დედამთილმა მითხრა, რომ სამედიცინო გამოკვლევა უნდა გამევლო. ერთი ხელის თხოვნის ისტორია

659

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საკუთარ ისტორიას ნანა გვიამბობს.

საღამო იყო. ჩვენ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ჩვენს მშობლებს ერთმანეთი გაეცნოთ. მაგიდასთან ჩემი მშობლებიც ისხდნენ და ჩემი ქმრის მშობლებიც. თავდაპირველად, ყველაფერი ძალიან კარგად იყო, ყველა თავაზიანად იქცეოდა, მაგრამ ასეთი სიტუაცია მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა.

ყველაფერი ერთ წუთში შეიცვალა. ჩემმა დედამთილმა თქვა, რომ მე სამედიცინო გამოკვლევა უნდა გამევლო და მათთვის ჩემი სამედიცინო წიგნაკი უნდა მეჩვენებინა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ჩემი შეყვარებული ხმას არ იღებდა. მე სიტუაციის დაძაბვა არ მინდოდა და ვთქვი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ მქონდა და შემეძლო ამ პირობის შესრულება. დედაჩემი გაოგნებული იყო.

იყიდება

მაგრამ ჩემი სადედამთილო არ გაჩერებულა. მან თქვა, რომ ქორწილი იქამდე არ იქნებოდა, სანამ ჩემი წინაპრებისა და ნათესავების დაავადებების ისტორიას არ ნახავდა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. მამაჩემი ადგა და წავიდა. მე თავს უხერხულად ვიგრძნობდი ასე რომ მოვქცეულიყავი და ამიტომ დავრჩი.

ღამე, ჩემი დედამთილის დაჟინებული თხოვნით სხვადასხვა ოთახებში დავბინავდით. ჩემმა დედამთილმა განაცხადა, რომ დილით ნოტარიუსთან უნდა მივსულიყავით და საქორწინო ხელშეკრულებაზე უნდა მოგვეწერა ხელი. ჩემი მომავალი ქმარი ისევ დუმდა.

ამ დროს კი ვიფიქრე, რომ ამ ყველაფრის ატანა არ ღირდა. დილით ადრე ავდექი და გავიქეცი. ამის შემდეგ კი ტელეფონის ნომერი გამოვცვალე და ახალი ცხოვრება დავიწყე.