ფერმერების რჩეული კიტრის ჯიშები, რომელიც 2023 წელს უნდა დათესოთ

274

არაფერი შეედრება კიტრს, რომელიც საკუთარ ბოსტანში თავად დათესეთ, გაზარდეთ და მოიყვანეთ. თუ კიტრის მდიდარი მოსავლის აღება გსურთ, არა მხოლოდ მოვლის პირობები უნდა იცოდეთ, არამედ თესლი სწორად უნდა შეარჩიოთ. Paparazzi გიზიარებთ გამოცდილი ფერმერების რჩეულ კიტრის ჯიშებს.

მოსავლიანი ჯიშები – ზოგიერთი კიტრის ჯიში უფრო მეტ მოსავალს იძლევა, ზოგი სწრაფად იზრდება, ზოგიც სიცივის მიმართ უფრო ამტანია. სწორედ ამიტომ, თქვენთვის შესაფერისი კიტრი უნდა შეარჩიოთ. თუ უხვი მოსავლის აღება გსურთ, შეარჩიეთ „კურაჟი F1“. სათანადო მოვლა არ სჭირდება, რომ კარგი მოსავალი მოგცეთ. 1 კვადრატულ მეტრზე 30 კგ კიტრის აღებას შეძლებთ. დაავადებების მიმართ გამძლეა. ასევე გამოგადგებათ „ამური 1“. მასაც კარგი მოსავლის მოცემა შეუძლია. თუ სწორად იზრუნებთ, 1 კვადრატულ მეტრზე 50 კგ კიტრს აიღებთ. დამატებით, ადრე მწიფდება.

ადრე მწიფებადი ჯიშები – „ზოზულია“ შესანიშნავი ჯიშია, თუ მოსავლის სწრაფად აღება გსურთ. 48 დღეში მოსავალს იძლევა. სწორი პირობების შემთხვევაში კიტრის სიგრძე 23 სმ–ს აღწევს. ახალი ჯიში „მაშა F1“–ითაც კარგ შედეგს იძლევა. „აპრილის F1“–იც კარგია. ძლიერი იმუნიტეტით გამოირჩევა, სათბურში ან ღია გრუნტში შეგიძლიათ დარგოთ. პატარა ბუჩქია, ნაყოფი 200 გრამამდე შეიძლება იყოს. სიცივეს კარგად იტანს.

გემრიელი ჯიშები – „გერმან F1“, კიტრის ჰიბრიდი, რომელსაც საოცარი გემო აქვს. ნებისმიერი ფორმით გემრიელია. ერთ კვადრატულ მეტრზე 25 კგ–მდე კიტრს აიღებთ. ასევე კარგია „პრესტიჟი F1“, დასამწნილებლად გამოგადგებათ.

კიტრის დათესვის ადგილსაც მნიშვნელობა აქვს. სათბურისთვის კარგია „გერმანი“. ადრე მწიფდება და გემრიელია. ასევე გამოგადგებათ „დინამიტი F1“, „ზიატეკი F1“, „ორლიკი F1“. ღია გრუნტისთვის კარგია „უნივერსალური“ და „ალთაური“. კარგ მოსავალს იძლევა. სიცივის მიმართ ამტანია.

კიტრის მრავალფეროვან ჯიშებს შორის თქვენთვის შესაფერისს აუცილებლად იპოვით. იმის მიუხედავად, რომ თითოეულ მებოსტნეს თავისი რჩეული კიტრის ჯიში უკვე აქვს, ახლის გამოცდას და მრავალფეროვნების შემატებას გირჩევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს