ცოლ-ქმარმა ერთი ოჯახიდან 8 ბავშვი იშვილა. დოკუმენტების გაფორმებისას ერთი დეტალი ამოტივტივდა…

1573

ფლორიდელი თედ და ლორინ სმიტები – ერთ-ერთი ოჯახია იმ მრავალთაგან, რომელთათვისაც ბავშვებზე ზრუნვა არსებობის აზრად იქცა. ისინი 1985 წელს დაქორწინდნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ გაზარდეს 5 საკუთარი და 15 ნაშვილები ბავშვი. გარდა ამისა, ისინი ასამდე ობოლი ბავშვის აღზრდაშიც იღებდნენ მონაწილეობას.

ცოლ-ქმარი თვლიდა, რომ დრო იყო, აღზრდისთვის თავი მიენებებინათ, სანამ ფეისბუქზე სულგანმგმირავ წერილს არ წააწყდნენ. მასში ეწერა 8 მზრუნველობამოკლებული დედმამიშვილის შესახებ, რომლებსაც ერთმანეთთან განშორება არ სურდათ, ამიტომ მათი შვილად აყვანა არავის შეეძლო.

თედი და ლორინი დიდხანს ფიქრობდნენ, აეყვანათ თუ არა ბავშვები, რამდენადაც ესმოდათ 8 ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა. საქმეში მათი ვაჟი, ჯეიკობი ჩაერთო, თავის ცოლთამ – პეგისთან ერთად. წყვილს იმ მომენტისთვის შვილები არ ჰყავდათ.

მოხალისეებთან დკაავშირებისას, სმიტებმა გაიგეს, რომ 8 ბავშვის გარდა, ოჯახს მათი 5 თვის ძმაც ეძებდა. ჯეიკობმა და პეგიმ იგი სიხარულით იშვილეს, ასევე, წყვილი 4 წლის ბრიანას, 3 წლის ჯორჯისა და 2 წლის ჰევენლის მეურვეებიც გახდნენ.

თავის მხრივ, თედმა და ლორინმა იშვილეს 14 წლის დესაირი, 12 წლის ანჯელა, 11 წლის ჯეილინი, 9 წლის ევანი და 8 წლის ჯეიდენი. მიუხედავად სხვადასხვა ოჯახებისა, 9 დედმამიშვილი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებს, რამდენადაც თედისა და ჯეიკობის სახლები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

სმიტების ოჯახის კეთილშობილურ საქციელზე მედიასაშუალებები ალაპარაკდნენ და, კეთილი მოხალისეების დახმარებით, შეგროვდა 40 000-ზე მეტი დოლარი, ორი ტევადი ავტომანქანის შესაძენად. ერთ-ერთმა გოგონამ, მადლიერების ნიშნად, მინდობით მშობლებს თბილი წერილი მიუძღვნა.

-“მადლობა, რომ მიგვიღეთ. თქვენ ჩვენ განშორებას გადაგვარჩინეთ!” – წერს ჯეილინი, ბავშვების მეურვე უმცროსმა სმიტებმა კი იკითხეს: -“ვინ, თუ არა ჩვენ? ჩვენ გვაქვს სახლი, არ გვყავს შვილები. რატომ არ უნდა შეგვევსო ოჯახი ამ სახით?”

შესანიშნავია, როცა ვიგებთ, რომ სამყაროში არსებობენ ასეთი კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ყურადღება და სიყვარული აჩუქონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს