ამბობენ, რომ გაკეთება რთულია, თქმა კი – მარტივი. როდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე, როგორ მოიქცეოდით თუ პარტნიორის მხრიდან ღალატს შენიშნავდით ან მიხვდებოდით, რომ გატყუებთ? პაპარაცის დღევანდელი სტატიის თემა პოზიტიური არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.
ალბათ ამ თემაზე ნებისმიერ ადამიანს უფიქრია და სამოქმედო გეგმაც წარმოუდგენია ხოლმე. ადამიანმა შეიძლება სამუდამოდ მიატოვოს საერთო სახლი ზედმეტი სიტყვების გარეშე ან შეიძლება შური იძიოს. იდეალური გეგმა რეალობაში ზოგჯერ არც თუ ისე კარგად მუშაობს და შეიძლება გატეხილ ვარცლთან დარჩე.
ჩვენი ისტორიის გმირი სულ სხვა გვარად მოიქცა, როდესაც ცოლის ღალატის შესახებ შეიტყო. მან გადაწყვიტა, რომ ცოლის საყვარლისთვის წერილი მიეწერა. მოდით, ამ წერილის შინაარსს გავეცნოთ.
“მამაკაცს, რომელსაც ჩემმა მეუღლემ სარეცელი გაუზიარა. შენ ხომ იცი, ახლა ვინც ხარ. მე ეს ძალიან კარგად ვიცი. სულაც არ მინდა, რომ დაგადანაშაულო და ათასი საზიზღარი რამ გითხრა, უბრალოდ შენთან რამდენიმე თხოვნა მაქვს. შენ ჩემს საკუთრებასთან ერთად გეძინა.
ძალიან გთხოვ, ხელს ნუ კიდებ ავტომობილის საზურგეს, ვინილი ზიანდება და კვალი რჩება.
მართალია, შენ იმის შესაძლებლობა მომეცი, რომ სათევზაოდ უფრო დიდხანს გავჩერებულიყავი, მაგრამ ჩემი ლუდის დალევის უფლება შენთვის არავის მოუცია. კარგია, რომ სვამ, როდესაც ჩვენთან სტუმრად ხარ. მეც ვსვამ რამდენიმე ბოთლ ლუდს, რათა ჩემი ცოლი უფრო უფრო მიმზიდველად მომეჩვენოს. რამდენიმე ქილა მაინც დამიტოვე, აქ კიდევ ცოტა ხანს უნდა ვიცხოვრო.
ბოლო ბოთლი დალიე? მაშინ იყიდე ან ფული დატოვე და მე მაღაზიაში წასვლა არ დამეზარება.
ტუალეტის ქაღალდის როლი? ნუთუ ასე რთულია მისი გადაგდება, როდესაც ტუალეტის ქაღალდი თავდება? ამის გაკეთება შენს ნაცვლად ჩემს 5 წლის ბიჭს უწევს. ახალი ქაღალდი ნიჟარის ქვეშ მოთავსებულ კარადაშია.
არ დაგავიწყდეს ერთჯერადი ნივთების გამოყენება, როდესაც ჩემს მეუღლესთან რჩები. ტანსაცმლის კალათაც ჩემია. ბოლო დროს ის ძალიან სწრაფად ივსება, ხომ არ იცი რატომ? სხვათა შორის ჩემი ცოლი სარეცხს არ რეცხავს და ამის გაკეთება მე თავად მიწევს.
კიდევ ერთი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი რჩევა. ნუ სთხოვ ჩემს შვილებს, რომ “ძია” დაგიძახონ. ისინი მართალია პატარები არიან, მაგრამ განვითარებაში ჩამორჩენილები არ არიან და ყველაფერი ესმით.
საწოლის ქვეშ გათბობას რატომ რთავ? ამის შემდეგ მე ვიწვი, თუმცა ჩემი ცოლი ამით სიამოვნებას ღებულობს, ამაში გეთანხმები.
თუ გკითხავს, ასუქებს თუ არა მას შარვალი, დაუფიქრებლად უპასუხე, რომ “არა”. შენ გგონია, რომ დადებითი პასუხის შემთხვეაში ის დიეტაზე დაჯდება ან სპორტით დაკავდება? ცდები! ის უბრალოდ მაღაზიაში წავა და ახალ შარვალს იყიდის. ცხიმი კი ადგილზე დარჩება, უბრალოდ შარვლის ზომა გაიზრდება.
ნამცხვარს და გემრიელ საჭმელს ნუ შეჭამ! შენ ბრაუნი შეჭამე, რომელიც დედაჩემმა დღესასწაულისთვის გამომიცხო. ჩემმა ცოლმა წესიერად არაფრის მომზადება არ იცის და თუ გამოავლენს კიდეც კულინარიულ ნიჭს, მაშინ საკუთარი ძალისხმევის შედეგს არავის გაუზიარებს.
ჩემი სკამი – ტაბუდადებული თემაა. ამ სკამზე ვზივარ და ბავშვებს ვეთამაშები ან საშინაო დავალების შესრულებაში ვეხმარები. თქვენმა წონამ და ზრდასრულთა თამაშებმა ის ერთ მახარეს გადახარა და ახლა მეშინია ამ სკამზე დაჯდომის. მადლობა, რომ ვალენტინობისთვის ჩემი ცოლი რესტორანში დაპატიჟე. მან იმდენი ჭამა, რომ საღამოს საჭმლის გამოძახება აღარ დამჭირდა და თანხა დავზოგე. ამ ფულით მე და ჩემმა შვილებმა შესანიშნავი დრო გავატარეთ კინოთეატრში. ვიმედოვნებ, რომ ჩემი უბრალო თხოვნები ძალიან არ დაგამძიმებს. როდესაც ერთმანეთს დავშორდებით, გპირდები, რომ ფანჯრიდან ნაზად დაგიქნევ ხელს.
პ.ს. აპრილის დასაწყისში ბავშვები Great Wolf Lodge-ში უნდა წავიყვანო. ვფიქრობ, იქ 3 – 4 დღეს გავჩერდებით. მაცივარში ერთი ბოთლი არაყია. ის შენ დაგიტოვე იმ შემთხვევისთვის, თუ ვნების გაღვივებაში ლუდი ვერ დაგეხმარება”.
აი, ასე კრეატიულად გამოთქვა მამაკაცმა საკუთარი აზრი!