ტუალეტის ქაღალდი და სხვა ნავაჭრი, რაზეც ფულის დახარჯვა უნდა შეწყვიტოთ

3238

თანამედროვე სამყაროში იმდენი ცდუნებაა, რომ გვიჭირს გადაწყვეტა, რაში დავხარჯოთ ფული. ყველა ადამიანის ბუნებრივი სურვილია, რომ დაზოგვა ისწავლოს, მაგრამ არის რაღაც, რაზეც ეკონომია უფრო ძვირი დაგიჯდებათ. როგორც ჰენრი ფორდი ამბობდა, „დაბალ ხარისხში იმედგაცრუება უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე დაბალი ფასით სიხარული“. Paparazzi–იმ შეადგინა ნივთების სია, რომელზეც ეკონომია არა გონივრულობას, არამედ საკუთარი თავისადმი უპატივცემულობას ააშკარავებს. დეტალები ხომ ადამიანის იმიჯს, ცხოვრების დონეს და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას ასახავს.

რაში შეგიძლიათ ფულის დახარჯვა – ეკონომია ყოველთვის კარგია, განსაკუთრებით ჩვენს ტოტალური კონსუმერიზმის ეპოქაში. ერთდღიან ნივთებს ვყიდულობთ და დაუნანებლად ვყრით. ეს რაციონალური მიდგომა არაა. ასე გარემოს ვაზიანებთ, ცხოვრების ხარისხს ვამცირებთ. ასე რომ არ გააკეთოთ, ზოგიერთ ნივთებზე დაზოგვა შეწყვიტეთ.

  • ჩაის პაკეტები – ფინჯანი არომატული ჩაი სიამოვნებას გვანიჭებს. შეიძლება ამ სიამოვნების მიღება, როცა ფინჯანში ჩაის პაკეტი ცურავს? პაკეტში ჩაის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე დასაყენებლის. თუ ადამიანი საკუთარ სიამოვნებაზე ზოგავს, მისი თვითშეფასება იტანჯება. თუ სტუმრებს ჩაის პაკეტს შესთავაზებთ, კარგი დიასახლისის შთაბეჭდილებას ვერ დატოვებთ. ასეთი ჩაის გზაზე წაღება მოსახერხებელია, მაგრამ სახლში მის გამოყენებას არ გირჩევთ.
  • იაფი ნეილონის კოლგოტი – გარდერობის ასეთ მნიშვნელოვან ნაწილზე ფულის დაზოგვის გარეშე ბევრ თვალის წასვლას აიცილებთ. არაფერს ვამბობთ, რომ ასეთი კოლგოტების ქსოვა ლამაზ ფეხებს აუშნოებს. ძვირადღირებული და ხარისხიანი კოლგოტები დიდხანს ძლებს და დიდ დატვირთვას უძლებს, ვიდრე იაფი ანალოგი. ასევე არ სრიალებს, ტარებისას დისკომფორტს არ იწვევს. ოჯახის ბიუჯეტს დიდად დაზოგავთ.
  • საეჭვო ხარისხის კოსმეტიკა – არცერთი თავმოყვარე ქალი საეჭვო წარმოების კოსმეტიკას არ შეიძენს. თუნდაც ფული სულ არ გქონდეთ, რაღაც სხვაზე დაზოგვას გირჩევთ. ძვირადღირებული კოსმეტიკა არა მხოლოდ უკეთ გამოიყურება და სახეზე დიდხანს ძლებს, არამედ დისკომფორტს არ იწვევს. იაფი კოსმეტიკის შედეგი სავალალო შეიძლება იყოს. ძირითადად, ალერგია, ქავილი, გაღიზიანება და კანის სიმსივნე არასწორი მოვლით და დაზოგვის მცდელობით გამოწვეულია. ახალგაზრდობიდანვე კარგ კოსმეტიკას მიეჩვიეთ.
  • იაფი ტუალეტის წყალი და სუნამო – რამდენჯერ მოგიწიათ ოფისის განიავება ან სხვა გაჩერებაზე ჩამოსვლა მხოლოდ იმიტომ, რომ გვერდით ადამიანს იაფი არომატი ესხა? სუნს ადამიანზე ბევრის თქმა შეუძლია. სუნი მოგონებას ინახავს და თქვენს თავს ახსენებს, როცა უკვე შენობაში აღარ ხართ. ეს მოგონებები სასიამოვნო რომ იყოს, სუნამოს არჩევას პასუხისმგებლობით მიუდექით. იაფი ტუალეტის წყლის სუნი გამძლე არაა. მწარმოებლები მის შესაქმნელად ხელოვნურ სუნებს იყენებენ. ასეთი კანთან ცუდად ურთიეთქმედებს და მექანიკური სუნი ჩნდება. უმჯობესია ერთი ფლაკონი გქონდეთ, მაგრამ კარგი ძვირადღირებული ტუალეტის წყალი, ვიდრე იაფფასიანი ანალოგების საწყობი.
  • იაფი ტუალეტის ქაღალდი – ასეთი ქაღალდი გადამუშავებული ქაღალდისგან მზადდება. თავისი სტრუქტურით ზუმფარის ქაღალდს ჰგავს. მისი გამოყენება კანის გაღიზიანებას და დაზიანებას იწვევს. ბავშვის კანისთვის აბსოლუტურად უკუჩვენებულია.

თითოეულ ჩვენგანს აქვს რთული ცხოვრებისეული სიტუაციები, მაგრამ საკუთარი თავის პატივისცემა არასდროს უნდა დაკარგოთ.