ძილის პოზას ადამიანზე ბევრის თქმა შეუძლია. ქვეცნობიერად სხეული მისთვის კომფორტულ პოზას ირჩევს. ამ მომენტში შინაგანი „მე“ ჩნდება და ხასიათი ერთ პოზაში აშკარავდება. მაგარი ძილი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კომფორტულად და მოდუნებულად წევხართ. Paparazzi გაგიმხელთ, როგორია ადამიანი, რომელიც დაძინებისას საბანში ეხვევა. ზოგიერთი ქალი უბრალოდ ვერ იძინებს, თუ საბანს ფეხებს შორის არ ჩაიდებს. ორსულების ბალიშების მწარმოებლები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათ გამოგონებას სიამოვნებით გამოიყენებდა მილიონობით ქალი, რომლებიც ფეხმძიმედ არ არიან. გიამბობთ, რას ამბობს ასეთი ძილის პოზა.
მაგარი ძილი – აღმოჩნდა, რომ თუ ქალი ძილის დროს საბანს ფეხებს შორის იდებს, ეს მის დომინირებაზე მიუთითებს. ასე აკეთებს თავდაჯერებული ქალი, რომელიც ყველაფრის გაკონტროლებას მიჩვეულია. გაბედულია და არასდროს ნებდება. გარშემომყოფები ასეთ ქალს ნამდვილ მებრძოლად მიიჩნევენ. ასეთი პოზა ადამიანის იდუმალებაზე მიგანიშნებთ. ემოციებს და ფიქრებს სხვებს არ უმხელს. ვერასდროს მიხვდებით, რას ელოდოთ მისგან. ასეთი ქალი კომპანიაში ყველას აკვირდება. საკუთარ გეგმებზე არ საუბრობს, არამედ მიზნისკენ ჩუმად მიიწევს. ხოლო მიზნები კონკრეტულ მოქმედებად ყოველთვის გარდაიქმნება.
რას ამბობს ადამიანის ძილის პოზა – ქალი, რომელსაც გვერდზე ძინავს და ფეხი საბანზე გადადებული აქვს, რეალისტია. მისი მოტყუება და შეცდომაში შეყვანა რთულია. ღრუბლებში არ დაფრინავს და ჰაეროვან კოშკებს არ აგებს. ზუსტად იცის, რა სურს და როგორ მიაღწიოს. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სხვებს რენტგენივით კითხულობს და ბოლომდე არავის ენდობა, მაგრამ ეს მისი მხოლოდ ერთი მხარეა.
მასში პატარა გოგონა იმალება, რომელსაც დაცვა და ჩახუტება სჭირდება. როგორც წესი, ასეთ პოზაში იძინებს მარტოხელა ქალი, რომელიც პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარებას მიჩვეულია. მხოლოდ ღამით მისი ნამდვილი ბუნება ვლინდება. დაცვა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. ინტუიციურად დამცავ პოზიციას იკავებს, რომ ვერავინ აწყენინოს. ასეთი დამცავი რეაქცია სხვებთან გულახდილობაში ხელს უშლის. მის გარემოცვაში ცოტამ თუ იცის, რა იმალება ამ ძალის და თავდაჯერებულობის მიღმა.
თუ ასეთი ქალი მონათესავე სულს იპოვის, ყვავილის კოკრივით გაიშლება. უპირობოდ მიენდობა და მთელ თავს მიუძღვნის. მას გულწრფელი სიყვარული და თავგანწირვა შეუძლია. სამწუხაროდ, მის ერთგულებას ყველა ვერ აფასებს. ამ მიზეზით დროთა განმავლობაში უფრო გულჩაკეტილი ხდება და ახლოს არავის უშვებს. თუმცა მასში ისევ ის გულუბრყვილო გოგონა ცხოვრობს.