ბებიის ძლიერი ლოცვა შვილიშვილისთვის, რომელიც ქვეყანას იცავს

0
2164

ბებიისთვის შვილებზე და შვილიშვილებზე უფრო ძვირფასი არაფერია. მზადაა უკანასკნელი რამ გაიღოს, რომ მათი ცხოვრება მშვიდი და მხიარული იყოს. რა თქმა უნდა, ბებიის გული ადგილზე არაა, როცა შვილიშვილი ჯარში მიდის. ამ დროს ბებია შვილიშვილის დახმარებას შორიდან ლოცვით ცდილობს. Paparazzi ამ ლოცვის ტექსტს გიზიარებთ.

ძლიერი ლოცვა შვილიშვილისთვის – რთულ მომენტებში წმინდანებს ან უფალს მივმართავთ. დახმარებას და მფარველობას ვთხოვთ. ეს ლოცვა დაგეხმარებათ ითხოვოთ ის, რომ ჯარში მსახურობა კეთილად დასრულდეს. გირჩევთ, რომ ეს ლოცვა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ წაიკითხოთ. ღვთისმშობელი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მფარველობს. ის ყველაზე ზრუნავს და იცავს. ამ ხატის წინ ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს მარტივი სიტყვები ბებიის გულს ამშვიდებს. მთავარია იმედი არ დავკარგოთ. დაე, ლოცვამ დაამშვიდოს თქვენი სული და თქვენი შვილიშვილი დაიცვას.

ტროპარი – იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. და ჩუენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩუენსა იესოს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.

ლოცვა – მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, პატიოსანი ძღუენი ჩუენ უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი წარდგომილნი წინაშე ყოვლადწმინდისა ხატისა შენისა, გალობითა ლმობიერითა გადიდებთ შენ, ვითარცა შემსმენელსა ჩუენსა, ისმინე ვედრებაიცა ჩუენი და სარწმუნოებით მლოცველთა თხოვაი ყოველი აღუსრულე, მწუხარეთა ტანჯვაი აღუმსუბუქე, უძლურთა სიმრთელეი მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაი მიანიჭე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმინდენ, ყრმანი შეიწყალნენ, უნაყოფოთაგან უნაყოფობაი მათი დაჰხსენ, ეგრევე, დედუფალო, საპყრობილეთა და საკვრელთაგან განმათავისუფლენ, ყოველთა ვნებათა ჩუენთაგან აღმადგინენ, სნეულებანი თვალთანი განკურნრნ და მაცხოვნენ ჩუენ სიკუდილშემოსილისაგან წყლულებისა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტესა ღვთისა ჩუენისასა: ჰოი, ჰოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცვასა შენსა ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის, რომელნი გადიდებთ და პატივს გცემთ შენ და თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და სარწმუნოებაი გუაქუს უმეტესი და შეუორგულებელი შენდა მომართ მარადის ქალწულისა, უფროისად დიდებულისა და ყოვლადუხრწნელისა მომართ, მადიდებელთა, პატივისმცემელთა და მგალობელთა ამათ შენთა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

აი, ასეთი სიტყვები უნდა თქვათ. ეს ძლიერი ლოცვაა შვილიშვილის დასაცავად. ღვთისმშობელი აუცილებლად მოგისმენთ. მთავარია, გულწრფელად და რწმენით ილოცოთ. დაე, თქვენი შვილიშვილი სახლში მთელი და უვნებელი დაბრუნდეს.