1 კვირის წინ მეგობარს ფინჯან ყავაზე კაფეში შევხვდი. სხვადასხვა თემას შევეხეთ, გულითადად ვისაუბრეთ. გამიმხილა, რომ გამუდმებით ერთ ადამიანზე ფიქრობს, იტანჯება და არ იცის, როგორ მოიშოროს აკვიატებული ფიქრები. თან მასთან შეხვედრის საბაბი არ აქვს. გამახსენდა, რომ სადღაც წავიკითხე, როგორ მოვიშოროთ ადამიანზე ფიქრი. მეგობარს ცდა ვურჩიე. 3–4 დღე გავიდა და მეგობარმა მადლობა გადამიხადა. მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა. დასანანია, რომ ამის შესახებ ადრე არ იცოდა, თორემ ასე წვალება არ მოუწევდა. სულ რაღაც 10 წუთში მისი პრობლემა გაქრა. Paparazzi გიზიარებთ ეფექტურ მეთოდს, როგორ მოიშოროთ ადამიანზე ფიქრები, რომელსაც მხოლოდ გაღიზიანება და შფოთვა მოაქვს.
ადამიანზე მუდმივი ფიქრი, მასთან ფიქრებით დიალოგის გამართვა, საქმის და პრობლემების გამხელა ნიშნავს, რომ თქვენ შორის მენტალური კავშირია. ეს ადამიანიც თქვენზე ფიქრობს. შეიძლება თქვენ შორის განსახილველი თემა არსებობს, რომელზეც რეალურ ცხოვრებაში ვერ საუბრობთ. მსგავსი მდგომარეობა რამდენიმე თვე ან წელი შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა პრობლემა რამდენიმე საათში შეგიძლიათ მოაგვაროთ.
ამაღელვებელი ფიქრების მოშორება – თუ მეგობარზე ან ახლობელზე მუდმივად ფიქრობთ, გასწავლით, როგორ მოიქცეთ. მარტივი გამოსავალია ნახვა ან ლაპარაკი. საუბრისას თქვენ შორის მომწიფებულ პრობლემას თავად შეეხება. საუბარი დაგეხმარებათ გარკვევაში, რა გსურთ და ადამიანზე ფიქრები აღარ შეგაწუხებთ. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი განცდები ადამიანთან საუბრის შეუძლებლობით გამოწვეულია. მასზე მთელი დღე ვფიქრობთ, მაგრამ დარეკვას და საუბარს ვერ ვბედავთ.
თუ მტერზე ან კონკურენტზე ფიქრობთ, რეალური შეხვედრა ან საუბარი მთლად შესაბამისი არაა. ამ შემთხვევაში მენტალური კავშირის გასაწყვეტად ფეხზე დადექით. წარმოიდგინეთ, რომ მეტოქე თქვენს წინ დგას. მასთან საუბრის 3 ვარიანტი განიხილეთ. გაიხსენეთ, რა სისაძაგლე ჩაიდინა და რამდენიმე უსიამოვნება მოგაყენათ. ეს ფიქრები გადახაზეთ და თქვით: „ყველაფერ ცუდს წყალი ჩარეცხავს. ჩემი დაცვა გაიზრდება“. ბოლოს გრილი შხაპი მიიღეთ.
თუ გამუდმებით ახალ ნაცნობზე ან კოლეგაზე ფიქრობთ, შეიძლება ყველაზე ნაზი გრძნობა იბადება. მას დააკვირდით, გაესაუბრეთ. ასე ფიქრები თავისით დალაგდება. ამ ადამიანმა სასიამოვნო ემოციები და შთაბეჭდილებები შეიძლება გაჩუქოთ. სხეული ყველაფერს გრძნობს, უბრალოდ ვერ ამბობს. მენტალური კავშირი წლები გრძელდება და განშორება არ აშინებს. მოვლენებს ისე აწყობს, რომ ადრე თუ გვიან საჭირო ადამიანს საჭირო ადგილას შეხვდეთ.