ცოტათი საშიში ტესტი ფსიქიკაზე, რომელიც გიამბობთ თქვენზე ყველაფერს და უფრო მეტს

373

თუ აქ ხარ, გამოდის, ფსიქიკაზე ტესტის გავლა გსურთ. სულ ტყუილად არა, რადგან მისი დახმარებით გაიგებთ, რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში. ასე საკუთარ თავს უკეთ გაიცნობთ. ფსიქოლოგიური ტესტები სწორედ ამისთვის არის შექმნილი. მზად ხართ საშიში კითხვებისთვის? დავიწყოთ. Paparazzi გიზიარებთ ახალ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც საკუთარ თავში ჩაგახედებთ.

ტესტი ფსიქიკაზე – დღევანდელი ტესტი ცოტათი საშიშ კითხვებს მოიცავს. პასუხები გიჩვენებთ, რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში. ამ საინტერესო მეთოდით საკუთარი თავის შეცნობას შეძლებთ. კითხვები უხერხულობაში ჩაგაყენებთ და ნამდვილი სახის გამოვლენას გაიძულებთ. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, კითხვებზე პასუხია. დიდხანს არ იფიქროთ, პირველი, რასაც გაიფიქრებთ, ის თქვით.

შემზარავი ჩიტი – წარმოიდგინეთ სიტუაცია. თქვენი საყვარელი სეზონი, პარკში სეირნობთ. აუჩქარებლად სეირნობთ, გარემოს აკვირდებით. მოულოდნელად თქვენ წინ ჩნდება ჩიტი, რომელიც დაჟინებით გიყურებთ. რა ფერის ბუმბული აქვს ჩიტს?

  • თუ თეთრი ჩიტი წარმოიდგინეთ, თქვენში სიმშვიდე სუფევს. თქვენი ტვინი ყველაფრის კარგი თვალით დანახვას ცდილობს. ნებისმიერ სიტუაციაში უკეთესის იმედი გაქვთ. ეს კარგი თვისებაა.
  • თუ ფრინველი შავი ან მუქი ფერისაა, თქვენში შფოთვა სადგურობს. მომავალზე ფიქრები გჭამთ. ჩვეულებრივ, შიშით და თავდაუჯერებლობით სავსე ხართ.
  • თუ ფერადი ჩიტი დაინახეთ, ტოტალური ოპტიმისტი ხართ. ზოგჯერ ეს პრობლემის დროულად დანახვაში ხელს გიშლით.

მშფოთვარე ძილი – წარმოიდგინეთ, რომ ღამით საწოლში გძინავთ. ირგვლივ სიწყნარეა, მაგრამ მოულოდნელად გესმით, რომ ვიღაც ფანჯარას კაწრავს. როგორ ფიქრობთ, რა არის? სწრაფად გვიპასუხეთ.

  • უპასუხეთ, რომ არაფერია ან ეს უბრალოდ ხეა? მაშინ თავდაჯერებული ადამიანი ხართ. თქვენი შეშინება და შეცდომაში შეყვანა რთულია. ასეთი თვისება ცხოვრებაში გამოგადგებათ.
  • თუ ფიქრობთ, რომ ეს რაღაც ზებუნებრივია, მეოცნებე ხართ. მომავალზე შფოთვა და განცდები გახასიათებთ. ნერვიულობას თქვენზე გამარჯვების უფლება არ მისცეთ.
  • კიდევ რა შეიძლება იყოს? თუ უპასუხეთ, რომ ეს ცუდი ზრახვების მქონე ადამიანია, მაშინ რეალისტი ხართ. არ გჯერათ, რომ ცხოვრებაში რაღაც მარტივია. დარწმუნებული ხართ, რომ ადამიანები რაღაც მუხთლობას ყოველთვის ამზადებენ.

თქვენი ანარეკლი – ბოლო სიტუაცია. წარმოიდგინეთ, რომ დიდი სარკის წინ დგახართ. ანარეკლში ხედავთ, რომ თქვენი ხელები სისხლშია? ვისია?

  • თუ ვერ უპასუხეთ და უბრალოდ თქვით, რომ არ იცით, ცხოვრებას თვითნებაზე უშვებთ. ბევრ რამეს საერთოდ ვერ აკონტროლებთ. ამის გამო ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გსურთ.
  • თქვით, რომ თქვენია? წარუმატებლობის ძალიან გეშინიათ. თავგანწირვა გახასიათებთ. ხალხი ამას თქვენს საზიანოდ ხშირად იყენებს.
  • მეგობრის სისხლი ნიშნავს, რომ მარტოობის გეშინიათ. თუ მტრის, პრობლემებს ოსტატურად უმკლავდებით. დაჩაგვრის უფლებას არავის აძლევთ.

როგორც ხედავთ, ასეთ შემზარავ კითხვებსაც თქვენს შესახებ ბევრის თქმა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ ამ მარტივი ტესტით საკუთარ თავზე რაღაც ახალი გაიგეთ. თქვენი სხვადასხვა მხრის შეცნობა დაგეხმარებათ, უკეთესი გახდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს