წყვილს სააბაზანო ოთახის რემონტისთვის ფული არ ჰქონდა. მოგვიანებით, თავად გადააკეთეს…

902

ბევრი უფრთხის რემონტს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ამის გაკეთება დმაოუკიდებლად უწევთ. და მაინც, საკუთარი სახლის გადაკეთება ყველას უხარია, რადგან ყოველდღე ხედავენ საკუთარი შრომის შედეგებს.

სერგეიმ და ტატიანამ, ახალგაზრდა რუსმა წყვილმა, გადაწყვიტა თავიანთი ციცქნა, 2 კვ.მ. სააბაზანო გადაეკეთებინა. მათ თითქმის მთელი სამუშაო დამოუკიდებლად შეასრულეს – მხოლოდ ერთხელ მიმართეს დასახმარებლად სანტექნიკოსს, მილების შესაცვლელად.

ძველი აბაზანის, ფილებისა და სანტექნიკის დემონტაჟის შემდეგ, წყვილმა მუშაობის გეგმა მოამზადა. პირველ რიგში, გაიყვანეს მილები და დამოუკიდებლად დააყენეს საშრობი.

წყვილს მოუხდა 1976 წელს აშენებული სახლის კედლების გასწორება, 5-6-სანტიმეტრიანი აცილებების გამო. რაც შეეხება სააბაზანოს, ოჯახმა ფულის დაზოგვა რეზერვუარის დამოუკიდებლად გაკეთებით გადაწყვიტა. მამაკაცის მიერ შედუღებული ჩონჩხი უპრობლემოდ დამონტაჟდა, რის შემდეგაც მოპირკეთებით დაკავდნენ.

აბაზანის ქვემოთ დარჩენილი ცარიელი სივრცე გონივრულად გამოიყენეს: დაუმატეს ორი გამოსაწევი უჯრა ნივთების შესანაახავად, გვერდით კი სპეციალური კარიც დაამაგრეს, სანტექნიკური მომსახურებისთვის.

მინიატურულ ოთახში ადგილის დატოვება შეუძლებელია, ამიტომ სარეცხის მანქანა პირდაპირ ნიჟრის ქვეშ დაამონტაჟეს. ამასთან, თვითონ აბაზანა მოზაიკით გააფორმეს და საკმაოდ ფართოც გამოვიდა – მასში ორი ადამიანი ან საბავშვო აბაზანა თავისუფლად ეტევა.

საცობისა და ბადის პრობლემა სამზარეულოს ნიჟრის სადრენაჟო ხვრელით გადაწყდა. პვქ-ის პანელებით აწყობილი ჭერი აღიჭურვა 3 ჩაშენებული სანათითა და ვენტილატორით. ახლა ოთახი გაცილებით უფრო ტევადი ჩანს.

სააბაზანოს მოწყობას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ. გარდა სივრცის რაციონალური მოწყობისა, უნდა იფიქროთ კარგ განათებაზე, ჰიდროიზოლაციაზე, გამწოვზე… ასეთი ოთახი საკმაოდ საშიშია სველი იატაკის გამო, ამიტომ კარგი იქნება, თუ გათბობიან კაფელზე იფიქრებთ.

მართალია, დიდი ძალისხმევა და შრომა დასჭირდათ, თუმცა მეუღლეები კმაყოფილი არიან თავიანთი ნაშრომით. შეაფასეთ მათი შედეგი თქვენც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს