ჩემს ქმარს ეძინა, მე კი მისი ტელეფონი ავიღე…

5006

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ანა გვიამბობს.

სანამ ჩემი ქმარი ტკბილ სიზმრებს ნახულობდა, მე მისი ტელეფონის დათვალიერება გადავწყვიტე. პირველ რიგში ტელეფონის ნომრებით დავინტერესდი. სამი უცნაური ნომერი აღმოვაჩინე: “ნაზი შეხება”, “ნაზი ცრემლი” და “ჩემი ძილის მბრძანებელი”.

ძალიან გავბრაზდი და ამ ნომრებზე დარეკვა გადავწყვიტე. ძალიან მინდოდა გამეგო ვინ იმალებოდა ამ რომანტიკულ წარწერებს მიღმა.

ერთ ნომერზე დავრეკე და დედამისმა მიპასუხა.

“ნაზი ცრემლი” – მისი დის ნომერი იყო, მესამე ფსევდონიმი კი მე მეკუთვნოდა.

ერთდროულად მოვიწყინე და გამიხარდა კიდეც. როგორ გავიფიქრე ასეთი რამ ჩემს ქმარზე? სინდისის ქენჯნა დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. ბარათზე რაც კი თანხა მქონდა გამოვიტანე და ჩემს ქმარს გადავეცი საჩუქრის სახით.

როდესაც ეს ყველაფერი ჩემს დედამთილს ვუამბე, მან თავის შვილს ოქროს საათი უყიდა. მის დას კი ფული არ დაენანა ძალიან მაგარი მოტოციკლისთვის.

ჩემი მეუღლე ჩვენი საქციელით გაოგნებული იყო, ლოყაზე ცრემლიც კი ჩამოუგორდა.

გონს რომ მოვიდა, მთელი საჩუქრები მოაგროვა და ცოლად მოიყვანა ის, ვის ნომერზეც “სანტექნიკოსი ალეკო” ეწერა.’

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს