მდიდარმა საქმრომ გადაწყვიტა, რომ მისი რჩეულის გრძნობები შეემოწმებინა. რით დასრულდა ეს ისტორია

3610

ინსტიტუტში ერთი ჯგუფელი მყავდა, რომელიც ძალიან შეძლებული ოჯახიდან იყო. მას მაქსიმე ერქვა. ის ინსტიტუტში ძვირადღირებული მანქანით დადიოდა. გარდა ამისა, იმ დროს, როდესაც ჩვენ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით, მას უკვე საკუთარი სამოთახიანი ბინა ჰქონდა და არა სადმე გარეუბანში, არამედ ქალაქის ცენტრში. მდიდარი მშობლები თავიანთ შვილს, როგორც შეეძლოთ ისე ანებივრებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმე ძალიან მდიდარი იყო, ის შესანიშნავი ბიჭი იყო: მოკრძალებული, შრომისმოყვარე და ყოველთვის მზად იყო ამხანაგების დასახმარებლად. ჩვენ მისგან ხშირად ვსესხულობდით ფულს, როდესაც მომდევნო სტიპენდიამდე თანხა არ გვყოფნიდა და ის უარს არასოდეს გვეუბნებოდა. მაქსიმე თავს არასოდეს იფასებდა და ამასთანავე შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ინსტიტუტში მან გაიცნო გოგონა, რომელსაც ანა ერქვა. ანა უბრალო ოჯახიდან იყო. ბევრი, შურის გამო არ რაიმე სხვა მიზნით, ცდილობდა დაერწმუნებინა ბიჭი, რომ ანას მისგან მხოლოდ ფული სჭირდებოდა და იმ დღეს, როდესაც მას ფული აღარ ექნებოდა, მათი სიყვარული დამთავრდებოდა.

ეს ჭორები მის გრძნობებზე ვერანაირად ვერ იმოქმედებდა, რადგან მას ანა გულწრფელად უყვარდა და იმედოვნებდა, რომ ისიც იმავეს გრძნობდა მის მიმართ. თუმცა, ანას მერკანტილურობის შესახებ ლაპარაკმა ისე შეაწუხა მაქსიმე, რომ მან ას ევროზე დადო ნიძლავი, რომ მათი გრძნობები ნამდვილი იყო და ანას იგი გულწრფელად უყვარდა.

იმ დღეს მაქსიმე შეყვარებულთან მივიდა და წინასწარ ჯგუფელს დაურეკა, რომელთანაც დანიძლავდა და ტელეფონი ხმამაღლა მოლაპარაკეზე ჩართო. მან თავის საცოლეს სევდიანად შეატყობინა:

-ანა, ძვირფასო, პრობლემები მაქვს. მამაჩემმა მანქანა და ბინა ჩამომართვა და ჯიბის ფულის გარეშე დამტოვა. მან მითხრა, რომ ცხოვრება უნდა ვისწავლო და ფული დამოუკიდებლად უნდა გამოვიმუშავო. ახლა საერთო საცხოვრებელში ცხოვრება და რაიმე სამსახურის პოვნა მომიწევს, რათა შიმშილით არ მოვკვდე. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდ ვიცხოვრო?

ყველასთვის მოულოდნელად გოგონამ გახარებულმა წარმოთქვა:

-მერე… რატომ მოიწყინე?! არ ხუმრობ? რა კარგია! ეს შესანიშნავი ამბავია! მამაშენის საქციელით აღფრთოვანებული ვარ, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო მას. გარდა ამისა, შენს ძვირადღირებულ მანქანაში ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი თავს და ახლა აღარ მომიწევს ისეთი კაბების ყიდვა, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს. ეს ნამდვილი საჩუქარია, რადგან შენ ახლა ჩვეულებრივ ბიჭად იქეცი და აღარავინ მეტყვის, რომ ფულის გამო მიყვარხარ!

რა თქმა უნდა, ჯგუფელმა მაქსიმეს წაგებული თანხა მისცა, თუმცა მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს