თამარ გლობას მნიშვნელოვანი გაფრთხილება 2023 წლის მარტისთვის. თებერვალში ყველაფერი ახდა, რაც თქვა

3562

თამარ გლობას მარტის ჰოროსკოპი ამ ღრუბლიან დღეებში სუფთა ჰაერის ჩაყლაპვას ჰგავს. გაზაფხულზე ცხოვრების ნულიდან დაწყება გვსურს. Paparazzi გიამბობთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეძლებს ამის გაკეთებას.

მარტის ჰოროსკოპი – ბევრს სჯერა, რომ ამ გაზაფხულზე ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება. 2022 წელი ნამდვილად რთული წელი იყო. უნდა ველოდოთ 2023 წელს სიტუაციის გამარტივებას? თამარ გლობა თვლის, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე უკვე ჩანს. უბრალოდ ზოგიერთ ნიშანს სხვებზე მეტად გაუმართლებს.

ვერძს მარტის დასაწყისში რიგი უსიამოვნებები ელოდება, მაგრამ სწრაფად გაუმკლავდება. ინტელექტუალური განვითარებისთვის ბევრი დრო და შესაძლებლობა გამოჩნდება. ასე ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებთ. ამ თვეში ბევრ ახალ და მნიშვნელოვან ნაცნობს შეიძენთ.

გაზაფხულის პირველ თვეს კუროს რიგი ცვლილებები ელოდება. არჩევანის გაკეთება მოუწევს, რაზეც მისი ცხოვრების განვითარება იქნება დამოკიდებული. მოსალოდნელია მოგზაურობა და საცხოვრებლის შეცვლა. დროა მკაფიო სამოქმედო გეგმა დაისახოთ და დაიცვათ. მარტი ოჯახური ურთიერთობების დასალაგებად შესანიშნავი დროა. ოჯახში მატებას ელოდეთ.

ტყუპები მარტში ჯანმრთელობაზე უნდა ფოკუსირდეს. პრობლემები მოსალოდნელია, მაგრამ მათთან გამკლავებას შეძლებთ, თუ სხეულის სიგნალებს უყურადღებოდ არ დატოვებთ. მარტში სამსახურში დიდი ცვლილებები მოხდება. დაწინაურება ან ახალი სამსახური გელოდებათ. გუნდური მუშაობით წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევთ.

კირჩხიბი სერიოზულ ფინანსურ ინვესტიციებზე დაფიქრდება. მაგალითად, უძრავი ქონების შეძენაზე. წარმატება გელოდებათ, მაგრამ სახლიდან შორს. ეს შეიძლება იყოს მივლინება, საზღვარგარეთ ახალი ნაცნობობა ან შორეულ ქვეყანაში გადასვლა. დროა მოგზაურობასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმის განხორციელება დაიწყოთ.

ლომი ცხოვრების გადაფასებას დაიწყებს. ადრე თქვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს სხვა თვალით შეხედავთ. ამ მიზეზით თქვენი გარემოც შეიძლება შეიცვალოს. უსარგებლო ხალხი წავა, მათ ადგილს თქვენთვის ნამდვილად ძვირფასი ადამიანები დაიკავებს. ამ ფონზე თქვენი ოჯახური მდგომარეობაც შეიცვლება.

მარტში ახლობლებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. გაზაფხულის პირველი თვე სამსახურში ცვლილებებს გპირდებათ. ახალ თანამდებობას მიიღებთ ან ხელფასი გაიზრდება. სახლიდან შორს წარმატებას ელოდეთ. საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობაზე უარი არ თქვათ.

სასწორი ამ თვეში სამსახურზე უნდა კონცენტრირდეს. საიმედო გუნდთან ერთად იმუშავეთ, რომ შედეგმა არ დააყოვნოს. ახლობლებს დიდი ყურადღება დაუთმეთ. დიდი ალბათობით, მარტში თქვენი მხარდაჭერა და დახმარება დასჭირდებათ.

მორიელის ცხოვრებაში ფულის გამომუშავების ახალი გზა გამოჩნდება. შესაძლოა საზღვარგარეთ წასვლა მოგიწიოთ, რომ თქვენი კაპიტალი გააფართოვოთ. ამის არ შეგეშინდეთ, რადგან ბევრ ახალ სასარგებლო ნაცნობს შეიძენთ. გეგმაზე და სურვილებზე კონცენტრირდით. სხვებს საკუთარი თავი არ შესწიროთ.

მშვილდოსანს სიყვარულის თვე ელოდება. მომავალ მეგზურს შეხვდებით ან დაქორწინდებით მასზე, ვინც გიყვართ. ეს დრო შემოქმედებით საქმეს დაუთმეთ. თქვენი პოტენციალი უშრეტია. სახლს და ყოფით საკითხებს მეტი დრო დაუთმეთ. იქნებ, დიდი ხანია ფიქრობთ რემონტზე?

თხის რქამ სამსახურთან, სახლთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მარტში უნდა მოაგვაროს. თქვენს გეგმას გადახედეთ. ამაზეა დამოკიდებული, როგორ აეწყობა მომავალი 3 წელი. დიდი ალბათობით, ამ თვეში თქვენი გარემოცვა შეიცვლება. გარდა ამისა, მარტის ბოლოს ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება.

მერწყულს მარტში ბევრი სასიამოვნო ცვლილება ელის. მნიშვნელოვანია, რომ მთავარზე კონცენტრირდეთ. ერთდროულად ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. საკუთარ მიზანზე კონცენტრირდით, რომელიც აქ და ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია. ასტროლოგი გირჩევთ, რომ ნათესავებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ. ეს თქვენს მომავალზე დადებითად აისახება.

თევზის ცხოვრებაში ღირებულებების გადაფასების პერიოდი იწყება. ის, რაც ადრე მნიშვნელოვანი ჩანდა, ახლა აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ამ ფონზე თქვენი ცხოვრებიდან ზოგიერთი მეგობარი და ნაცნობი შეიძლება წავიდეს. ასე სასურველ შვებას იგრძნობთ და წინსვლას შეძლებთ.

ვიმედოვნებთ, რომ თამარ გლობას მარტის ასტროლოგიურმა პროგნოზმა გაგახარათ. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მომავალი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს