ქმარი იმდენად ჭკვიანი და ნიჭიერი იყო, რომ ცოლს ისღა დარჩენოდა, მისი ჩრდილი ყოფილიყო

411

ბევრი მეგობარი მყავს. ყველა გათხოვილია. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვურეკავთ და ხშირად ვიკრიბებით კაფეში. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პრობლემები და სასაცილო სიტუაციები გვაქვს ოჯახურ ცხოვრებაში. თუმცა ამ მხრივ ყველაზე მეტად ჩვენს ლელას არ გაუმართლა.

მთელი მისი ქორწინება ფაქტურად მასზე იყო დამოკიდებული. მას და მის მეუღლეს, ნიკოლოზს, დაქორწინების მომენტში სამსახურები ჰქონდათ და თითქმის ერთნაირ ხელფასს ღებულობდნენ. მაგრამ მათ წყვილში, რატომღაც ისე გამოდიოდა, რომ ნიჭიერად და გონიერად მხოლოდ ნიკოლოზი ითვლებოდა, ლელა კი – უბრალოდ გენიოსის ცოლი იყო.

ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ ნიკოლოზმა სამსახური მიატოვა. მას ძალიან არ უყვარდა თავისი საქმე და გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი სცენარისტის ამპლუაში გამოეცადა. ლელამ მას მაშინე აუბა მხარი. ოჯახს გაჭირვება რომ არ შეხებოდა და ბინის ქირის ფულიც რომ ჰქონოდა, ამისთვის ლელამ კიდევ ერთი სამსახური გამონახა. თუმცა, ჩაცმაც იყო საჭირო და ამისთვის ლელას მესამე სამსახურშიც მოუწია მუშაობა.

ლელა ყოველთვის ქმრის გვერდით იყო და ყველაფერში მხარს უჭერდა. მან მის მეგობრებსაც კი დართო ნება, რომ რამდენიმე თვის მანძილზე მათ ბინაში ეცხოვრათ. ერთოთახიან ბინაში 5 ადამიანი ცხოვრობდა. დამეთანხმეთ, რომ ეს ძალიან მოუხერხებელია.

ლელა მთელი ძალებით ცდილობდა, რომ ნიკოლოზს საკუთარი ოცნებების რეალიზებაში დახმარებოდა. ის თვლიდა, რომ აბსოლუტურად სწორად იქცეოდა. ყველა კარგი, ერთგული და მოსიყვარულე ცოლი ასე უნდა მოიქცეს. ლელას სჯეროდა, რომ დრო მოვიდოდა და ნიკა წარმატებას მიაღწევდა. წლები გადიოდა და არაფერი ხდებოდა. ლელა მთელ ოჯახს ინახავდა და ყველა პრობლემას თავად აგვარებდა.

ბოლოს და ბოლოს, ლელას ეს ყველაფერი მოსწყინდა და განქორწინება მოითხოვა. ნიკოლოზი სასამართლოში არ გამოცხადდა. განქორწინების საბუთები და ნიშნობის ბეჭედი ლელამ მას ფოსტით გაუგზავნა. მან კი წერტილი მისწერა, სადაც ეწერა: “შენთან ცხოვრება ჩემთვის ძალიან მოსახერხებელი იყო. შენ ყველა პრობლემის მოგვარებას საკუთარ თავზე იღებდი”.

ახლა ლელა თავისუფალი ქალია. უკვე 5 წელია, იმას აკეთებს, რაც მოესურვება. ამ ხნის მანძილზე მან კარიერულად წინ წაიწია, კარგი მანქანა და ბინა შეიძინა. მოკლედ, ლელა საკუთარი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილია. ის გათხოვებას აღარ აპირებს, შეცდომის გამეორების ეშინია. ახლა მას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს და ყველა პრობლემას თავად აგვარებს. აგვარებს, მხოლოდ საკუთარ პრობლემებს და მეტს არავისას.

ჩვენ, ლელას მეგობრებს, ძალიან გვიხარია, რომ მას საჭირო მომენტში შეძლო მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც მისი ცხოვრება უკეთესობისაკენ შეცვალა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს