ხანდახან, აბსოლუტურად ყველა ქალს სჭირდება დასვენება ოჯახისგან, შვილებისგან და საყვარელი ქმრისგან, მაგრამ როგორ უნდა დაუტოვო შენი საყვარელი შვილები ქმარს? ეს მარადიული დილემაა. რადგან, საკმაოდ ძნელია, რომ საყვარელ ქმარს შენი საყვარელი შვილები ანდო. უამრავი რამ შეიძლება მოხდეს, მან კი არც კი იცის რა უნდა გააკეთოს. დედა-ბლოგერმა მეგან ოზერმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა და გადაწყვიტა დაეწერა “ბავშვების გამოყენების ინსტრუქცია”. ამ ინსტრუქციამ ინტერნეტი ააფეთქა, მოდით წავიკითხოთ და შევეცადოთ გავიგოთ, თუ რატომ გახდა ის ასეთი პოპულარული.
„საყვარელო, ამას იმიტომ არ ვწერ, რომ მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიყვარხარ! სანამ ჩვენს შვილებთან მარტოს დაგტოვებდე, შენთვის რამდენიმე რამის თქმა მინდა. დღე, ღამე და დილაც კი შეიძლება შენთვის ჯოჯოხეთად იქცეს, ისეთის, რომ უარესს ვერც კი წარმოიდგენ. მაგრამ მოდი ერთად გავერკვეთ ყველაფერში… როდესაც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნდები, მოგეჩვენება, რომ ყველაფერი საკმაოდ კარგად არის. ყველა მხიარულობს, ყველა გეხუტება და ყველას უხარია, რომ მათი საყვარელი მამა სამსახურიდან დაბრუნდა. ეს გრძნობა მყისიერად გაქრება. მიუხედავად იმისა, სკოლის დღეა თუ დასვენების დღე, ეს დრო ცნობილია როგორც… ტურისტული მოგზაურობა ჯოჯოხეთში. ისინი ნებისმიერი მიზეზით ჩხუბობენ, პირველ რიგში ქუინი და პენი. ქუინი ყოველთვის ბრაზობს იმის გამო, რომ პენის მისი პრინცესა ელზას კოსტიუმი აცვია, პენი კი იმის გამო იჩხუბებს, რომ ქუინი მას მაინც ანას ეძახის და არა ელზას.
გარდა ამისა, პენი ყველგან იძინებს, მაგრამ ამაზე უფრო მოგვიანებით. ვახშამი… ეს უბრალოდ ჯოჯოხეთია. თითოეული ბავშვი ითხოვს იმას, რაც მას სურს. ერთი პიცას ითხოვს, მეორე კი ყვირის, რომ ჰოთ-დოგი უნდა. ქუინი ტირილს იწყებს და ყველიან მაკარონს მოითხოვს, ოღონდ არა ჩვეულებრივი ყველით, არამედ წითელით, რომელიც ამ დროს სახლში არ აღმოგაჩნდება. შედეგად ეს ყველაფერი აურზაურში გადაიზრდება და ყველა ჩვეულებრივ ფაფას მიირთმევს. შემდეგში რა გელის? ისინი დასაძინებლად უნდა დააწვინო. გულწრფელად გისურვებ წარმატებებს ამ საქმეში!
ეს ადვილი არ იქნება. დასაწყისისთვის, გახსოვდეს, რომ არ უნდა დააკმაყოფილო ჩვენი საყვარელი შვილების მოთხოვნები და არ უნდა დაემორჩილო მათ. ვიღაც გამუდმებით წყალს მოითხოვს, ვიღაც კი საღამურის ჩაცმას მოგთხოვს. საღამური ვიწროა და კანს მჭიდროდ ეკვრის, რაც მხოლოდ ტკივილს გამოიწვევს, წყლის იდეა კი ცუდი იდეაა და მგონი თავადაც ხვდები რატომ. მოდი, საუზმეზე გადავიდეთ, აქ ამბავი ვახშმის მსგავსია, მაგრამ კიდევ უფრო რთული. დალიე ყავა, ბევრი ყავა! შენ ძალა და ენერგია დაგჭირდება, ამის გარეშე ვერ გაუძლებ. პენი შეიძლება ფაფის ჭამაზე დაგთანხმდეს, მაგრამ კოვზის არჩევა დაიწყოს! დიდი ალბათობით, ის კოვზი უკვე ქუინს ექნება აღებული, რომელიც ასე ძალიან სჭირდება პენის. საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ პენის ჩანგალს მისცემ, მაშინ სისტემა გაფუჭდება და ყვირილი შეწყდება. შენ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ შენ ვერ ისაუზმებ, ეს ჩვეულ ამბად მიიღე. ცოტა ხანი და სადილის დრო მოვა. სწორედ ის დროა, როდესაც შენი საყვარელი ლუდი უნდა დალიო, რომელიც ძალიან გიყვარს. სადილზე ყველაფერი ისევ ისე განმეორდება. ზოგი ერთს მოგთხოვს, ზოგი კი სრულიად განსხვავებულს. ისწავლე კომპრომისების გამონახვა. შეარჩიე ისეთი ვარიანტები, რომლებიც ყველა ჩვენს შვილს ერთდროულად მოერგება. მაგალითად, შეგიძლია ყველას ჰოთ-დოგი უყიდო და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს წითელი ყველის ყიდვა, რომელიც ასე აკლია მაკარონს.
რაც მთავარია, ძალა მოიკრიბე! ასევე, მინდა გითხრა, რომ თუ რაიმე გეგმები გაქვს შაბათ-კვირისთვის, იქნება ეს მეგობრებთან ერთად ბარში წასვლა თუ თევზაობა, შეგიძლია მალევე დაივიწყო. ქუინი გაუჩერებლად ღრიალებს, არ ჩერდება, ეს ალბათ მისი საყვარელი საქმიანობაა. ამის გარდა, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ პენის საყლაპავი არასოდეს შეწყვეტს „ამოფრქვევას“ (მგონი ხვდები რასაც ვგულისხმობ). მუდმივად მოგიწევს მისი შევსება, შედეგი კი უცვლელი დარჩება. ეს საოცარი რამ არის.
ის ხან დამოუკიდებელ გოგოდ იქცევა და თავად მიდის საპირფარეშოში, ხან კი პლანეტის ყველაზე დაუცველ და უმწეო არსებად იქცევა, რომელსაც მუდმივად ყურადღება და მოვლა სჭირდება. მინდა დავამატო, რომ მე მჯერა შენი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს შეძლებ! მთავარია მოთმინება მოიკრიბო და გახსოვდეს, რომ საჭიროა ბევრი, რაც შეიძლება ბევრი ყავა! მხოლოდ ის მოგცემს ენერგიას და ძალას, რომელსაც ჩვენს საყვარელ შვილებზე დახარჯავ. მესმის, რომ ხანდახან მოგეჩვენება, რომ ჯოჯოხეთში მოხვდი და მხოლოდ დემონებით ხარ გარშემორტყმული, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ესენი ჩვენი შვილები არიან. თითოეული წუთი ერთი საათივით გავა, სამაგიეროდ, მე უფრო უკეთ გამიგებ, რადგან მე ყოველთვის სახლში ვარ და ყოველთვის ვუვლი მათ.
მიყვარხარ და გეხუტები. შენი ცოლი”,
ასე რომ, ძვირფასო ქალებო, გაითვალისწინეთ მეთოდი, თუ როგორ უნდა წახვიდეთ დასასვენებლად, მაგრამ ამავე დროს შემოქმედებითად და შედეგიანად აუხსნათ თქვენს საყვარელ ქმარს, თუ როგორ არ დაანგრიონ სახლის ნახევარი და როგორ არ შექმნან საყოველთაო ქაოსი. მთავარია, ამ საკითხს სათანადო კრეატიულობითა და გულით მიუდგეთ, არ არის საჭირო ქმრის იძულება, რომ მან რაიმე გააკეთოს. ეს ყველაფერი თამაშის ან სასაცილო ისტორიის სახით მიაწოდეთ. ეს შემთხვევა შემთხვევით კი არ გამხდარა პოპულარული მთელ ინტერნეტში, არამედ სწორედ მისი ორიგინალური და საინტერესო პრეზენტაციის გამო.