აი, როგორ ყვავილობს ეს ჩემპიონი. იორდასალამი დაავადებებს კურნავს

622

იორდასალამი დამამშვიდებელ, სპაზმების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდულ და მატონიზირებელ მოქმედებას ფლობს.

სამკურნალო ნედლის სახით მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება. 3 წლის ასაკიდან ფესვებს და ძირნაყოფს მხოლოდ გვიან შემოდგომაზე კრეფენ. ამ დროს მცენარე სასარგებლო ნივთიერებებს მაქსიმალურად შეიცავს.

ფესვებს და ძირნაყოფს რეცხავენ და 2-3 დღე ბნელ, მშრალ შენობაში ახმობენ, შემდეგ 5 სმ სიგრძის და 1,5 სმ სისქის ნაჭრებად ჭრიან და 45-60 გრადუსზე ტემპერატურაზე ახმობენ.

ნედლს მუქი ყავისფერი ან მოყვითალო ყავისფერი შეფერილობა, მოტკბო-მწველი გემო და თავისებური მეთილის სუნი უნდა ჰქონდეს. დაახლოებით 3 წელი ინახება.

იორდასალამის ფესვები ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, C ვიტამინს, ტანინებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს.

მიწისზედა მცენარის ნაწილი ზემოთ ჩამოთვლილი მიკროელემენტების გარდა ასევე შეიცავს რკინას, სპილენძს, მანგანუმს, მაგნიუმს, კალციუმს, ქრომს, სტრონციუმს და ბისმუთს. იორდასალამის ფესვები შეგიძლიათ ნედლი სახით მიირთვათ, მაგრამ ხშირად უფრო ნახარშებს და ნაყენებს ამზადებენ.

ახალი ფესვები ხორციან კერძებში სანელებლის სახით გამოიყენება, ასევე ფაფის მოსამზადებლად იყენებენ. ჩაი შეგიძლიათ შემწვარი ფესვით ჩაანაცვლოთ.

სპირტიანი ნაყენი

10 %-იანი ნაყენი, რომელიც 40 %-იან სპირტზე მცენარის ბალახით და ფესვებისგან არის დამზადებული, გამოიყენება ნევროზის, უძილობის, ჰიპოქსტრიის (დეპრესია, შიში, შეპყრობილი ფიქრები), კუჭის დაბალი მჟავიანობის, მოწამვლის, დიარეას და დიზენტერიის დროს. 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. კურსი – 1 თვე.

ვეგეტატიურ-სისხლძარღვთა დისტონიის, ქრონიკული დერმატოზის, ნეიროდერმატიტის, ეგზემას და ფსორიაზის დროს 10-30 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, 2-3 კვირის განმავლობაში დალიეთ.

ფესვების ნაყენი არტერიულ წნევაზე, გულის, სასუნთქი ორგანოების და ნერვული სისტემის მუშაობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

იორდასალამის ფესვების ჩაი

ხალხურ მედიცინაში სპირტიანი ნაყენის გარდა სამკურნალოდ მცენარის წყლიანი ნაყენიც გამოიყენება.

ამისთვის 1 ჩ/კ ხმელ დაქუცმაცებულ ფესვებს 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით დააყენეთ. 1 ს/კ მზა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დალიეთ, თუ რევმატიზმი, პოდაგრა, კრუნჩხვები, იმპოტენცია, ჰიპერტონია, ქალური ონკოლოგიური დაავადებები, ხველა და დაღლილობა გაწუხებთ.

პარკისონის დაავადება

პარკისონის დაავადების დროს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 1 ჩ/კ ხმელ დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, შეფუთეთ და 60 წუთით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ.

ფსიქოზი

ფსიქოზი ასე იკურნება. 100 გრ ლავანდა, როზმარინი და იორდასალამის ფესვები დააქუცმაცეთ და აურიეთ, შემდეგ 2 ს/კ ნარევს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და თერმოსში დილამდე დააყენეთ. დილით გადაწურეთ და 100 გრ ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა იორდასალამის ნაყენით – კომპლექსური მიდგომა

იორდასალამი სიმსივნის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება. ვარაუდობენ, რომ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება მასში შემავალი ქრომით და სტრონციუმით არის განპირობებული.

50 გრ დანაყული ფესვი მუქი ფერის ბოთლში მოათავსეთ, 0,5 ლ არაყი დაასხით და 10 დღე დააყენეთ. მკურნალობა 3 თვე გრძელდება.

მკურნალობა მოიცავს:

  • ჩაგირის ნაყენი 3 დღე – 2-3 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
  • ქრისტესისხლას ნაყენი 3 დღე – 1 დესერტის ან სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე.
  • ელეუტეროკოკის ნაყენი 3 დღე – 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • იორდასალამის ფესვების ნაყენს მთელი 3 თვე – 30-40 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სხვა სიტყვებით, თითოეული ნაყენის მოხმარება იორდასალამის ფესვების ნაყენთან 3-3 დღე მოიხმარება. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ნაყენი არაყზე დაფუძნებულია და შიგნით მიღების დროს 1:3 პროპორციით წყალში უნდა გახსნათ.

იორდასალამის ფესვების ნაყენი და ნახარში გამოიყენება ეპილეფსიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, პნევმონიის და თირკმლის დაავადების დროს.

ამ პრეპარატის ღირებულებაა – კომპლექსური ეფექტი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი გამოყენების დროს დაბალი ტოქსიკურობა.

უკუჩვენება

ხმელი მცენარის ტოქსიკური თვისება სიფრთხილით უნდა მოიხმაროთ. გადაჭარბება სახიფათოა!

ფესვების ნაყენი და ნახარში კუჭის წვენის მჟავიანობას ზრდის, რაც ჰიპერაციდული გასტრიტის დროს უნდა გაითვალისწინოთ.

ფესვების ნაყენი წნევას ოდნავ ამცირებს – ჰიპოტონიკებმა ეს უნდა იცოდნენ. წნევას ყურადღება მიაქციეთ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღეთ.

იორდასალამი ორსულობის დროს უკუჩვენებულია, რადგან შეიძლება ნაყოფის მოშლა გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს