მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თბილ აბაზანაში ჩაწოლა სიამოვნებას გვანიჭებს. წყალი დაღლილობას და ტკივილს აქრობს, ჭუჭყს გვაშორებს. ეფექტის გასაძლიერებლად ნებისმიერი ეთერზეთი ან სპეციალური ქაფი შეგიძლიათ დაუმატოთ. ყველაზე ეფექტური და საუკუნეების მიერ გამოცდილია ინგლისური მარილი აბაზანისთვის. Paparazzi გიამბობთ, რა თვისებებს ფლობს ცნობილი ინგლისური მარილი.
ინგლისური მარილი აბაზანისთვის – ეპსომის მარილი, იგივე ინგლისური მარილი ბუნებრივი მინერალური ნაერთია. მისი მთავარი კომპონენტია მაგნიუმის სულფატი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება აქვს. ინგლისური მარილი კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. ვარჯიშის შემდეგ ტკივილს აქრობს და განწყობას აუმჯობესებს. ვარჯიშის შემდეგ აბაზანა ინგლისური მარილით დაჭიმული კუნთების და ტონუსის აღდგენაში დაგეხმარებათ, კარგ განწყობას გაჩუქებთ. აბაზანა ეპსომის მარილით სპორტული ტრავმის და ოპერაციის შემდეგ რეკომენდებულია.
მაგნიუმი, რომელიც ინგლისური მარილის მთავარი კომპონენტია, მთელ რიგ სასარგებლო თვისებებს ფლობს. აღმდგენი თვისებების გარდა კუნთების, ნერვული, ძვლების და სახსრების სისტემაზე დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ეპსომის მარილი შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და დეტოქსის საშუალებაა. ინგლისური მარილი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებას ხელს უწყობს.
ინგლისური მარილის თვისებები – ეპსომის მარილი შესანიშნავი ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. თუ ფეხის უსიამოვნო სუნს გრძნობთ, ამ პრობლემის მოგვარებაში აბაზანა ინგლისური მარილით დაგეხმარებათ. რამდენიმე ასეთი პროცედურით უსიამოვნო სუნის პრობლემას სამუდამოდ დაივიწყებთ. ფეხის კანი რთული სალონური პროცედურების გარეშე გლუვი და ნაზი გახდება. ასეთი პროცედურა უფრო ბიუჯეტურია და ბევრი დადებითი მომენტი აქვს. ფეხები მარილიან აბაზანაში 20 წუთით ჩააწყვეთ. პროცედურა ყოველდღე 1 კვირის განმავლობაში გაიმეორეთ.
დღემდე ეპსომის მარილის გამოყენებაზე კვლევები ტარდება. კლინიკური კვლევების სფეროში ნაკლებად შესწავლილი პროდუქტია, მაგრამ ბევრი პრობლემის უნივერსალური მომგვარებელი უდავოდ რჩება. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები დაობენ ამ პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობაზე, როგორც დიეტური დანამატი ჭარბი წონის მოსაშორებლად. ჯერჯერობით ამ მეთოდის შეფასება შეუძლებელია, რადგან კვლევები და ფაქტები საკმარისი არაა. უკვე ჩატარებულ ცდებს საკმაოდ ბუნდოვანი შედეგები აქვს. და მაინც, ეპსომის მარილის შესახებ ცოდნა საკმარისია, რომ ყოველდღიურ პრობლემებს გაუმკლავდეთ. მილიონობით ქალი ინგლისურ მარილს მძიმე სამუშაო დღის ბოლოს იყენებს, რომ ფეხების შეშუპება მოიშოროს ან უბრალოდ მოდუნდეს.