ჩვენს დროში 16 წლისას ურთიერთობით თითქმის ვერავის გააკვირვებთ. უფრო მეტიც. მახსოვს, ჩემმა კლასელებმა ჯერ კიდევ მე-5 კლასში შეხვედრა დაიწყეს. 16 წელი სიყვარულის შესწავლის დასაწყებად შესაფერისია. საკითხავია, რამდენად მზადაა მოზარდი ამისთვის. მშობლებთან შვილებთან მნიშვნელოვან თემებზე საუბარი მომავლისთვის არ უნდა გადადონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მალე ბებია ან ბაბუა შეიძლება გახდნენ. ეს, როგორც ცნობილია, უმჯობესია დაგეგმილი იყოს.
„ჩემს მშობლებს არასდროს აუხსნიათ, რა არის სიყვარული და როგორ იწყებენ ადამიანები ურთიერთობას. ამ მხრივ განათლება არ მიმიღია. საბედნიეროდ, საკუთარი ტვინი მეყო, რომ 18 წლის ასაკში სახლში ორსულობის ტესტი ორი ზოლით არ მიმეტანა. უკვე 40 წლის ვარ და ვაჟი მყავს. ახლახანს გამოაცხადა, რომ შეყვარებული ჰყავს. შემეშინდა. ადრე ხომ არაა ურთიერთობის დაწყება 16 წლის ასაკში? ვნერვიულობ! ვიცი, რომ ჩემი შვილი სულელი არაა, მაგრამ ვფიქრობ, რამდენად განსხვავდებიან თანამედროვე მოზარდები ჩვენი თაობისგან. ვუთხარი, რომ მისი შეყვარებულის გაცნობა მინდოდა. პაატა ჯერ მზად არაა. ეს უფრო მანერვიულებს. იქნებ კარგი ოჯახიდან არაა? სად მუშაობენ მისი მშობლები? სად გაიცნეს ერთმანეთი? ბევრი კითხვა მაქვს და ცოტა პასუხი. ვიმედოვნებ, ჩემი შვილი სისულელეს არ გააკეთებს!“
რჩევა მოზარდის დედისთვის – მიღებული ინფორმაცია საკმარისია, რომ რამდენიმე დასკვნა გავაკეთოთ. პირველ რიგში, ქალი ამბობს, რომ მშობლებს მასთან საგანმანათლებლო საუბარი არ ჰქონიათ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს იმავე გზას გადის, როცა მოზარდ ბიჭთან არ განიხილავს, რა არის ურთიერთობა გოგოსა და ბიჭს შორის. მეორეც, ქალი შიშობს, რომ ვაჟის ცხოვრებაში შეყვარებულის გამოჩენა მათ დაშორებას გამოიწვევს. სხვა სიტყვებით, ბავშვთან კონტაქტის დაკარგვის ეშინია. ამ მიზეზით უცნობ გოგოზე უსიამოვნო ფიქრები არ ასვენებს.
წარმოვიდგინოთ, რომ ნამდვილად არც თუ ისე კარგი ოჯახიდან არის. რა მნიშვნელობა აქვს ამას, თუ საქმე პაატას და ამ გოგოს გრძნობებს ეხება? როგორც ჩანს, მოზარდის დედა სტერეოტიპული აზროვნების მსხვერპლია. რა უნდა გააკეთოს? უმჯობესია, შვილზე ზეწოლა არ მოახდინოთ და გოგონას გაცნობის სურვილი თავს არ მოახვიოთ. კიდევ ერთი უსიამოვნო მომენტი, ბავშვთან საუბარი. ფრთხილად უნდა შეახსენოთ, რომ 16 წლისას ურთიერთობა საპასუხისმგებლოა. თუ ახლო ურთიერთობა ექნებათ (ეს მოსალოდნელია), დაცვის საშუალებაზე უნდა იზრუნონ. მომავალში ვაჟის და მისი შეყვარებულის საქმეებზე თქვენი ინტერესი ფრთხილად წარმოაჩინეთ. რაღაც მომენტში თავად ისურვებს, რომ შეყვარებული მშობლებს გააცნოს.
16 წლისას სიყვარულის კუთხით საკუთარი თავის და სხვა ადამიანების შეცნობა ნორმალურია. ამ საკითხში ბევრი რამ დამოკიდებულია ბავშვის აღზრდაზე, მის გარემოზე. სხვა სიტყვებით, როგორი ბექგრაუნდი აქვს. მშობლებმა ყველა თემა დროულად უნდა განიხილონ და იმედი არ ჰქონდეთ, რომ ამას მათ ნაცვლად სკოლა გააკეთებს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ყველაფერი სავალალოა. ადრეულ ასაკში ყველა არასასურველი ორსულობა ხდება იმის გამო, რომ მშობლები და მასწავლებლები ამ სფეროს შეცნობის მომენტს უგულებელყოფენ. მოზარდები ჯერ თეორიას უნდა გაეცნონ და შემდეგ გადავიდნენ პრაქტიკაზე, საკუთარი თავი შეიცნონ.