რამდენიმე რამ, რაც მოწიფულ ქალებს ასაკს მატებს

0
893

ჩემს მეგობრებს პატარა ქალიშვილი ჰყავთ. მას დედის კოსმეტიკის ჩანთაში ჩახედვა, კარადაში შეძრომა და ყველაფრის გამოლაგება უყვარს. ქუსლიან ფეხსაცმელებზე განსაკუთრებით გიჟდება. კითხვაზე, რამდენი წლისაა, სერიოზულად პასუხობს: „უკვე 5 წლის ვარ!“. შენიშვნაზე, რომ ამდენს ვერ მისცემთ, კეკლუცობს: დიახ, ახალგაზრდულად გამოვიყურები!“. ბებიის შემხედვარე ხვდები, საიდან ისწავლა ეს. ახალგაზრდულად გამოიყურება, ხშირად დედად მიიჩნევენ. ჩვენ ჯერ კიდევ პატარა მოდელის დიდ ბებიას არ ვიცნობდით. როცა ეს ქალი გავიცანით, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით: ლამაზი, მოდური, გაგიჭირდებათ, ბებია დაუძახოთ. მისგან ბევრი რამ შეგიძლიათ ისწავლოთ!

უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები – სწორედ ამ ქალმა რამდენიმე საყოველთაოდ მიღებული მოსაზრება გააქარწყლა.

  1. თუ სახეზე ბევრ კოსმეტიკას წაისვამთ, ტონალურის სქელი ფენის ქვეშ ყველა ნაოჭს დამალავთ და უფრო ახალგაზრდულ იერს მიიღებთ. თუმცა რაც უფრო მეტ პუდრს წაისვამთ, ღრმა ნაოჭები უფრო გამოიკვეთება. ფერადი კოსმეტიკა ახალგაზრდა სახესაც ასაკს მატებს. მსუბუქი მაკიაჟი თქვენს სტილს მიმზიდველს და ახალგაზრდულს გახდის. კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებაში ზომიერება უნდა იცოდეთ.
  2. მოკლე ვარცხნილობა ქალს აახალგაზრდავებს. თუ ულტრამოკლე ვარცხნილობას გაიკეთებთ, ვიზუალურად ათ წელს მოიკლებთ. უდავოდ, ასეთი კარდინალური მეთოდი იმოქმედებს, თუ ახალგაზრდობაშიც მოკლე ვარცხნილობა გიხდებოდათ. თუ ახალგაზრდობაში მხოლოდ გრძელი თმა გიხდებოდათ, ასაკში პრობლემები გამწვავდება: თმის შეჭრა ყველა ნაკლოვანებას გააშიშვლებს.
  3. თუ მოზარდივით ჩაიცვამთ, გაახალგაზრდავდებით. თუ მოწიფულ ასაკში მოზარდივით ჩაიცვამთ, ბებიას დაემსგავსებით, რომელმაც ნივთები შვილიშვილისგან ისესხა. სამაგიეროდ, ქუჩაში ნამდვილად შემოგხედავენ. ნივთები, რომელშიც სკოლის მოხუც ბიბლიოთეკარს დაემსგავსებით, უარი თქვით. ნაკეცები სოლიდურ ასაკს მხოლოდ შეგმატებთ. მოდურად და გემოვნებით ჩაიცვით!
  4. ახალგაზრდული ტრენდები ასაკის დამალვაში დაგეხმარებათ. ახალგაზრდული ხრიკები ასაკს ვერ დამალავს, პირიქით, უფრო წარმოაჩენს. არ დაგავიწყდეთ, ახალგაზრდული ნივთები ხშირად მოკლე, ვიწრო, უსახელო და წვრილ თასმებზეა. არც თუ ისე იდეალური ფორმების დამალვის ნაცვლად მის ნაკლოვანებებს ხაზს გაუსვამთ. მძივები და ბზინები მოზარდებს დაუტოვეთ, თუ სცენაზე არ გამოდიხართ.
  5. ასაკოვანმა ქალმა მუქ ფერებს თავი უნდა აარიდოს და აქცენტი არ გაამახვილოს ტანსაცმელზე, რადგან ეს დააბერებს. რა თქმა უნდა, თუთიყუშივით არ უნდა გამოეწყოთ. აი, ერთ ფერში, ზომიერად ნათელი ელემენტები ტანსაცმელში ხელს არ შეგიშლით. მუქი კეთილშობილური ფერი სტილს ხაზს გაუსვამს. ასაკთან ერთად ქალის სილამაზე ძველ ფოტოსავით ქრება. თუ ამას ნაცრისფერ, გახუნებულ ფერს დაუმატეთ, უხილავ სტილს შექმნით, რომლის შემჩნევა რთულია.
  6. სწორი სქელი წინამო თვალებამდე სახეს აახალგაზრდავებს. ასეთი წინამო შუბლზე ნაოჭებს ნამდვილად მალავს. ამავდროულად, აქცენტს აკეთებს დაღლილ თვალებზე, სახეს ამრგვალებს, მის ქვედა ნაწილს უფრო ამძიმებს. შუაზე გაყოფილი წინამო თქვენს სტილს გაახალგაზრდავებს, მსუბუქ დაუდევრობას და რომანტიკას შემატებს.