ბავშვების აღზრდა მარტივი არაა. გვსურს აღვზარდოთ კეთილი და წესიერი ადამიანი, რომელიც დამჯერი და გონიერიც იქნება. რა უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ ასეთი გახდეს? ამის შესახებ ზუსტად იცის მარტოხელა დედამ, ტიკტოკელმა ბლოგერმა, რომელიც შვილებთან ერთად ვიდეოებს ხშირად იღებს. გიამბობთ, რატომ მიიქცია ამ ქალმა ჩვენი ყურადღება.
რა უნდა იცოდეს ბავშვმა – TikTok–ზე ერთ–ერთი საინტერესო მომხმარებლის ანგარიში აღმოვაჩინე. აფროამერიკელი გამომწერებს თავისი ცხოვრების დეტალებს უზიარებს. აჩვენებს, როგორ გადის მისი დღე, რას აკეთებს ოჯახში და ა.შ. ამით უკვე ვერავის გააკვირვებთ, თუმცა ვიდეოები, რომელთაც შვილებთან ერთად იღებს, დიდ ყურადღებას იმსახურებს. საქმე იმაშია, რომ მარტოხელა დედა ვიდეოებს დალაგების და კერძების მზადებისას იღებს. მთავარი შემსრულებლები მისი ვაჟები და ქალიშვილები არიან. ბიჭებმა იციან ნებისმიერი ნაგვის ალაგება და არ ერიდებათ უნიტაზის გაწმენდა, თუ ამის გაკეთება საჭიროა.
ახლახანს ვარსკვლავმა დედამ გამოაქვეყნა, როგორ ალაგებს მისი 9 წლის ბიჭი მთელ სააბაზანო ოთახს. ვიდეო ვირუსული გახდა და მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. კომენტატორები აღფრთოვანებულნი არიან. ყველა აქებს ქალს, რომელმაც შვილებს მიაჩვია ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ზრდასრულ ასაკში გამოადგებათ. დედა თვლის, რომ ასე შვილები პასუხისმგებლობას და წესრიგს სწავლობენ. მათი იმედი შეუძლია ჰქონდეს, როცა თავს ცუდად გრძნობს. მაგალითად, თუ ავად გახდა, ვაჟები საჭმელს ადვილად მოამზადებენ ან რაიმე გემრიელით გაახარებენ. ოჯახი სახლს ერთად ალაგებს. ყველა აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია. 5 წლის ქალიშვილიც დასაქმებულია. ამის ყურება ერთი სიამოვნებაა. გასაკვირი არაა, რომ მარტოხელა დედას სოციალურ ქსელში100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მისაბაძი მაგალითი – აფროამერიკელი საკუთარ მაგალითზე აჩვენებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია შვილებს დამოუკიდებლობა ასწავლოთ. რაც უფრო ადრე იწყებენ მშობლები ამის გაკეთებას, მით უფრო გაუმარტივდებათ ბავშვებს მომავალში. ასეთი სასარგებლო საქმე ბავშვის გონებრივ უნარებს და მოტორიკას ავითარებს. სხვათა შორის, ბლოგერის ვაჟები უმცროს დაზეც ზრუნავენ. დედას შეუძლია ისინი სახლში მარტო დატოვოს და არ ინერვიულოს, რომ რამე მოხდება. პატარები გოგონას თმას საყვარლად ვარცხნიან და ვარცხნილობებს უკეთებენ. ამის შემხედვარე გულს უხარია.
ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის თვალსაზრისით არის გარკვეული რამ, რისი გაკეთებაც ბავშვმა ამა თუ იმ ასაკში უნდა იცოდეს. 9-11 წლის ბავშვმა საკუთარი ჰიგიენა, ასევე ოთახში სისუფთავე უნდა აკონტროლოს. მარტოხელა დედა უფრო შორს წავიდა და შვილებს მთელი სახლის დალაგება ასწავლა. ვფიქრობთ, აღზრდის ამ მეთოდით ქალი ნამდვილი მამაკაცების გაზრდას შეძლებს, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ საყვარელ ადამიანებზე იზრუნებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბლოგერის პოზიციას ბევრი ვერ გაუგებს. ხშირად მშობლები შვილების დაცვას ზრდასრულ ასაკამდე ცდილობენ.
მახსოვს ბებიაჩემი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის, როცა სტუმრად ჩავდიოდი. მაშინ პატარა ვიყავი და არ ვეწინააღმდეგებოდი. ვინ იქნება წინააღმდეგი? აი, ბაბუა, პირიქით, ბრაზობდა და მეტი საოჯახო საქმით მტვირთავდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში უკიდურესობამდე არ უნდა მივიდეთ. ბავშვებს ყველაფერი თანდათან უნდა მიაჩვიოთ და მათ ცხოვრებაში რუტინული საქმეები თამაშით ჩართოთ. ასე ჩვევა ჩამოუყალიბდება და მშობლებს არ მოუწევს შვილებს დალაგება აიძულონ.