“ბებო! საყვარელო! შენ ოღონდ იცოცხლე, კარგი?” – პატარა შვილიშვილის განცდები

688

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – გიორგის ისტორიას გიამბობთ.

გაზაფხულის ერთ თბილ დღეს ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. იქვე ერთმა გამხდარმა და მოუწესრიგებლად ჩაცმულმა ბიჭმა გაიარა, რომელსაც ბავშვების მხიარული შეძახილები მოესმა და მათთან ერთად თამაში მოუნდა. ბიჭს გიორგი ერქვა, ის დიდხანს იდგა მოშორებით და ახლოს მისვლა ერიდებოდა. უცებ მას ერთმა ბიჭმა დაუძახა:

-რას დგახარ? გაიარე! შენ ასეთი მანქანა არასოდეს არ გექნება! ნურც კი უყურებ! – აბრაზებდა გიორგის მსუქანი ბიჭი და ცოტა ხნის წინ ნაყიდ მანქანას აჩვენებდა.

-შენ კი… მსუქანი ხარ და არც შენი მანქანაა ლამაზი! აი ასე! – ბრაზმორეულმა უყვირა გიორგიმ.

-შენ გშურს, – უპასუხა მსუქანმა ბიჭმა. – იმიტომ, რომ დედა ძალიან გემრიელ რამეებს მაჭმევს, კანფეტებს, ღვეზლებს. შენ კი ბებიაშენი ძვლების გარდა არაფერს გაძლევს, – თქვა მსუქანმა ბიჭმა და ხმამაღლა გაიცინა.

გიორგიმ უცაბედად მოზღვავებული ბრაზისგან მუშტები შეკრა, მაგრამ ერთი ნაბიჯიც ვერ გადადგა.

ბიჭს დედა არ ჰყავდა და ჩვილობის ასაკიდან ბებია ზრდიდა. ბებიას ძალიან მცირე პენსია ჰქონდა და გასაგებიცაა, რომ ფული თვიდან თვემდე ძლივს ჰყოფნიდათ. ბებია ძალიან მოხუცი იყო, თითქმის ვეღარ დადიოდა, ამიტომ გიორგის ყველაფრის გაკეთება თავისი ნაზი ხელებით უწევდა.

-ბებია რომ გარდაგეცვლება, შენ ბავშვთა სახლში წაგიყვანენ და იქ მიხვდები ყველაფერს, – არ მშვიდდებოდა მსუქანი ბიჭი და გიორგის გაბრაზებას ცდილობდა.

-შენ საიდან იცი? – გაოცდა გიორგი.

-დედამ მითხრა, – მშრალად წარმოთქვა მსუქანმა ბიჭმა, ჯიბიდან კანფეტი ამოიღო და გახსნა დაიწყო.

გიორგის აღარც იმ მსუქანი ბიჭის ხმა ესმოდა და არც სხვა ბავშვების ხმაური, ის ამ ამბით ძალიან გაოგნებული იყო. ხელი წებოვანი ლენტით შეკრულ მანქანას დაავლო, რომელიც ნაგვის ურნაში იპოვა და სახლისკენ გაიქცა ატირებული. გზაში იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ იცხოვრებდა სულ მარტო, საყვარელი ბებიის გარეშე.

-ბებო! საყვარელო! შენ ოღონდ იცოცხლე, კარგი? – იყვირა ბიჭმა, როგორც კი სახლში შევარდა და თან ამ დროს ცრემლებს იწმენდდა.

მოხუცი ნელა წამოდგა საწოლიდან და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა:

-შვილიშვილო, რას მეუბნები? აბა, რას ვიზამ? – ხმამაღლა დაახველა და ეს სიტყვები წარმოთქვა.

-ვანომ მითხრა დღეს, მან კი დედამისისგან მოისმინა.

-გიორგი, მას აღარ მოუსმინო, ის კარგი ბიჭი არ არის. – ძლივს წარმოთქვა ქალმა და ისევ საწოლზე წამოწვა.

გიორგის, რა თქმა უნდა, მშვენივრად ესმოდა, რომ ბებო ძალიან ცუდად იყო. ბევრს ახველებდა და თითქმის არ დგებოდა. მათ წამლის ფული არ ჰქონდათ. გარდა ამისა, ახლომდებარე მაღაზიაში ვალიც ჰქონდათ. გიორგიმ ძველ სარკეში ჩაიხედა, რომელიც შემოსასვლელში იდგა და ხმამაღლა წარმოთქვა:

-მე ამას აუცილებლად შევძლებ!

დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ის აფთიაქში იდგა.

-დეიდა, ძალიან გთხოვთ, იატაკს მოგირეცხავთ. ბებიაჩემი ძალიან ცუდად არის, მას წამალი სასწრაფოდ სჭირდება. წამლის გარეშე ის გარდაიცვლება, მე კი ბავშვთა სახლში წამიყვანენ, – ითხოვდა გიორგი და ძლივს იკავებდა ცრემლებს.

-ოჰ, შენ მათხოვარო! დიდი ხანია იქ უნდა ყოფილიყავი! აბა წადი აქედან, ჩქარა! – იყვირა აფთიაქარმა და ბრაზით ხელი დაუქნია. – წადი, ვის ვუთხარი.

-ვინ მოგცათ უფლება, რომ ბავშვს ასე დაელაპარაკოთ? – ჩაერია დაახლოებით 20 წლის გოგონა, რომელიც ამ ყველაფერს აკვირდებოდა.

აფთიაქარი მაშინვე გაჩუმდა და სულელურად დაიწყო თავის მართლება.

-ბიჭუნა, ბებიაშენს რა დაემართა? – დაინტერესდა უცნობი.

-ძალიან ცუდად არის, ახველებს, – უპასუხა ბიჭმა.

-არ ინერვიულო, ახლავე ვუყიდით ყველაფერს, რაც მას სჭირდება, – უთხრა გოგონამ და აფთიაქარს გიორგისთვის გაუგებარი სიტყვები ჩამოუთვალა.

ამ შემთხვევის შემდეგ ის გოგონა ძალიან ხშირად აკითხავდა მათ და ცოტა ხანში ბებია გამოჯანმრთელდა.

ბებიის გარდაცვალების შემდეგ კი გოგონამ ვერ შეძლო ბიჭის მიტოვება, რომელსაც მთელი ერთად გატარებული დროის მანძილზე ძალიან მიეჩვია და ის იშვილა. ის უცნობი გოგონა მე ვიყავი. გიორგი ახლა 25 წლისაა. მან სამედიცინო დაამთავრა, ახლა ის მოხუცებს ეხმარება და ძალიან სათუთად ექცევა მათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს