65 წლის ვარ, 3 შვილი გავზარდე, მაგრამ ვგრძნობ, რომ მათთვის ზედმეტი ტვირთი ვარ

0
2350

ცხოვრება სიურპრიზებით და მოულოდნელობებით სავსეა. ზოგჯერ კვირის ან თვის ზუსტად დაგეგმვაც შეუძლებელია. არაფერს ვამბობთ, გრძელვადიან გეგმაზე, როცა ადამიანი სერიოზულად ფიქრობს, როგორ გაატარებს მომდევნო ათწლეულს, როგორ შეხვდება სიბერეს. Paparazzi გიზიარებთ ელენას ისტორიას, რომელიც საპენსიო ასაკში შვილებთან გადასვლას გეგმავდა. ყველაფერი უფრო რთული აღმოჩნდა. ახლა გაურკვევლობაშია. სამი შვილი ჰყავს, მაგრამ მის დახმარებას არავინ ჩქარობს. მათთვის თითქოს არასასურველი დედაა.

„მწარეა იმის გაცნობიერება, რომ სიბერეში არავის სჭირდები. ორი ზრდასრული ვაჟი და ქალიშვილი მყავს, მაგრამ თითოეულს საკუთარი საზრუნავი აქვს. მათთვის თითქოს არა მშობელი, არამედ ტვირთი ვარ. 33 წლისას ორი პატარა შვილით დავქვრივდი. მარტო ყოფნა დიდხანს ვერ შევძელი და ისევ ოჯახი შევქმენი. თითქოს, ყველაფერი დალაგდა, ვაჟი გავაჩინე, მაგრამ 9 წლის შემდეგ დავშორდით. უმცროსმა მამასთან დარჩენა გადაწყვიტა. წინააღმდეგი არ ვიყავი. მესმოდა, რომ მამა უფრო მეტს მისცემდა, ვიდრე მე. მაშინ იმაზე ვფიქრობდი, უფროსები როგორ მერჩინა. როგორღაც გადავიტანე. შვილები გაიზარდნენ, საკუთარი გზა იპოვეს. თითქოს, ყველაფერი კარგად იყო. იმედი მქონდა, რომ სიბერეში ოჯახთან, შვილების და შვილიშვილების გარემოცვაში ვიქნებოდი.

ჯერ უფროს ვაჟთან პრობლემები დაიწყო. სვამდა, რძალს ეჩხუბებოდა. დალევას მოუხშირა, მათი ოჯახი ინგრეოდა. ბოლოს ცოლმა გამოაგდო და ჩემთან დაბრუნდა. ახლა უმუშევარია და ჩემს პენსიაზე ცხოვრობს, სვამს და მისნაირ სულელებთან ერთად დადის. არანაირი დახმარება, მხოლოდ სირცხვილი და თავის ტკივილი. ქალიშვილი გვიან გათხოვდა, სიძე ჩვენთან მოიყვანა. ცუდად ცხოვრობენ და ამაში მადანაშაულებს. თითქოს, ჩემი ბრალია, რომ ოთხივე ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. ჩემი ბრალია მათი მუდმივი კამათი და რომ შვილების გასაჩენად ადგილი არ აქვთ. უფროს ვაჟს პრეტენზიები არ აქვს, ყველაფერი აწყობს, მაგრამ მგონი ჩემს გარეშე ისიც თავს უკეთ იგრძნობდა. სად უნდა წავიდე?

მხოლოდ უმცროსი ვაჟია კარგად. დიდი ხნის წინ გერმანიაში წავიდა. იქ მოეწყო და კარგი სამსახური აქვს. ადრე წელიწადში ერთხელ სტუმრად ჩამოდიოდა, შემდეგ შეწყვიტა. ხანდახან რეკავს, მაგრამ უკვე სამი წელია აღარ მინახავს. არაერთხელ ვუთხარი, რომ აქ ვიწროდ ვცხოვრობთ, კარგი იქნებოდა, ქალაქგარეთ ან სადმე სხვაგან გადავსულიყავი, მაგრამ კონკრეტულად არ მპასუხობს. რა თქმა უნდა, გერმანიაში  წაყვანას არ ვთხოვ. არ მინდა ტვირთი ვიყო. თან 65 წლისას ცხოვრების რადიკალურად შეცვლა საშინელებაა. შეეძლო პატარა სახლის ყიდვაში დახმარებოდა, რომ სიბერე მშვიდად გამეტარებინა. უფროსი შვილებისგან დახმარების იმედი აღარ მაქვს“ – ჩივის ელენა.

სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე შემოტრიალდა. როგორც ჩანს, უფროსი შვილები დამოუკიდებელ პიროვნებებად ვერ ჩამოყალიბდნენ, თუ საკუთარი ცხოვრება ვერ მოაწყვეს და პენსიონერ დედას ამდენ საზრუნავს უქმნიან. ვიმედოვნებთ, რომ ოჯახი გამოსავალს იპოვის, რომელიც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის.