რთულ პერიოდში თაღლითების, მძარცველების და ქურდების რიცხვი ყოველთვის იზრდება. ისინი ახალ და ახალ მეთოდებს იგონებენ, რომ სხვის ქონებას დაეუფლონ. სახლში უსაფრთხოების წესების დაცვა თაღლითებისგან დაგიცავთ. Paparazzi გთავაზობთ უსაფრთხოების მეთოდებს, როგორ არ გახდეთ მძარცველების მსხვერპლი. ამ მარტივი წესების უგულებელყოფა არ შეიძლება. ასე თქვენს ქონებას და სიცოცხლეს დაიცავთ.
სახლში უსაფრთხოების წესები – დღესდღეობით ქურდები ინსტრუმენტად უბრალო ჩანგალს იყენებენ. თუ კართან ასეთი ჩანგალი დაინახეთ, მაშინვე პოლიცია გამოიძახეთ. ეს ნიშნავს, რომ ბინაში დაუპატიჟებელი სტუმრები უკვე იყვნენ. თაღლითები ჩანგალს შემოსასვლელი კარის მარტივად გასაღებად იყენებენ. ჩანგლის ორ ცენტრალურ კბილს ხერხავენ, ორ კბილს გვერდებზე უცვლელად ტოვებენ. შემდეგ ჩანგალს დებენ კარსა და კარის წირთხლს შორის იქ, სადაც საკეტი მდებარეობს. ჩანგლის ორი უკიდურესი კბილი საკეტის მექანიზმს ეხება. შემდეგ ჩანგალს ქანჩის გასაღებივით ატრიალებენ და კარი იღება. თაღლითები ახალი გამოგონებით ძალიან ამაყობენ, ამიტომ თქვენს ან მეზობლის კართან ჩანგლის გამოჩენა არ უგულებელყოთ.
თუ ბინას დიდი ხნით ტოვებთ, უსაფრთხოების წესებს გაეცანით. ძალიან ხშირად სამსახურში წასვლამდე ფანჯრებს ვამოწმებთ და ვხურავთ. ფარდებს ვშლით და შუქს ვთიშავთ. უსაფრთხოების თვალსაზრისით სწორი ზომებია. იქნებ გაწვიმდეს ან ქარი ამოვარდეს, ასე ფანჯარა მთელი დარჩება. მზის სინათლე რომელიმე ზედაპირს არ გაახურებს და ხანძარი არ გაჩნდება. დენის ჩართვისას მოკლე ჩართვა შეიძლება მოხდეს. მძარცველისთვის დახურული ფანჯარა სატყუარაა. თუ ხედავს, რომ ბინაში დიდხანს ბნელა და ყოველთვის დახურულია, ხვდება, რომ სახლი ცარიელია. აკვირდებიან, რომ განსაზღვრონ, როდის ტოვებს ბინას მფლობელი.
უსაფრთხოების წესები – თუ სამსახურიდან გვიან ბრუნდებით, როცა უკვე ქუჩაში ბნელა, სახლის წინ სენსორული განათება დააყენეთ. ასე თქვენი სიკეთით სარგებლობის მსურველებს დააშინებთ. მაშინაც კი, თუ ფანჯრებს ხურავთ, პატარა სანათი ბატარეაზე შეიძინეთ და ჩართული დატოვეთ. ასე ფანჯარა სინათლეს აირეკლავს. მეთოდი ელექტროენერგიის კუთხით უსაფრთხოა. ბატარეა ცოტა ენერგიას მოიხმარს და ქსელის ელექტროენერგიით არ იკვებება.
კიდევ ერთი აუცილებელი ხრიკი თაღლითებისგან დასაცავად. როცა სახლში ხართ, შემოსასვლელი კარი გასაღებით აუცილებლად გადაკეტეთ. თუნდაც ფიქრობდეთ, რომ ნებისმიერ გაფაჩუნებას გაიგონებთ და ახლოს ხართ. მძარცველი ძალიან სწრაფად და ჩუმად მოქმედებს. „კალმის“ მეთოდს იყენებს. სართულებსა და დერეფნებში ძალიან ფრთხილად დადის და კარის სახელურს მსუბუქად აჭერს. თუ კარი გაიღო, ბინაში შედის. საუკეთესო შემთხვევაში, წაიღებს იმას, რასაც შემოსასვლელ კართან დაინახავს. მაგალითად, ჩანთას ან საგარეო ტანსაცმელს. შეიძლება უფრო შორს წავიდეს და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
უსაფრთხოების მარტივი მეთოდებით თქვენს ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ძვირფას ნივთებს დაიცავთ. არ დაგავიწყდეთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ.