პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი შვილის ისტორიას გვიამბობს.
ყველა ფიქრობდა, რომ ისინი ერთმანეთს იდეალურად შეეფერებოდნენ. როდესაც ჩვენმა ვაჟმა მორიდებული გამხდარი ირინა გაგვაცნო, ის მაშინვე საკუთარი შვილივით მივიღეთ.
დიდრონი აზრიანი თვალები, საკუთარი თავის გამოხატვისა და ღირსეულად ქცევის უნარი, თუმცა ამავე დროს ძალიან მოკრძალებული ჩაცმულობით. პირველი შთაბეჭდილება ისეთი იყო, რომ თითქოს საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო და რაღაცის ეშინოდა. მისი დაცვის სურვილი გაგიჩნდებოდა, მიუხედავად იმისა, თუ რა საფრთხე ელოდა.
ირინა სტუდენტი იყო. მისმა მშობლებმა თავიანთ ქალიშვილზე იზრუნეს და მისთვის ბინა იქირავეს, რადგან საერთო საცხოვრებელში არც კი იცი, რა თავგადასავალი შეიძლება ელოდეს ადამიანს. მათ იმ ბინაში დაიწყეს ცხოვრება, უფრო სწორად, ჩემი შვილი გადავიდა იქ საცხოვრებლად.
ჩემი შვილი უკეთესობისკენ შეიცვალა. უნივერსიტეტშიც ჩააბარა, გარდა ამისა, ავტოგასამართ სადგურზე დამატებითი ფულის გამომუშავებასაც ახერხებდა. მე და ჩემი ქმარი მივხვდით საით მიდიოდა ეს ყველაფერი და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხარჯები შეგვემცირებინა და ქორწილისთვის ფული შეგვეგროვებინა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახალგაზრდებმა რეესტრში განცხადება შეიტანეს. ჩვენი შესაძლებლობების აწონ-დაწონვის შემდეგ, მოკრძალებული წვეულების მოწყობა შევთავაზეთ, მაგრამ ირინას სრულიად განსხვავებული აზრი ჰქონდა.
სად გაქრა მისი მორიდებულობა და დაუცველობა? მან კატეგორიულად განაცხადა, რომ, როგორც პატარძალი, თავად გადაწყვეტდა, რა იყო საჭირო ქორწილისთვის და რა არა. მოთხოვნები საკმაოდ სერიოზული იყო: სერტიფიცირებული ბრილიანტის ბეჭედი იტალიიდან, კაბა ცნობილი დიზაინერისგან, ხელის მოწერა ზღვის სანაპიროზე, ფეიერვერკი და უამრავი სტუმარი.
-ამ ყველაფრის ფულს კი ალექსანდრე იშოვის, ხომ ასეა ძვირფასო? – მიმართა მან ჩემს შვილს.
ჩემმა შვილმა კი ენთუზიაზმის გარეშე უპასუხა:
-კი, რა თქმა უნდა…
ქორწილამდე დარჩენილი ორი თვის მანძილზე ჩემი შვილი ღამითაც მუშაობდა, სწავლასაც დაანება თავი, მაგრამ ჩემი რძლის სცენარის მიხედვით დადგმული ქორწილისთვის ფული მაინც არ ეყო. მას ბანკიდან მოუწია სესხის გამოტანა. გარდა ამისა, ჩემმა შვილმა საკრედიტო ბარათიც აიღო, რათა დამატებითი თანხა გარკვეული პერიოდის განმავლობაში უპროცენტოდ მიეღო.
მთელი იმედი სტუმრებზე და მათ “ინვესტიციაზე” იყო.
მსგავს ქორწილში არასდროს ვყოფილვარ. ირინა შესანიშნავად გამოიყურებოდა, ალექსანდრე აღტაცებული უყურებდა თავის ახალგაზრდა ცოლს, მრავალრიცხოვანი სტუმრებისთვის კი ზღვისპირა პანსიონატში გატარებულმა ორმა დღემ ერთი საათივით გაიფრინა.
ქორწილში მოწვეული სტუმრები მართლაც გულუხვნი აღმოჩნდნენ. როდესაც კონვერტების შიგთავსი შევამოწმეთ, ჩემი შვილი დამშვიდდა და სესხზე აღარ ნერვიულობდა. მე და ჩემმა ქმარმაც დიდი შვება ვიგრძენით, რადგან ჩვენ უკვე მანქანის გაყიდვაზე ვფიქრობდით.
რამდენიმე დღის შემდეგ, დილით ადრე ჩემი შვილის ზარმა გამაღვიძა. დაბნეული მონაყოლიდან გავიგე, რომ ირინა სადღაც გაუჩინარდა ქორწილის ფულთან ერთად, მისი ტელეფონის ნომერი კი მიუწვდომელი იყო. ჩემს შვილს ვთხოვე დამშვიდებულიყო და ნახევარი საათის შემდეგ მათ ბინაში გავჩნდი.
ფაქტიურად ჩემს შემდეგ ირინაც მოვიდა. ოთახში შემოვარდა, ჩემს შვილს აკოცა და იმეორებდა:
-სიურპრიზი! სიურპრიზი! სიურპრიზი!
ჩემი შვილის კითხვაზე, თუ რა იყო ასეთი მღელვარე სიხარულის მიზეზი, მან გვიპასუხა:
-ძვირფასო, ოცნებები ხდება! ჩვენ კრუიზში მივდივართ! ლუქს ოთახი! საგზურები 5%-იანი ფასდაკლებით! ჩემოდნებს ვალაგებთ! საღამოს კი ამ ამბავს რესტორანში აღვნიშნავთ, თანხის რაღაც ნაწილი კიდევ დარჩა!
ალექსანდრემ მეტყველების უნარი დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, მოკლე საუბარი იმაზე, რომ ფული სესხის დასაფარად სჭირდებოდა, სწრაფად გადაიზარდა “საწინააღმდეგო საჩივარში”. შვილის გონივრულ შენიშვნაზე, რომ მსგავსი საკითხები ერთად უნდა წყდებოდეს, რადგან ფული საერთოა, ირინამ თქვა, რომ ეს თანხა მის საკუთრებად უნდა ჩათვლილიყო, როგორც კომპენსაცია საცხოვრებელი ფართისთვის.
მე ჩუმად ვიყავი, გაოგნებული ვიყავი ერთ დროს მოკრძალებული გოგოს მხრიდან ასეთი ღია ღალატით. ჩემი შვილი რაღაცნაირად წელში მოიხარა, ფანჯარასთან დადგა და უთხრა: “როგორც გინდა, ისე მოიქეცი”.
კრუიზში ირინა დედამისთან ერთად გაემგზავრა. ალექსანდრე კი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას, რომელიც საყვარელი მეუღლის დაბრუნებამდე უნდა მიიღოს. მასთან საუბარში მოვისმინე სიტყვა “განქორწინება” და ასევე მოვისმინე ფრაზა: “იქნებ შეიცვალოს”. ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემთვის მის რჩეულთან ურთიერთობა, ნებისმიერ შემთხვევაში, პრობლემური იქნება.