ვაჟი დედაზე განაწყენდა და ქორწილში არ დაპატიჟა. რა უნდა დაეშავებინა დედას, რომელმაც ორი შვილი მთელი ცხოვრება მარტომ გაზარდა? მან მათ ყველაფერი მისცა, საკუთარი ცხოვრება დაახარჯა. ბავშვებს ძალიან კარგი განათლება ჰქონდათ, მან ორივე ფეხზე დააყენა. დედამ ის ბინა გადაცვალა, რომელშიც ცხოვრობდა, დედამისის ბინაც გაყიდა და ვაჟსა და ქალიშვილს თითო ბინა უყიდა. რით დაიმსახურა მან ასეთი მოპყრობა?
სამაგიეროდ, ქორწილში არის მამა, რომელმაც ოჯახი მაშინ მიატოვა, როდესაც მისი ვაჟი ერთი წლის იყო, ქალიშვილი კი – სამის. მას თავისი შვილები დიდი ხნის მანძილზე არ ენახა, არც ტანსაცმელი ეყიდა მათთვის და არც ფეხსაცმელი. ალიმენტების გადახდაც მხოლოდ სასამრთლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.
მამაკაცი ქალაქში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და მაშინვე თავისი შვილები მოძებნა. მათ მაშინ შეხვდა, როდესაც ისინი უკვე ინსტიტუტებს ამთავრებდნენ. ახლა კი ის ბედნიერია, სიძის მხრიდან ყველაზე ახლო ნათესავი ის არის. ქორწილში ის თავის ამჟამინდელ ცოლთან და შვილებთან ერთად მოვიდა, რომლებიც რამდენიმე ქორწინებიდან ჰყავს. ქორწილში მხოლოდ სიძის დედა და უფროსი და არ იყვნენ. და დაპატიჟეს, მაგრამ მან დედას დაუჭირა მხარი და თავადაც არ მივიდა.
ქორწილამდე ვაჟი დედასთან მივიდა და დახმარება სთხოვა. მან ქორწილის მთელი ხარჯი საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ რაღაც ვერ გათვალა. მას ახლა თანხა სჭირდებოდა ან მაგიდის ხარჯისთვის, ან პატარძლის კაბისთვის, მაგრამ ორივე შემთხვევაში თანხა ერთნაირი იყო. სიძის მხრიდან მხოლოდ 12 ადამიანი იყო. დედამ უთხრა, რომ მხოლოდ ამ 12 ადამიანისას გადაიხდიდა. პატარძლის მხრიდან კი დაახლოებით 100 ადამიანი იყო და დედა ამხელა თანხის გადახდას არ აპირებდა. მამას, თავის მხრივ, არაფერი გადაუხდია, თუმცა შეეძლო, რომ რაღაც ნაწილი მაინც გადაეხადა.
ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ბიჭი გატრიალდა და წავიდა. მას დედასთან ურთიერთობა აღარ ჰქონია, არც მასთან სახლში მოდიოდა და არც მის ზარებს პასუხობდა. და როდესაც ყველა ქორწილში მხიარულობდა, დედა სახლში იყო და მწარედ ტიროდა.