გავიგე, სამსახურიდან გავენთავისუფლე და ჩვენთვის ორი საგზური შევიძინე ბაჰამის კუნძულებზე გასამგზავრებლად. ვიფიქრე, რომ ჩვენთვის იქ უფრო ადვილი იქნებოდა ახალი ცხოვრების დაწყება. სახლში მოვფრინავდი, რათა შენთვის ამის შესახებ მეთქვა, მაგრამ სახლში შენი წერილი დამხვდა. რა გაეწყობა, ბედნიერებას გისურვებ.

პ.ს. სხვათა შორის ადვოკატს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ შენი წერილის წყალობით ჩემი ქონებიდან ვერაფერს მიიღებ. არც კი სცადო. ერთი ცენტიც კი არ შეგხვდება. ბედნიერი იყავი ჩემს ძმასთან ერთად.

შენი ყოფილი ქმარი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს