ღანძილის კრემსუპი, საგაზაფხულო აღმოჩენა, რომელიც იდეალურია ავიტამინოზის დროს 

0
285

ახალი ღანძილი ბაზარში უკვე გამოჩნდა. მცენარე ვიტამინების ბომბია და ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ შეუცვლელია. მცენარე ზოგიერთ ქვეყანაში წითელ წიგნშია შესული. Paparazzi გიამბობთ, რა შეგიძლიათ მოამზადოთ მისგან.

ახალი ღანძილი – ღანძილი, იგივე ველური ნიორი, ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი მცენარეა ხახვისებრთა ქვეოჯახიდან. ევროპასა და მცირე აზიაში გავრცელებულია. საქართველოში ტენიან ტყეებში იზრდება. ზოგიერთ ქვეყანაში წითელ წიგნში შესულია. მაგალითად, უკრაინაში. ცნობილი უკრაინელი მზარეულის ევგენი კლოპოტენკოს თქმით, ღანძილი უკრაინაში წითელ ნუსხაშია შესული. წითელი წიგნი მოიცავს ცხოველების და მცენარეების სახეობებს, რომლებიც გადაშენების პირას არიან. წითელ წიგნში ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: მოწყვლადი, გაქრობის პირას, მონაცემთა ნაკლებობა, შეუფასებელი და იშვიათი. გამოდის, ყველა სახეობა იშვიათი არაა.

ღირს თუ არა ღანძილის ჭამა – დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან მოდის ღანძილი თქვენს სუფრაზე. ბაზარში დიდი რაოდენობით ღანძილი იყიდება და უცნობია, გამყიდველმა მცენარე თავად გაზარდა თუ არა. თუ ღანძილს არასწორ ადგილას მოჭრით და თავად არ ზრდით, ადრე თუ გვიან, როგორც სახეობა გაქრება. ასე რომ არ მოხდეს, მცენარე საკუთარ ნაკვეთზე უნდა მოიყვანოთ. თესლის ყიდვა პრობლემა არაა, თან უპრეტენზიოა. მცენარის ყიდვისას დაინტერესდით, სად იშოვა გამყიდველმა. რა თქმა უნდა, ადამიანი არ აღიარებს, რომ ტყეში შეაგროვა, თუმცა ინტუიცია ჩართეთ და ნდობაზე ითამაშეთ. იქნებ, გყავთ გამყიდველი, რომელსაც ენდობით. ასე მკითხაობა არ მოგიწევთ!

ღანძილის სარგებელი: როგორ მოვამზადოთ მცენარე – ღანძილი გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე და კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე დადებითად მოქმედებს. მასში შედის ბევრი C, B1, B3, B6, B9, A, E, PP ვიტამინი, ასევე რკინა, კალიუმი, კალციუმი, ფთორი, გოგირდი, მანგანუმი, სელენი, სპილენძი, იოდი და თუთია. ზამთრის შემდეგ, როცა ბევრ ადამიანს ავიტამინოზი აწუხებს, მას დიდი რაოდენობით მიღება სასარგებლოა. მწვანილი ხშირად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მცენარისგან ნაყენს და წვენს, ასევე სახის ნიღბებს აკეთებენ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მაჯაზე ალერგიულ რეაქციაზე დატესტეთ, სანამ გამოყენებას გადაწყვეტთ.

ყველაზე ხშირად ღანძილს კერძების მოსამზადებლად იყენებენ. ამ მწვანილით ბევრი კერძი არსებობს. შეგიძლიათ შეწვათ, მოთუშოთ და მოხარშოთ, ღვეზელსა და პეროგში გამოაცხოთ. დღეს გემრიელი კრემსუპის მომზადებას გთავაზობთ. ახალი ღანძილი ამისთვის საუკეთესოა.

ინგრედიენტები:

  • 2–3 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1300 მლ წყალი ან ბულიონი
  • 150-200 გ ღანძილი და ისპანახი
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხახვი და კარტოფილი გათალეთ. ზეითუნის ზეთში შეწვით. 1 ლ წყალი ან ბულიონი დაუმატეთ. კაროფილი დაუმატეთ, თავსახური დაახურეთ და 15 წუთით ხარშეთ.
  2. ცალკე მწვანილი 300 მლ წყალში ან ბულიონში მოშუშეთ. ისპანახი და ღანძილი ბოსტნეულს დაუმატეთ და რამდენიმე წუთით ხარშეთ. ქურიდან გადმოდგით და ერთიანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. მზადაა!