ბიჭი გოგონასთან ერთად სეირნობდა, შემდეგ კი შენიშნა, რომ მათ ვიღაც უთვალთვალებდა

5868

პირველი პაემანი ყოველთვის დიდი ხნის ნანატრი და ამაღელვებელი მომენტია. ალექსანდრემ და მაშომ ერთმანეთი სამხატვრო სკოლაში გაიცნეს და მაშინვე მოეწონათ ერთმანეთი. ისინი მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც ერმანეთს იცნობენ, დღეს კი ახალგაზრდებს პირველი პაემანი აქვთ.

ალექსანდრე გოგონას სადარბაზოსთან ერთი საათით ადრე მოვიდა. ზამთრის ცივი საღამო იყო. მას თავზე კაპიუშონი წამოეფარებინა, ქურთუკის ქვეშ კი სათუთად ათბობდა მაშოსთვის ნაყიდ წითელ ვარდს. სანამ ბიჭი იცდიდა, მან შენიშნა, რომ ბუჩქებიდან მას ვიღაც უთვალთვალებდა. მას ძალიან ღარიბულად ეცვა და გარეგნულად უსახლკაროს ჰგავდა. მამაკაცი ბიჭს მიუახლოვდა და სიგარეტი სთხოვა, მაგრამ ალექსანდრემ უპასუხა, რომ არ ეწევა. უსახლკარომ რაღაც წაიბუტბუტა, შებრუნდა და წავიდა.

ცოტა ხანში მაშო გამოვიდა და შეყვარებულები კონოში წავიდნენ. კინოთეატრთან ალექსანდრემ ისევ ის უსახლკარო მამაკაცი შენიშნა. მას მოეჩვენა, რომ ის მათ უთვალთვალებდა.

სეანსის შემდეგ გოგო და ბიჭი უახლოეს კაფეში შევიდნენ. ისინი ფანჯარასთან მდებარე მაგიდას მიუსხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. უცებ ალექსანდრემ ფანჯარაში გაიხედა და ისევ ის მამაკაცი შენიშნა. ის გზის მეორე მხარეს იდგა და თითქოს ვიღაცას ელოდა. ბიჭმა იფიქრა, რომ მამაკაცი უბრალოდ მშიერი იყო. მან მაშო რამდენიმე წუთით მიატოვა, ბარში ბუტერბროდები და ჩაი იყიდა და უსახლკარო მამაკაცს გაუტანა. მამაკაცმა ბიჭს გაუღიმა, მადლობა გადაუხდა და საჭმელი გამოართვა.

უკვე გვიანი იყო, ამიტომ ალექსანდრემ კატო სახლამდე მიაცილა. გზად ისინი საუბრობდნენ, იცინოდნენ და ირგვლივ არავის ამჩნევდნენ. უცებ მოულოდნელად ახალგაზრდების ჯგუფი გამოჩნდა. ისინი მთვრალები იყვნენ და ეტყობოდათ, რომ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. ალექსანდრე მიხვდა, რომ ისინი უბრალოდ არ ჩაივლიდნენ. ის ხვდებოდა, რომ ჩხუბი მოუწევდა, თუმცა ძალები სრულიად უთანაბრო იყო. ახალგაზრდები მათ მიუახლოვდნენ და ალექსანდრეს დაცინვა დაუწყეს, ვიღაცამ მხარზეც უბიძგა. ამ დროს უკან საშინელი ყვირილი მოისმა. ალექსანდრე შებრუნდა და ნახა, რომ მათკენ ის უსახლკარო მამაკაცი მორბოდა, რომელსაც მან საჭმელი უყიდა. ახალგაზრდებს რატომღაც მისი შეეშინდათ და სწრაფად გაიფანტნენ.

გზა ძალიან მოლიპული იყო, ამიტომ უსახლკაროს, რომელიც მთელი მისი ძალებით მორბოდა, ფეხი გაუსრიალდა და წაიქცა. დაცემის ხმის მიხედვით, გასაგები იყო, რომ ეს დავარდნა, უბრალო დარტყმით არ დამთავრდა. მამაკაცმა ხელი მოიტეხა. ალექსანდრე და მაშო მამაკაცისკენ გაიქცნენ. სანამ ბიჭი სასწრაფოში რეკავდა, მაშო მამაკაცს აკვირდებოდა. უცებ მან თქვა:

-მამა? შენ ხარ? რაში დაგჭირდა მთელი ეს მასკარადი?

-ალექსანდრე გაოგნებული იყო მოვლენების ამ განვითარებით. უსახლკარომ გაიღიმა, ბიჭს შეხედა და თქვა:

-სხვაგვარად შენი თაყვანისმცემელი როგორ უნდა შემეფასებინა? დღევანდელი საღამოს გასეირნების წყალობით, მე გავიგე, რომ ის არის კეთილი, მამაცი, სიგარეტს არ ეწევა და შეუძლებელია ეს არ მიხაროდეს. ყოჩაღ, ალექსანდრე! შენ შეგიძლია, ხვალ სტუმრად გვეწვიო, მე ძალიან მომეწონე. ხელს კი არაუშავს, მომირჩება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს