არომატული ფორთოხლის პასტა პასქაში შეუცვლელი ინგრედიენტია. გასწავლით, როგორ გააკეთოთ

0
1270

რამდენიმე დღის წინ მეუღლემ სამსახურიდან მთელი ყუთი ფორთოხალი მომიტანა. მადლიერმა კლიენტმა აჩუქა. უდავოდ, შესანიშნავია, მაგრამ რა გავაკეთო ამდენი ფორთოხლით? კარგია, რომ საზრიანი მეგობარი მყავს. მასწავლა, რისი გაკეთება შეიძლება ფორთოხლისგან. სააღდგომო დღესასწაულისთვის გამოგადგება. Paparazzi გიამბობთ, როგორ გადააქციოთ ფორთოხალი გემრიელ პასტად, რომელიც შემდეგ სააღდგომო ცომეულს შეგიძლიათ დაუმატოთ. ნამდვილად არ ინანებთ, თუ ასეთ დელიკატესს მოიმარაგებთ.

ინგრედიენტები:

  • 2 დიდი ფორთოხალი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

  1. ეს ერთ ქილაზე გათვლილი რაოდენობაა, მაგრამ თავად რამდენიმეს ვაკეთებ. საოცარი ნამზადია, რომელიც კარგად ინახება და დიდხანს არ ფუჭდება. მომზადება დავიწყოთ.
  2. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ. ცხელი წყალი დაასხით, ბოლოს ცოტა სოდა აიღეთ და ქერქი კარგად გაწმინდეთ. ისიც გვჭირდება, ამიტომ კარგად გარეცხეთ.
  3. ახლა ფორთოხალი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით. შაქარი მოაყარეთ, 20-30 წუთით გააჩერეთ, რომ წვენი გამოვიდეს. თუ ფორთოხალში კურკებია, მოაშორეთ.
  4. ფორთოხალი ქვაბში გადაიტანეთ და საშუალო ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ. ბოლოს ლიმონმჟავა დაუმატეთ. ზედმეტი წვენი გადაასხით, ოდნავ შეაგრილეთ. თავად წვენი არ გადაღვაროთ, ბისკვიტების დასანამად გამოგადგებათ. უბრალოდ ცალკე ქილაში ჩაასხით და მოხუფეთ.
  5. თბილი მასა დააბლენდერეთ. სასურველია, რომ არა ხელის, არამედ ჩვეულებრივი ბლენდერი გამოიყენოთ. მზა პასტა ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. ძალიან დიდხანს ინახება.

უკვე იცით, რა მოამზადოთ ფორთოხლისგან. ასეთი პასტა შეგიძლიათ უბრალოდ პურს წაუსვათ. ძალიან არომატული და გემრიელია. პასქის ცხობისას ცომს დაუმატეთ. 1 ს/კ პასტა 500-700 გრ ფქვილზე დაუმატეთ. ასეთი დანამატით ცომი საოცრად არომატული გამოვა. პრინციპში, ცუკატების ჩანაცვლება შეუძლია, თუმცა პასქა ცუკატებით და პასტით უფრო გემრიელია.