ცოლს დააშორა, მაგრამ ბედნიერება ვერ მოიპოვა. როგორ ვერ შეიყვარა დედამთილმა თავისი რძალი

2505

რა თქმა უნდა, ნებისმიერი დედისთვის საკუთარი შვილი მთელ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოა, მაგრამ ზოგიერთი დედა ნამდვილად გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ შვილს. სწორედ ამ თემას ეხება პაპარაცის დღევანდელი სტატია.

ოჯახური ცხოვრების დასაწყისი

როდესაც ვალერის და ირინას ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდათ, მათ ეგონათ, რომ ოჯახური ცხოვრება უღრუბლო და ფერადი იქნებოდა. ქორწილის შემდეგ, ახალგაზრდებს მშობლებმა სახლი აჩუქეს, სადაც ისინი მაშინვე გადავიდნენ საცხოვრებლად. ყველაფერი ისე იყო, როგორც ზღაპარში. გოგონა ძალიან მალე დაორსულდა. თავიდან დედამთილი ირინას საკმაოდ ნორმალურად ექცეოდა, მთლად ისე არა, როგორც საკუთარ ქალიშვილს, მაგრამ არც ეჩხუბებოდა.

მკვეთრი ცვლილებები

ირინას ქალიშვილი შეეძინა და ამის შემდეგ დედამთილი სულ სხვა ადამიანად იქცა. ქალი ნებისმიერი მიზეზით აწუხებდა ახალგაზრდა ოჯახს, ყველაზე მეტად კი ირინა ზარალდებოდა, რადგან ვალერი იდეალური ქმარი იყო, რომელიც უკეთეს ცოლს იმსახურებდა. ასე რომ, ირინა ღებულობდა შენიშვნებს ხან იმის გამო, რომ ბავშვს არასწორად ზრდიდა, ხან იმის გამო, რომ ცოტას და ცუდად ამზადებდა, ხან ქმარს არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. დედამთილს ჩვევად ექცა მათთან გაფრთხილების გარეშე მისვლა, ის ნებას აძლევდა საკუთარ თავს, რომ კარადები, მაცივარი შეემოწმებინა და მომზადებული საჭმელი დაეგემოვნებინა.

ერთ-ერთი პირველი სერიოზული კონფლიქტი

რა თქმა უნდა, გოგონა სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა, იმის გამო, რაც ხდებოდა. ოჯახში სულ უფრო ხშირად ხდებოდა უთანხმოება და ჩხუბი. ამ დროს დედამთილს უხაროდა, რომ ახალგაზრდებს შორის უთანხმოების ჩამოგდება შეძლო და ცეცხლზე ნავთის დასხმას ჩქარობდა. განქორწინების მიზეზად ის იქცა, რომ ვალერიმ, მორიგი ჩხუბის დროს, დედა დაიცვა, ცოლი კი მხარდაჭერისა და დაცვის გარეშე დატოვა.

განქორწინება

ირინამ ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და სხვა გზა აღარ დარჩენოდა, გარდა განქორწინებისა. ამ დროს არც დედამთილი მჯდარა გულხელდაკრეფილი, მან თავისი ბუნება ბოლომდე გამოავლინა. ის ოჯახში განხეთქილებას თესავდა და ირინას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა. მან შვილი იმაშიც კი დაარწმუნა, რომ უარი ეთქვა თავისი ქალიშვილის ნახვაზე. ირინა ცდილობდა დედამთილისთვის იმის ახსნას, რომ ბავშვი არაფერში დამნაშავე არ იყო და მამამისი ენატრებოდა, რაზედაც ქალი პასუხობდა, რომ ვალერის შვილი ჯერ დაბადებულიყო.

ირინა ამ სიტყვების გამო გაოგნებული იყო, ამიტომ ის ამ ოჯახს აღარ ეკონტაქტებოდა, ის და ბავშვი მათი ბინიდან გადავიდნენ.

გეგმები ახალი ცხოვრებისთვის

დედამთილის გეგმა შესრულდა. მან მოახერხა და სასურველს მიაღწია, ახლა მისი საყვარელი ვაჟი თავისუფალია და ცოლ-შვილით არ არის დამძიმებული. ქალს ეძინა და ესიზმრებოდა, თუ როგორ გამოჩნდებოდა სწორედ ის გოგონა, რომელიც ასეთი მამაკაცის ღირსი იყო. თუმცა მსურველები რატომღაც არ ჩანდნენ.

როგორც გაირკვა, ვალერი ლოთი იყო. ის გამუდმებით სვამდა, მაგრამ დედამთილმა ირინას ამის შესახებ ქორწილამდე არ შეატყობინა, გოგონა კი გონივრულად იქცეოდა და არავის არაფერს არ ეუბნებოდა. ამიტომაც ავლენდა ირინა მკაცრ და უხეშ ხასიათს თავისი მეუღლის მიმართ. ახლა კი ვალერიმ თავისუფლება მოიპოვა ვალდებულებისგან, მას არავინ ეჩხუბებოდა, დედამისი კი ინახავდა. იდეალური ცხოვრება აქვს, ახლა რის გამო სვამს?

ისტორიის სევდიანი დასასრული 

ორმოცდაათი წლისთვის ვალერი უკვე 100%-ით ალკოჰოლიკი იყო. გარდა შემთხვევითი ურთიერთობებისა, სასმელის კომპანიონებისა და მუდმივი ნაბახუსევის გარდა, მის ცხოვრებაში კარგი არაფერი ყოფილა. ისეთი გულწრფელი ადამიანი, როგორიც მისი ყოფილი ცოლი იყო, მას აღარ შეხვედრია და აღარც შვილები გასჩენია. ასე დარჩა მარტო. დედამთილი მხოლოდ ახლა მიხვდა, თუ როგორი შეცდომა დაუშვა. ამ დროს უკვე თავისთვის უნდა ეცხოვრა და თავისი შვილიშვილით უნდა ეხარა, მაგრამ მას მოდუნების დრო არ აქვს – ვალერი უმუშევარია და მას გამოკვება სჭირდება.

სამაგიეროდ, მან მოახერხა და ის თავის ცოლს დააშორა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს