ყველა ადამიანს აქვს შანსი, რომ განვითარდეს და წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ მომავლის შიში, რომელიც ეჭვებს და შფოთვას ზრდის, მოქმედებაში ხელს გვიშლის. ადამიანი თანდათან რუტინაში იძირება, საქმეს მონოტონურად ასრულებს, ბედნიერებას ვეღარ განიცდის. ოცნებას, მომავლის დაგეგმვას და რეალიზებას წყვეტს. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოიზიდოთ ფინანსები და წარმატება მარტივი რიტუალის დახმარებით. ასე ცხოვრების ხარისხს გაზრდით, ჩაკეტილ წრეს დატოვებთ, შინაგან ძალას იგრძნობთ და ოცნებისკენ გზას გააგრძელებთ.
წარმატების და ფინანსების მოზიდვა – ადამიანი მთელი ცხოვრება კომფორტის ზონას ქმნის და მისი საზღვრების დაცვას ცდილობს. ვქმნით პირად სამყაროს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის გასაგებია. ხშირად ვაკეთებთ საქმეს, რომელიც არ გვიყვარს, მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობა შევძლოთ. თავს არაკომფორტულ გარემოში ყოფნას ვაიძულებთ. ცხოვრების შეცვლა შიშის და თავდაუჯერებლობის მოშორებით იწყება. ადამიანს სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესაძლებლობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეჭვების გამო არაფერი გააკეთოს. ყველაზე რთულია ოცნებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა, საკუთარი ცხოვრების სადავეების ხელში აღება, კომფორტის ზონის დატოვება.
როგორ მოვიშოროთ შიში – მარტივი რიტუალით შიშს მოიშორებთ. მნიშვნელობა არ აქვს, როდის შეასრულებთ ან რა ფაზაშია მთვარე. გააკეთეთ მაშინ, როცა ამის გაკეთების სურვილი გაქვთ.
ერთი სუფრის კოვზი მარილი აიღეთ და მარცხენა ხელზე დაიყარეთ. მუშტი შეკარით. ფიქრებით წარმოიდგინეთ, მარილი, მჩხვლეტავი და მერყევი, თქვენი შიში და თავდაუჯერებლობაა. ნახეთ, როგორ მცირდება მუშტის ქვეშ. 5-7 წუთით ეს გრძნობები ბოლომდე შეიგრძენით. შემდეგ ქუჩაში გადით. ცარიელი ადგილი იპოვეთ, სადაც ხალხი არ შეგაწუხებთ. ისევ წარმოიდგინეთ თქვენი შიში, რომელიც მარილში დაგროვებულია. შელოცვა თქვით: „მარილი ჩემი შიშია, მარილი ჩემი ტკივილია, ქარს ვატან, ჩემგან ვუშვებ“. მარილი ქარს გაატანეთ. უყურეთ, როგორ გაიფანტება და დაგტოვებთ. მასთან ერთად შიშს და თავდაუჯერებლობას დაემშვიდობებით.
ახლა შეგიძლიათ ახალი სამსახურის შესახებ წინადადება თამამად მიიღოთ. ძალას და თავდაჯერებულობას იგრძნობთ. ცვლილებებს მარტივად მიიღებთ. მოვლენები საუკეთესოდ მოეწყობა. წინ თამამად ივლით, პერსპექტივებსა და პოზიტიურ მოვლენებში დარწმუნებული. ყოველთვის თამამი და თავდაჯერებული იყავით. სირთულეებს არ შეუშინდეთ. ცხოვრების პირობები გააუმჯობესეთ, იოცნებეთ და მისკენ სვლა არ შეწყვიტოთ. ნებისმიერი სირთულე ხომ ადამიანს აძლიერებს, ხოლო გამარჯვება წარმოუდგენელ სიხარულს ანიჭებს.