მარტივი პასუხი, რატომ უნდა დალიოთ ყავა დაფნის ფოთლით

0
778

წლები ყავას ყოველგვარი დანამატების გარეშე ვსვამდი. ვფიქრობდი, რომ დარიჩინი, მიხაკი და კურკუმა სასმელში მხოლოდ მოდა იყო. ყავის მაღაზიებში სანელებლების მრავალფეროვნება თვალებს მიჭრელებდა. ახლახანს დაქალმა გამაოცა. მიამბო, რატომ უნდა დავლიო ყავა დაფნის ფოთლით. რა თქმა უნდა, დაფნა ჩემს სამზარეულოშიც არის, მაგრამ ყავაში მისი დამატება არ მიფიქრია. წვნიანს, პელმენს, ბოსტნეულს ვუმატებ, მაგრამ ყავას არა. ასეთი იყო ჩემი პირველი რეაქცია, მაგრამ შემდეგ დაქალმა არგუმენტები მომიყვანა და ასეთი სასმელის დალევა მირჩია. ახლა დაფნის ფოთოლს ყავას ვუმატებ.

რატომ უნდა დალიოთ ყავა დაფნის ფოთლით: მარტივი პასუხი – დაფნის ფოთოლი მხოლოდ სანელებელი არაა, რომელიც კერძს განუმეორებელ არომატს ანიჭებს. მას ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მას წვავენ, რომ სახლში ჰაერი გაწმინდონ. გარდა ამისა, დაფნის ფოთოლი მავნებლებს აფრთხობს, თუ კუთხეებში დადებთ.

როგორ მოვამზადოთ ყავა დაფნის ფოთლით

  1. მოადუღეთ ისეთი ყავა, რომელიც მოგწონთ.
  2. თუ ყავას ჯეზვეში ადუღებთ, დაფნის ფოთოლი მასში შეგიძლიათ დაუმატოთ. თუ სასმელი გეიზერში ან ყავის მადუღარაში მზადდება, დაფნის ფოთოლი მომზადების შემდეგ დაუმატეთ.
  3. სანელებელი ყავაში გააჩერეთ მანამ, სანამ დაფნის არომატს არ იგრძნობთ. შემდეგ დაფნა შეგიძლიათ დაწვათ.
  4. დაუმატეთ შაქარი, რძე, ნაღები, სხვა სანელებლები და სუნელები სურვილისამებრ.

დაფნის ფოთოლი ყავას დაუმატეთ და თქვენი სასმელი უჩვეულოდ არომატული და უფრო სასარგებლო გახდება. ეს ჩვენთვის არის სიახლე, თორემ სხვა ქვეყნებში ამ მეთოდით მომზადებული ყავა ძალიან უყვართ. გახსოვდეთ: სასმელი წნევას სწრაფად ზრდის, ამიტომ ცოტა მოამზადეთ.