გათხოვილი რომ ვიყავი, ეჭვიანობის გრძნობა არ მშორდებოდა

572

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

გათხოვილი რომ ვიყავი, არ მტოვებდა შეგრძნება, რომ ჩემი ქმარი მღალატობდა. არასდროს არავისთან არ მინახავს, ტელეფონში ზედმეტი შეტყობინებები არ მიპოვია, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ის მატყუებდა, მე არ მშორდებოდა.

ერთხელ ერთმა საერთო მეგობარმა მითხრა, რომ ჩემი ქმარი ვიღაც გოგოსთან ერთად ნახა. ბევრს ვფიქრობდი, როგორ გამომეჭირა ღალატში, მაგრამ ყველაფერი მალევე გაირკვა.

მის მანქანას ვასუფთავებდი და მანქანაში უკვე გახსნილი კონტრაცეპტივების შეკვრა დამხვდა. ბევრი არ მიფიქრია, შეკვრა ავიღე და ნემსით გავხვრიტე. სახლში ყველაზე ცხარე წიწაკა ვიპოვე, წყლით გავაზავე და მთლიანი შეკვრა რამდენიმე წუთით მასში მოვათავსე. გაშრობის შემდეგ თავის ადგილზე დავაბრუნე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს ძვირფას ქმარს ეძინა. გაღვიძებისთანავე მითხრა, რომ დედამისს დახმარება სჭირდებოდა და წავიდა.

გავიდა რამდენიმე წუთი, ჩემმა საუკეთესო მეგობარმა რჩევისთვის დამირეკა. მითხრა, რომ შეყვარებულთან ს*** ჰქონდა და ახლა ტკივილები აქვს. ჩემი ქმარი სახლში გამოიქცა, მაშინვე მაცივარს მივარდა, ყინულის პაკეტი ამოიღო და ფეხებს შორის მოითავსა. მითხრა, რომ დამწვრობა ჰქონდა. ვფიქრობ, აღარ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რატომ დაკარგა ერთმა ცოლი და მეორემ მეგობარი. მათ დღემდე არ იციან, რომ ეს ყველაფერი ჩემი ნახელავია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს