სააბაზანო ოთახის კარი ყოველთვის გარეთ იღება. მიზეზი ჟრუანტელს მოგგვრით

0
1716

დაფიქრებულხართ, რატომ იღება სააბაზანო ოთახის კარი ყოველთვის გარეთ? შესაძლოა, ეს არც შეგიმჩნევიათ. თუ დაკვირვებული ხართ, მიაქცევთ ყურადღებას, რომ ნებისმიერ ქვეყანაში სააბაზანო ოთახის კარი გარეთ იღება. Paparazzi გიამბობთ, რატომ არის ასე ჩაფიქრებული.

სააბაზანო ოთახის კარი – მშენებლობაში შეუთანხმებელი დეტალები არაა. ყველაფერი ჯერ კიდევ ნახაზის შექმნის ეტაპზე მოფიქრებული და გათვლილია. მშენებლობაში ბევრი რამ სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური უსაფრთხოების წესებთან იკვეთება. სააბაზანო ოთახის კარიც უყურადღებოდ არ დარჩათ. გიზიარებთ მნიშვნელოვან მიზეზებს, რატომ იღება სააბაზანო ოთახის კარი გარეთ.

  • ჯანმრთელობა მთავარია – მაგალითად, სააბაზანო ოთახში შედიხართ და მსუბუქ თავბრუსხვევას გრძნობთ. ცოტაც და გონებას დაკარგავთ. ამ შემთხვევაში კარის მდებარეობა მნიშვნელოვანია. ამაზე თქვენი სიცოცხლეა დამოკიდებული. კარზე მხრით მიწოლა, როცა სუსტად ხართ, უფრო ადვილია, ვიდრე სახელურის მოძებნა და კარის თქვენკენ მოწევა. თუ მაინც გონება დაკარგეთ? მაშველი ოთახში მარტივად და სწრაფად შემოვა, თუ კარს თავისკენ გაწევს. ოთახის შიგნით კარის გაღება უფრო რთულია, რადგან გონებადაკარგული მწოლიარე ადამიანის მეტად დაზიანების რისკი არსებობს.
  • ცეკვა და სხვა თავგადასავლები  – ყველასთვის ნაცნობია, როგორ ცეკვავს სარეცხი მანქანა სააბაზანო ოთახში. მისი შეკავება არავის შეუძლია. თუ ზემოდან სარეცხი ფხვნილი ან სხვა ნივთები დევს, ერთად ცეკვავენ. ხშირად ეს ნივთები სარეცხი მანქანის ზედაპირზე ვერ ჩერდებიან და ყველაფერი იატაკზე ვარდება. თუ კარი შიგნით იღება, ამ ნივთებს მისი დაბლოკვა მარტივად შეუძლიათ. გონების დაკარგვის შემთხვევაში არსებობს შანსი, რომ ადამიანი გონს მოვა და კარს თავად გააღებს, ხოლო თეთრეულის კონდიციონერი თავისით ვერ ადგება და საწყის ადგილმდებარეობას ვერ დაუბრუნდება.
  • პანიკური შეტევები და კლაუსტროფობია – იცით, რომ მსოფლიოში ადამიანების 10%–ს კლაუსტროფობიის სინდრომი აქვს? მათთვის კარი, რომელიც პატარა ოთახში შიგნით იხურება, უბრალოდ კოშმარია. მათთვის ეს ყრუ კედელია. კარი, რომელიც გარეთ იღება, ვიზუალურად დამატებით სივრცეს და მეტ ჟანგბადს ქმნის. სწორედ ამიტომ, ადამიანი თავს მშვიდად გრძნობს. პანიკური შეტევის შემთხვევაში კარი, რომელიც გარეთ იღება, ადვილად შეგიძლიათ გააღოთ.
  • სუნის კონტროლი – სააბაზანო ოთახი მაღალი ტენიანობით გამოირჩევა. გამოდის, ყველა შესაძლო ბაქტერიების, ვირუსების და სოკოს კერაა. ყველა ეს ორგანიზმი შენობაში უსიამოვნო სუნსაც იწვევს. სააბაზანო ოთახში კარგად დაგეგმილი ვენტილაცია უნდა იყოს. ეს არასაკმარისია. სწორედ ამიტომ, კარი დაგეხმარებათ. მომენტში, როცა კარს გარეთ აღებთ, ჰაერის გაძლიერებული მოძრაობა იქმნება. ამრიგად, სააბაზანო ოთახიდან დაგუბებული ჰაერი დიდი ძალით გამოდის, ხოლო შიგნით სუფთა და სასიამოვნო შედის.