დაქორწინება რა საჭიროა? დედასთან ცხოვრება უკეთესია

811

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ლევანის ისტორიას გიამბობთ.

ნინომ სადღესასწაულო მაგიდასთან შეკრებილ მეგობრებს მიმართა:

-ძვირფასო სტუმრებო, დღეს უზომოდ ბედნიერი ვარ და მინდა, რომ ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ.

მეგობრები სუნთქვაშეკრულნი ელოდნენ იმის გაგებას, თუ რა მოხდა.

ამ დროს კი ლევანის დედამ განაგრძო:

-ბოლოს და ბოლოს, დადგა ის მომენტი, როდესაც ჩემი საყვარელი შვილი იმ საზიზღარ თეას დაშორდა და ახლა თავისუფალია.

ყველა გაოგნებული იყო, ერთ-ერთმა სტუმარმა კი თქვა:

-ნინო, მაპატიე, მაგრამ მე, მაგალითად, ამ ამბავში სასიხარულოს ვერაფერს ვხედავ. ჩემი სერგო უკვე ოცდათოთხმეტი წლისაა და ცოლი არ ჰყავს, მეგობრებთან ერთად რესტორნებში დადის და ოჯახის შექმნაზე საერთოდ არ ფიქრობს. ჩვენ გვეგონა, რომ მალე შვილიშვილები გეყოლებოდა, შენ კი დღეს გაგვაოგნე.

მეორე მეგობარმა კი შენიშნა, რომ ვაჟი ახლა დედასთან დაბრუნდებოდა, რადგან ის და თეა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

ნინომ გაიღიმა და თქვა, რომ ძალიან კარგია, ახლა ისინი ერთად იცხოვრებენ, ის თავის ბიჭს გემრიელ საჭმელებს მოუმზადებს, ბიჭი კი მას საოჯახო საქმეებში დაეხმარება. და კიდევ, ის თავის შვილს ასწავლის, თუ გამომუშავებული ფული როგორ უნდა დახარჯოს.

ყველა სტუმარი გაკვირვებული დარჩა.

-ნინო, სრულ ჭკუაზე ხარ? შენი შვილი შენი ქმარი ხომ არ არის, ასე როგორ შეიძლება?

-მეგობრებო, თქვენ არაფერი არ გესმით. გეგმა დიდი ხანია შემუშავებული მაქვს. ვიტყვი, რომ ავად ვარ, ლევანი კი ჩემს მოსავლელად მოვა, შემდეგ კი სულ ჩემთან გადმოვა საცხოვრებლად, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, რათა მორიგ ისტორიაში არ გაებას.

უცებ კარები გაიღო და ოთახში ლევანი შემოვიდა. მას სტუმრების სულაც არ მორიდებია და პირდაპირ დედამისს მიმართა:

-დედა, რა ვქნა, თეას გარეშე არ შემიძლია, მე ის მიყვარს. მართალია, ვიჩხუბეთ, მაგრამ ეს ყველასთან ხდება. უფრო მეტიც, მხოლოდ მისი ბრალი არ არის, ჩემი ბრალიცაა.

-მაშ, შენი ბრალიც არის? იქნებ ისიც შენი ბრალია, რომ ის ღამით სადღაც დადის და შენ დედის მოსანახულებლად არ გიშვებს?

-მას ასეთი სამსახური აქვს, ღამის ცვლაც არის. და ის საერთოდ არ მიკრძალავს შენს ნახვას, უბრალოდ იმ საღამოს ორივეს გვინდოდა ერთად ყოფნა.

ნინოს არ გაუჭირდა ავადმყოფი და უძლური ადამიანის როლის მორგება, სავარძელში ჩაჯდა და ისე იქცეოდა ვითომ ცუდად გახდა.

ხაზი უნდა გაესვას საინტერესო ფაქტს, რომ ქალი ოთხჯერ იყო გათხოვილი და ყველა მისი მეუღლე გულით გარდაიცვალა. ამბობდნენ, რომ ნინოს მიჰყავდა ისინი ამ მდგომარეობამდე. ახლა კი ის თავის შვილს გადაეკიდა და არ უნდოდა, რომ ის სხვასთან ყოფილიყო.

დედა დაეხმარა ლევანს, რომ ყველა გოგოს დაშორებოდა, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა თეას გამოჩენის შემდეგ მან მათი დაშორება ვერ შეძლო. თეას თავისი ქმარი უყვარდა და ცდილობდა დედამისის ხრიკებისთვის ყურადღება არ მიექცია. ლევანი და თეა ჩუმად დაქორწინდნენ, მოგვიანებით აცნობეს ყველას, ფაქტის წინაშე დააყენეს.

შვილმა, იცოდა, რომ დედას მის მიმართ სათუთი დამოკიდებულება ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა, რომ პირველ ხანებში დედასთან ეცხოვრათ, სანამ ცალკე ცხოვრების შესაძლებლობა არ გაუჩნდებოდა. მაგრამ დედა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, შვილს ულტიმატუმი წაუყენა – ან მარტო შვილს უნდა ეცხოვრა მასთან, ან უნდა წასულიყვნენ.

ახალდაქორწინებულებმა ფული ისესხეს და ბინა იქირავეს. გავიდა ექვსი თვე და გაირკვა, რომ ლევანი დედასთან დაბრუნებას არ აპირებდა. ნინომ გარკვეული გეგმა მოიფიქრა და მათ ხშირად სტუმრობდა, რაღაც მიზეზით მათი ბინის გასაღებიც კი აიღო.

სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. კვირაში რამდენჯერმე, მთელი დღის განმავლობაში, ნინო მათ ბინას სტუმრობდა, სადაც რევიზიას ატარებდა. როდესაც გასარეცხი ჭურჭელი რჩებოდა, დედამთილი რძალს საყვედურობდა და ბინძურს ეძახდა. თუ ავეჯზე მტვერს დაინახავდა, ამბობდა, რომ ისინი ბეღელში ცხოვრობდნენ.

შემდეგ კი მაცივარზე გადადიოდა. იქ ყველაფერი მავნე იყო, ძეხვი – საწამლავია, რატომ არ ამზადებს საჭმელს რძალი ყოველდღე და ასე შემდეგ.

მაგრამ ამ ნომერმა არ გაამართლა, მეუღლეები შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ და რძალს სხვა გზა არ ჰქონდა, ნინოს კონცერტებისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია. დედამთილი ამაზე არ გაჩერებულა, მეგობრის ქალიშვილი დაითანხმა, რომ ლევანისთვის სასიყვარულო შეტყობინებები გაეგზავნა.

რამდენიმე კვირის შემდეგ იგი ჩვეულებისამებრ ესტუმრა რძალს შვილის არყოფნის დროს და უთხრა, რომ ლევანს ვიღაცასთან რომანი ჰქონდა. მეუღლეებს შორის ხმაურიანი უთანხმოება დაიწყო. დედამთილი ბედნიერებისაგან მეშვიდე ცაზე იყო და თავისი მეგობრები სადღესასწაულო მაგიდასთან შეკრიბა.

როდესაც თეას ბრაზი სძლევდა, დედამთილი ლევანს ეჩიჩინებოდა, რომ აი, მე ხომ გეუბნებოდი, როგორი მოღალატეა, დედა კი არასოდეს გიღალატებს. უბრალოდ იჩხუბეთ და მან კი სახლიდან გამოგაგდო. დედა კი არავითარ შეტყობინებებს არ დაიჯერებდა და ყველაფერის გარკვევას შეეცდებოდა. მას უბრალოდ მიზეზი სჭირდებოდა, როგორც ჩანს ვიღაც გამოუჩნდა, შენ კი აღარ სჭირდები.

ლევანი გაოგნებული იყო მომხდარით. მას დედაც ძალიან უყვარდა და არც თეასთან არ უნდოდა დაშორება.

ლევანმა გადაწყვიტა, რომ თეასთან დაერეკა და მას შეხვედროდა იმ დროს, როდესაც დედამისი მეგობრებთან ერთად მის განშორებას ზეიმობდა.

მათ ისაუბრეს და ჩხუბის დეტალები გაიხსენეს. ბიჭი ამბობდა, რომ არ იცნობდა გოგონას, რომელიც შეტყობინებებს გზავნიდა. თეას კი უცნაურად მოეჩვენა ის, რომ სწორედ დედამთილმა უთხრა გოგონას, სად უნდა მოეძებნა ღალატის მტკიცებულება. ბიჭს არ სურდა იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი დედამისმა მოაწყო და გადაწყვიტა მასთან წასულიყო ყველაფრის გასარკვევად.

ნინომ თავი მოიავადმყოფა, მისმა მეგობარმა კი ლევანს სიმართლე უთხრა, სმს-ით დაწყებული, ცრუ ავადმყოფობით და დღესასწაულის მიზეზით დამთავრებული.

დედამ შვილსა და მეგობარს შორის საუბარი მოისმინა, სწრაფად გამოჯანმრთელდა და შვილისთვის ბოდიშის მოსახდელად გაიქცა.

ლევანმა დედას აპატია, მაგრამ ნივთები შეაგროვა, თავისი ბინის გასაღები გამოართვა და ცოლთან წავიდა. ამ ყველაფრის შემდეგ ვაჟი დედას იშვიათად სტუმრობს და იშვითად ურეკავს.

თეას ნინოს ნახვა არ სურს, მაგრამ გოგონამ თავის დედამთილს აპატია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს