მულმა თავისი შვილისთვის საკვების საყიდლად ფული დამიტოვა, სამშობიაროდან დაბრუნების შემდეგ კი თანხის დაბრუნება მთხოვა

0
3315

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – საკუთარ ისტორიას ლიკა გვიამბობს.

ჩვეულებრივ, ადამიანები სიკეთეზე სიკეთით პასუხობენ ხოლმე. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც კეთილ საქციელს სიბოროტით პასუხობენ.

ასე დაემართა ერთ ქალს, რომელმაც გაგვიზიარა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა ხალხს. მისი აზრით, კიდევ უფრო უარესია, როდესაც ნათესავებისთვის აკეთებ რამეს.

მშობიარობის წინა დღეს, მას მულმა სთხოვა, რომ ცოტა ხნით უმცროსი ვაჟისთვის მიეხედა, რომელიც მხოლოდ 1 წლის იყო. მას ბავშვის დამტოვებელი არავინ ჰყავდა და ამიტომ უარის თქმა უხერხული იყო.

გოგონამ მას ძალით ჩაუდო ხელში ფული (სხვაგვარად თქმა შეუძლებელია, რადგან ჩვენმა გმირმა თავდაპირველად უარი განაცხადა ფულის აღებაზე) იმისთვის, რომ მას ბავშვისთვის საჭმელი ეყიდა. სულ 300 ლარი იყო.

ბიჭს მასთან სავარაუდოდ ერთი კვირის მანძილზე უნდა ეცხოვრა, ასე რომ, ეს თანხა საკმაოდ დიდი იყო.

როდესაც ორსული გოგონა სამშობიაროდ წავიდა, როგორც შეთანხმდნენ, ქალმა ვანიკო თავისთან წაიყვანა. ისინი ერთად გასართობ ცენტრებში დადიოდნენ და ახალშობილისთვის გამოსაყვანი კოსტიუმიც კი შეიძინეს.

მათ 150 ლარი დაუხარჯავი დარჩათ და ქალმა გადაწყვიტა, რომ ამ ფულს ისევ ახალგაზრდა დედას დაუბრუნებდა (მას აუცილებლად დასჭირდება).

სამშობიაროდან გამოწერის წინ მულმა მას თავისი სახლის ცოტა მოწესრიგება და ბავშვის საწოლის აწყობა სთხოვა.

ქალმა თავისი ქმარი თან წაიყვანა და შეძლებისდაგვარად მოამზადა თავისი მულის სტუდიოს ტიპის ბინა. ბავშვის საწოლისთვის საკმარისი ადგილი არ იყო და მათ გადაწყვიტეს, რომ საწოლი ოთახის ცენტრში დაედგათ, რათა დიასახლისის გარეშე ავეჯი არ გადაეადგილებინათ. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთება მერეც შეიძლებოდა, ახალგაზრდა დედასთან კონსულტაციის შემდეგ.

გაწერისას სამშობიაროში მხოლოდ მშობიარე ქალის ძმა, მისი ცოლი და ბავშვები მივიდნენ. ყოფილი ქმარი, ვანიკოს მამა, არ მისულა, რადგან ისინი განქორწინებულები იყვნენ და კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, ახალდაბადებული ბავშვის მამამის შესახებ კი არაფერი იცოდნენ.

სახლში დაბრუნების შემდეგ, ახალგაზრდა დედას მაშინვე ის ფული გაახსენდა, რომელიც მან თავის ძმის ცოლს ბავშვისთვის დაუტოვა.

აღმოჩნდა, რომ მას არათუ 300, არამედ 50 ლარის დატოვება უნდოდა, მაგრამ შემთხვევით შეეშალა. გაბრაზებული ქალი დარჩენილი თანხის დაბრუნებას ითხოვდა, ნაცვლად იმისა, რომ მადლობა გადაეხადა იმისთვის, რომ მისმა რძალმა მთელი ერთი კვირის მანძილზე მის შვილს მიხედა.

ქალმა მთლიანი თანხის დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. თუმცა, თუ იგი ნორმალურად მოსთხოვდა, ჩხუბისა და დაძალების გარეშე, ის მის მდგომარეობაში შევიდოდა და თანხას დაუბრუნებდა.