კაფეში მომუშავე ადამიანების ისტორიები, რომელთაგანაც ტვინი გადაგეწვებათ

0
87

ყველა ადამიანი უნებურად გამხდარა კაფეში უხერხული პაემნების მოწმე. მაგრამ როდესაც შენი საქმეა ემსახურო ასეთი შეხვედრების მონაწილეებს, ნერვები გიმაგრდება და ემოციების გაკონტროლების უნარი გიჩნდება.

№1.

წყვილის პირველი პაემანი მექსიკურ რესტორანში. ყველა ადამიანი ისე არ არის აღზრდილი, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანთან სწორი მოქცევა იცოდეს და არც ეს გოგონა წარმოადგენდა გამონაკლის. მან საჭმელი ბოლომდე ვერ შეჭამა, ესპანელ დამლაგებელ ქალბატონს დაუძახა და უთხრა: „გინდათ, წაიღეთ და თქვენს შვილებს აჭამეთ?“ დარბაზში აბსოლუტურად ყველა, მათ შორის ამ გოგოს კომპანიონი, გაოგნებულები დარჩნენ, დამლაგებელი კი ვერც კი მიხვდა, რა ჰკითხეს.

№2

პაემანზეც კი, გოგონები ზოგჯერ შეიძლება დაიჩაგრონ. მიმზიდველი ქალი ჩვეულებრივ მამაკაცთან ერთად, რომელიც 30 წელს გადაცილებული იყო. კაცმა სიამოვნებით შეჭამა შეკვეთილი ნეკნების მთა, თავის კომპანიონისთვის კი მხოლოდ სალათი და წყალი შეუკვეთა. მთელი საღამო მამაკაცი იმ წვეულებაზე საუბრობდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაესწრო, გოგონა კი დუმდა. მომსახურე პერსონალი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ მამაკაცმა ჭამა დაასრულა, ადგა, დაემშვიდობა გოგონას და ანგარიშის გადაუხდელად წავიდა.

№3

ნარცისებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობენ, შეუძლიათ გააფუჭონ არა მხოლოდ პაემანი, არამედ ჩვეულებრივი მეგობრული შეხვედრა. ამ პაემანზეც ბიჭი მხოლოდ საკუთარ თავს აქებდა და თავის მიღწევებსა და ქონებაზე საუბრობდა. გოგონამ კი ამ საუბარში ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა, რადგან ამ ახალგაზრდას მისი ცხოვრება არ აინტერესებდა.

№4

პაემანს ყოველთვის მხოლოდ მარტო გოგო ან ბიჭი არ აფუჭებს. ზოგჯერ ბიჭი და გოგო უბრალოდ საერთო ენას ვერ პოულობენ. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. მოწყენილმა წყვილმა ცალ-ცალკე ანგარიში მოითხოვა. პარალელურად ისინი გაცნობის აპლიკაციაში ახალ სასიყვარულო ობიექტს ეძებდნენ.

№5

ზოგჯერ ერთმა წარმოთქმულმა ფრაზამ შეიძლება ადამიანზე შთაბეჭდილება შეგვიცვალოს. კაფეში პაემანი სასაცილო “ქათინაურით” დაიწყო. ბიჭმა ლატე შეუკვეთა გოგომ კი ცხელი შოკოლადი. მან ნახა, რომ გოგონას სასმელი დიდ მაღალ ფინჯანში მოუტანეს და თქვა: „დიდი კათხა – დიდი გოგოსთვის“. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ეს პაემანი ბოლო იყო.

№6

ზოგჯერ ადამიანს უბრალოდ არ ჰყოფნის გამბედაობა იმის სათქმელად, რომ პაემანმა ცუდად ჩაიარა და წასვლა უნდა. ერთხელ ერთი მამაკაცი მომიახლოვდა და ხელსახოცი გამომიწოდა, რომელზეც მისი ტელეფონის ნომერი ეწერა. მან მთხოვა, რომ მისთვის დამერეკა და მეთქვა, რომ სასწრაფოდ სამსახურში იძახებდნენ და რესტორნის დატოვება მოუწევდა.

№7

ერთხელ კაფეში 40 წელს გადაცილებული ქალი და 20 წლამდე ბიჭი სადილობდნენ. უცნაურობაზე ეჭვი არავის შეჰპარვია, რადგან ქალი შეიძლებოდა მისი დედა, დეიდა ან სხვა ნათესავი ყოფილიყო. თუმცა მოგვიანებით, ამ მაგიდას მოვემსახურე და უნებურად მათი საუბარი მოვისმინე. აღმოჩნდა, რომ ქალმა გაცნობის საიტზე ასაკი ოდნავ შეიმცირა და მიმოწერა ახალგაზრდა ბიჭთან დაიწყო. ბიჭი კი აშკარად არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. თუმცა პაემნის შემდეგ, ბიჭმა ქალბატონი გააცილა და არ მოერიდა, რომ პაემანზე მე დავეპატიჟებინე.

№8

ნარცისები მხოლოდ ბიჭები არ არიან. პაემანი, რომელიც კაფეში შედგა, არც თუ ისე ლამაზად დასრულდა. მთელი საღამო გოგონა ბიჭს სთხოვდა მადლობა გადაეხადა, რომ დრო გამონახა და მასთან სასაუბროდ მივიდა. მოწყენილმა ბიჭმა დაინახა, რომ გოგონა უკვე ზედიზედ 6 კოქტეილს სვამდა, სუფთა ჰაერზე გავიდა და უბრალოდ გაიქცა, გოგონა კი მარტო დატოვა თავის თვითშეფასებასთან.

№9

ქალაქგარეთ არსებულ კლუბში, რომლის რეგულარული სტუმრები მდიდარი ხანდაზმული ადამიანები არიან, პაემანზე წყვილი მოვიდა, სტუდენტი ბიჭი და გოგონა, რომელიც ანგარიშზე მრავალნიშნა რიცხვს იყო მიჩვეული. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, მაგრამ რაღაც მომენტში გოგონა უბრალოდ ადგა და წავიდა, რადგან შეიტყო, რომ ბიჭს დანაზოგი არ ჰქონდა და მხოლოდ ხელფასით ცხოვრობდა. ბიჭს 300$ გადასახდელი დაუტოვა. გადავწყვიტე მას დავხმარებოდი. ჩვენთან ნაღდი ფულით ან ბარათით არ იხდიან, ყველაფერი ანგარიშზე იწერება. ეს ქვითარი გოგონას მამის ანგარიშზე ჩავწერე და ბიჭი მშვიდი გულით გავუშვი. ამის შემდეგ გოგონას მოუწია
მამამისისთვის ყველაფრის ახსნა და პაემნებზე სიარულის ნაცვლად მუშაობის დაწყება, რადგან მამამისმა მისი საკრედიტო ბარათი დაბლოკა.

№10

ეს იყო ყველაზე უცნაური პაემანი. ბიჭმა მაგიდა ფანჯარასთან დაჯავშნა მზის ჩასვლის ულამაზესი ხედით. ის ლამაზად გამოწყობილი მოვიდა და ხელში ჩემოდანი ეჭირა. მთელი საღამო ისინი ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ და იცინოდნენ. უცებ გოგონამ დაიყვირა და ჩხუბი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ჩემოდანში მისი ნივთები იყო, რომელიც ბიჭმა შეაგროვა, რათა განშორების შემდეგ ბინიდან გაესახლებინა. მან გადაიხადა, ჩემოდანი დატოვა და წავიდა. ჩვენ კი, გოგონას დაწესებულების ხარჯზე ჩიზქეიქით გავუმასპინძლდით, რათა ოდნავ მაინც დაგვემშვიდებინა.

№11

გაცნობის საინტერესო, მაგრამ დროში გამოცდილი გზები ყოველთვის მომგებიანია. ბიჭმა გოგონას გაცნობა ხელსახოცზე ტიპიური ფრაზის დაწერით გადაწყვიტა. „გინდა ვახშამზე დაგპატიჟო? დიახ – გაიღიმე, არა – სალტო გააკეთე. ამ ხელსახოცის გადაცემის შემდეგ ყველაფერს ველოდი: გოგონა უბრალოდ გაიღიმებდა ან გაიცინებდა, არ წაიკითხავდა, ან მამაკაცს მუქარის მზერით შეხედავდა. მაგრამ გოგონა ადგა და სალტო გააკეთა! ასეთი ლამაზი უარი ცხოვრებაში არ მინახავს.

№12

საინტერესო ისტორიები მხოლოდ დარბაზში არ ხდება. სამზარეულოში მუშაობისას შევამჩნიე, რომ შეფ-მზარეულის ყველას ეშინოდა. ერთადერთი ვიყავი, ვისაც მისი მკაცრი გამომეტყველება ან უხეში ხმა არ მანაღვლებდა. ერთხელ უფროსი სამზარეულოში შევიდა, რომ შეფისთვის უგემური სალათის გამო ესაყვედურა. ამ ყვირილს ვეღარ გავუძელი და მამაკაცის სახე სალათში “ჩავრგე”. მეორე დღეს უფროსის კაბინეტში დამიბარეს. და რა? მე არ გამათავისუფლეს, არამედ მენეჯერად დამაწინაურეს, იმის მტკიცებით, რომ ძლიერი ხელი მაქვს დაწესებულების სამართავად.

№13

მიმტანად მუშაობის პერიოდში უამრავი მომხმარებელი ვნახე: მდიდარი, ღარიბი, საშუალო, ნარცისი, ისტერიული თუ ყველაზე ჩვეულებრივი. მაგრამ ის მამაკაცი, რომელმაც ანგარიში მოითხოვა და მერე შიშველი დამხვდა, მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

№14

ბანკეტი იყო. უამრავი ადამიანი იჯდა და მიირთმევდა, ოფიციანტები მომხმარებლების მოთხოვნების შესრულებას ვერ ასწრებდნენ. ერთმა მამაკაცმა დამიძახა და მთხოვა, რომ მისთვის უფრო კომფორტული ჩანგალი მიმეტანა. ჭურჭლის თაროსთან ვიდექი და მისთვის კომფორტულ ჩანგალს ვარჩევდი. სამაგიეროდ, ცოტა დავისვენე.