გამოყენებულ ჩაის პაკეტებს ვაგროვებ, რომ უნიტაზი იდეალურად გავწმინდო

3975

სახლში წესრიგი უნიტაზის სისუფთავით იწყება. ყველა დიასახლისმა იცის, როგორი მომაბეზრებელია კირის ნადები და ჟანგი. უნიტაზის საწმენდად ბევრი მეთოდი არსებობს. ზოგი ნატურალურ პროდუქტებს (მაგალითად, ძმარი) ირჩევს და ჭუჭყს შესანიშნავად აშორებს. სხვები მხოლოდ ხარისხიან საყოფაცხოვრებო ქიმიას ენდობიან. არის შემთხვევები, როცა საქმეში ერთვება ყველა საშუალება და მეთოდი, თუნდაც დიდი ჩაის პაკეტი.

Paparazzi გიამბობთ, რა შუაშია ჩაი. გიზიარებთ ეკოლოგიური საშუალებების რეიტინგს, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ყველა დიასახლისის ოცნებაა, რომ სახლი სისუფთავით ანათებდეს. არ დაგავიწყდეთ მიკრობების შესახებ, რომელსაც ძნელად მისადგომ ადგილებში დასახლება უყვართ.

  • დიდი ჩაის პაკეტი – უცნაური, მაგრამ ეფექტური მეთოდია. მთელ მსოფლიოში მილიონობით დიასახლისი ამ მეთოდის ეფექტურობაში პირადად დარწმუნდა. უნიტაზის საწმენდად მხოლოდ შავი ჩაის პაკეტი გჭირდებათ. სამი პაკეტი უნიტაზში ჩააგდეთ და დაელოდეთ. 30 წუთი ან 1 საათი საკმარისია. შემდეგ პაკეტები უნიტაზიდან ამოიღეთ. არ ჩარეცხოთ, რადგან კანალიზაციის მილების გაწმენდაც მოგიწევთ. უნიტაზი ჯაგრისით გაწმინდეთ და წყალი გადაავლეთ. ჩაი უნიტაზის გვერდებს ნალექს, კირის ნადებს და ჟანგს აშორებს.
  • საკვები სოდა – კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი უნიტაზის ნადებთან საბრძოლველად. სოდა უნივერსალური მეთოდია ნებისმიერი ნივთის გასაწმენდად. თან უსაფრთხო და ეკოლოგიურია. სოდა და ლიმონმჟავა თანაბარი პროპორციებით აურიეთ და ცოტა წყალი დაუმატეთ. თხელი ფაფა უნდა მიიღოთ. უნიტაზში ჩაასხით. ნარევი აქაფდება და ბუშტებით გაივსება. 40 წუთის შემდეგ ჯაგრისით გახეხეთ და წყლით ჩარეცხეთ. ნადები უკვალოდ გაქრება. ამ მეთოდით ბაქტერიების უმეტესობას მოიშორებთ. უნივერსალური მათეთრებელი საშუალებაა.
  • ძმარი – უნიტაზის გაწმენდის მეთოდი, რომელიც თავიდან შოკში ჩაგაგდებთ. ვინ იფიქრებდა, რომ უნიტაზის გაწმენდაში 9%–იანი ძმარი დაგეხმარებოდათ. ვაშლის ძმარიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ნადებს და ყველა სახის ჭუჭყს უმკლავდება. ანტიბაქტერიული საშუალების როლს ასრულებს. ნახევარი ჭიქა ძმარი და 1 ლიმონის წვენი აურიეთ. სითხე უნიტაზში შიგნიდან მოასხით. 30 წუთის შემდეგ ჯაგრისით გახეხეთ. სუფთა წყლით ჩამორეცხეთ. უნიტაზის იდეალური სისუფთავით დატკბით.
  • ძლიერი საშუალება – ჩვენს რეიტინგში ბოლო საშუალება, რომელიც ლაქებს და ჟანგს მარტივად აშორებს. ესაა სარეცხი ფხვნილი და კბილის პასტა. ყველამ ვიცით, როგორ უმკლავდება სხვადასხვა სახის ჭუჭყს და ათეთრებს. იგივე ეფექტი აქვს უნიტაზზე. საზომი ჭიქა სარეცხი ფხვნილი და კბილის პასტა აურიეთ, ცოტა წყალი დაუმატეთ. ნარევით უნიტაზი გაწმინდეთ. შედეგი არ დააყოვნებს. ბონუსად სასიამოვნო სუნს მიიღებთ. ტუალეტში უსიამოვნო სუნს დიდი ხნით დაივიწყებთ.

ბუნებრივია, ყველა დიასახლისი უნიტაზის საწმენდად მისთვის მოსახერხებელ და მისაღებ მეთოდს ირჩევს. სუფთა უნიტაზი არა მხოლოდ ესთეტიკურად სასიამოვნოა, არამედ უსაფრთხო.