ბოროტება დაუბრუნდება მტერს. ქინძისთავი მდუღარე წყალში ჩააგდეთ და დააკვირდით

11802

ძველთაგან ქინძისთავი ტანსაცმლის გადასბმელად გამოიყენება. მოგრძო ინგლისური ქინძისთავი, რომელსაც ყოველდღიურად ხშირად ვიყენებთ, თმის ჩხირი იყო. ის გამოიგონეს შუმერებმა, რომლებიც ჩვ.წ.–მდე IV–III საუკუნეებში ცხოვრობდნენ. როგორც ცნობილია, შუმერები დიდად განვითარებული და განათლებული ცივილიზაცია იყო. ვერ ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ თმის ჩხირს ისინი თავდასაცავად და სულიერი უსაფრთხოებისთვის იყენებდნენ. ზუსტად უცნობია, მაგრამ ისტორიის რაღაც მომენტში ქინძისთავს არა მხოლოდ ქსოვილის გადასაბმელად იყენებდნენ. ის ავი ფიქრებისა და ხედვისგან დასაცავად ძლიერი ამულეტი გახდა. დღეს ქინძისთავი გათვალვის წინააღმდეგ ბევრ ცრურწმენასა და ტრადიციაში გვხვდება.

ტანსაცმელს შიგნიდან აბამენ. ზრდასრული ადამიანები ამ ნივთს არაკეთილმოსურნე ხალხისგან დასაცავად იყენებენ. Paparazzi გთავაზობთ უნიკალურ და ეფექტურ მეთოდს ავ ზრახვებთან საბრძოლველად.  ერთი პატარა ნივთით თავის დაცვას შეძლებთ. შედეგი დიდხანს გაგახარებთ. მარტივი რიტუალი შეგიძლიათ შეასრულოთ, თუ ფიქრობთ, რომ ცუდი ზრახვების და სხვა ხალხის ავი თვალის მსხვერპლი გახდით.

ქინძისთავი გათვალვის წინააღმდეგ – ყველაფერი, რაც გჭირდებათ, რიტუალის ყურადღებით შესრულებაა. სასურველია, მარტო იყოთ. საღამოს, დაძინებამდე 1 საათით ადრე, ახალი ქინძისთავი აიღეთ. ზომას მნიშვნელობა არ აქვს, დიდი ან პატარა შეიძლება იყოს. წყალი აადუღეთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ქინძისთავი გახსენით და მდუღარე წყალში ჩააგდეთ. ჩურჩულით თქვით: „როგორც ცხელი წყალი გაცივდება, ასე მტრის ბოროტება მომშორდება. ამინ“. ჭიქა მდუღარე წყალი ფანჯრის რაფაზე დადეთ და დილამდე დატოვეთ. რიტუალი შეასრულეთ, დაწექით და სხვა არაფერზე იფიქროთ. დილით გაღვიძებისას 1 ჭიქა აიღეთ. ქინძისთავი ამოიღეთ, ხოლო წყალი მიწაში ჩაასხით.

ნიჟარაში ან კანალიზაციაში არავითარ შემთხვევაში ჩაასხათ, ყვავილები არ მორწყათ. ამ წყალმა თქვენი სახლი უნდა დატოვოს და მიწაში ჩავიდეს. როცა წყალს გადაღვრით, შელოცვის სიტყვები გაიმეორეთ: „როგორც ცხელი წყალი გაცივდება, ასე მტრის ბოროტება მომშორდება. ამინ“. რიტუალის შემდეგ ქინძისთავი თქვენი ამულეტი გახდება. ყოველთვის თან ატარეთ. ტანსაცმელზე მიაბით ან ჩანთაში ჩაიდეთ. არავის მისცეთ და გადასცეთ. ის ავი თვალისგან ერთგულად დაგიცავთ.

რიტუალის ძალა – რიტუალის ძალა 1 წელი იმოქმედებს. 1 წლის შემდეგ, თუ რიტუალის განმეორების აუცილებლობას გრძნობთ, ძველი ქინძისთავი გადააგდეთ. ახალი ქინძისთავი აიღეთ და რიტუალი თავიდან ბოლომდე გაიმეორეთ.

ნებისმიერ დროში ადამიანი სხვადასხვა უსიამოვნებისგან თავის დაცვას ცდილობდა. ხშირად ეს უსიამოვნება ვიღაცის შურს ან ბოროტ სიტყვას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ყველა ცდილობს მენტალური დაცვა იქონიოს. გისურვებთ, ცუდ სიტუაციებთან შეჯახება არასდროს მოგიწიოთ. თუ ასე მოხდა, იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს