ასეთს აღარავინ ატარებს ან 2023 წლის გაზაფხულის მთავარი ანტიტრენდები

0
244

უკვე გაზაფხულია. დროა გარდერობს გადახედოთ. მოდა ხომ იცვლება. უკვე მოდური არაა ის, რაც გასულ სეზონზე პიკზე იყო. დეტალური რევიზია გჭირდებათ. გაიგეთ, რა არის ტრენდული 2023 წლის გაზაფხულზე. ერთად გადავხედოთ. Paparazzi გიამბობთ, რა არ უნდა ატაროთ ამ გაზაფხულს და რით ჩაანაცვლოთ.

2023 წლის გაზაფხულის ტრენდები – სამყარო და მასთან ერთად მოდის ტენდენციები ძალიან დაჩქარდა. ზედმეტად სწრაფი გახდა. ახალი ტენდენციები ჯერ კიდევ გუშინდელ მოდას ავიწროებს. მოდური ნივთების გაგება არასტაბილურია. სტილისტები გირჩევენ, რომ საბაზისო გარდერობი ააწყოთ და შემდეგ ტრენდული ნივთებით გააზავოთ. გავარკვევთ, რომელი ნივთები გახდა ძველმოდური. ზოგიერთი მათგანი ცოტა ხნის წინ პოპულარული იყო, მაგრამ ახლა აქტუალური არაა.

  • ბოტასი მასიურ ძირზე – რამდენიმე წლის წინ მასიური და მაღალი ბოტასები მოდის მიმდევრების ფავორიტი იყო. ყველაზე ცხელი ტრენდი. ასეთი ბოტასი ბევრს დღემდე აქვს, თუმცა ამ სეზონზე პოპულარობა დაკარგა. მის ნაცვლად მოდაშია მინიმალისტური მოდელი, მასიური ძირის გარეშე. მის შორს დამალვას არ გირჩევთ. მოდას დაბრუნება ახასიათებს.
  • წელის ჩანთა – ჯერ კიდევ 1 წლის წინ ყველას სხვადასხვა ფერის და ზომის წელის ჩანთა ეჭირა. არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მოსახერხებელი ტრენდი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში გაქრობა დაიწყო. სტილისტები გარწმუნებთ, რომ წელის ჩანთა რაღაც უფრო მოდურით ჩაანაცვლოთ.
  • ქუსლზე ამოჭრილი ლეგინსი – ბოლო დროს ასეთ ლეგინსზე დიდი მოთხოვნა იყო. ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდით, რომ უცნაური ტრენდი იყო. და აი, მასზე ინტერესი გაქრა. შეიძლება უკეთესიც არის. ასეთი ლეგინსები უცნაურად გამოიყურებოდა. ამ სეზონზე უბრალო ლეგინსი საბაზისო ფერში შეარჩიეთ.
  • ტანზე მომდგარი ჯინსის ქურთუკი – ჯინსის ნივთი ყოველთვის პოპულარულია, მაგრამ ამ სეზონზე ტანზე მომდგარი ქურთუკი ძველმოდურების სიაში მოხვდა. არ გარისკოთ და მასზე უარი თქვით. მის ნაცვლად ოვერსაიზის ქურთუკი შეიძინეთ, რომელიც თქვენს ფორმებს ხაზს უფრო გაუსვამს და მოდურობას შემატებს.

როგორც ხედავთ, ამ სეზონზე ანტიტრენდები თავის ადგილს იმსახურებს. რა თქმა უნდა, ბოტასი მასიურ ძირზე მოგვენატრება, მაგრამ ლეგინსის გამო არავინ იდარდებს. ვიმედოვნებთ, ახლა გაზაფხულის გარდერობის შერჩევა გაგიმარტივდებათ.