დედობრივი სიყვარულის ძალა. 77 წლის ქალი პარალიზებულ შვილს ზურგით ატარებს

0
1138

დედობრივ სიყვარულზე ძლიერი არაფერია. სერბეთში მცხოვრებმა ოლგა ბოსკოვიჩმა ეს საკუთარი მაგალითით დაამტკიცა. მან 17 წლის ასაკში გაიგო, რომ თავისი შეყვარებულისაგან ორსულად იყო. ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ მისი შეყვარებული არ გაიგებდა, რომ მათ შვილი უნდა შესძენოდათ. მან მიზეზი მალევე მოიფიქრა და სხვა ქალაქში გაემგზავრა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. გოგონა მხარდაჭერის გარეშე დარჩა.

სოფლის მაცხოვრებლები ოლგას დასცინოდნენ და მის საქციელს გმობდნენ, რადგან სოფელს თავისი წესები აქვს და გოგონა ამას კარგად აცნობიერებდა.

ნათესავებმა არაერთხელ სთხოვეს მას აბორტის გაკეთება, მაგრამ ოლგა შეუვალი იყო და შვილი შეინარჩუნა.

ორსულობის დროს გოგონა მუდმივად სტრესში იყო. მისთვის ადვილი არ იყო ამ ყველაფერთან გამკლავება. და, სავარაუდოდ, ამ ყველაფრის შედეგი იყო, რომ ბავშვი ავადმყოფი დაიბადა. ექიმებმა მას ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს. ოლგა შოკირებული იყო, რადგან მას უთხრეს, რომ ბავშვის ფეხები და ერთი მკლავი სრულიად უმოძრაო იყო. ახალგაზრდა დედამ შვილი თავისთან წაიყვანა. მისმა ოჯახმა მას ცალკე სახლი მისცა, თუმცა ის ქოხს უფრო ჰგავდა, ვიდრე მყუდრო ოთახს.

ოლგამ შვილს პრედრაგი დაარქვა. ვაჟი გაიზარდა და დადგა დრო, როცა სკოლაში უნდა წასულიყო. ახალგაზრდა დედამ გადაწყვიტა, ის ჩვეულებრივ სკოლაში ეტარებინა, რათა მას თანატოლებთან ურთიერთობა და თანდათან სოციალიზაცია შესძლებოდა. ყოველ სამუშაო დღეს, მას ზურგზე აკიდებული მიჰყავდა თავისი შვილი საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ კი სახლში მიჰყავდა.

დრო გადიოდა. პრედრაგი, ისევე როგორც ყველა ბავშვი, გაიზარდა, მაგრამ ის ისევ იგივე მეთოდით გადაადგილდებოდა. სოციალურმა სამსახურმა ქალს შვილისთვის უფასო ეტლი შესთავაზა, თუმცა მან დახმარება არ მიიღო, რადგან ბავშვის ზურგით ტარება მისთვის ბევრად უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე მისი ეტლით ტარება.

პრედრაგს მარჯვენა ხელი არ უფუნქციონირებს, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა მას თავის ჰობიში. მამაკაცი ხისგან ცხოველებისა და ადამიანების ფიგურებს თლის და მეგობრებსა და ნათესავებს ჩუქნის. ეს საქმიანობა ახარებს არა მხოლოდ მას, არამედ მის გარშემომყოფებსაც.

და აი, უკვე თითქმის 60 წელია, მოსიყვარულე დედა თავის შვილს ზურგით ატარებს. ხანდაზმულ ქალს ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ ერთ დღეს მისი შვილი მხარდაჭერის გარეშე დარჩება, რადგან მის გარდა მასზე ვერავინ იზრუნებს.