ცხოვრების სასტიკი გაკვეთილები. როგორ ცდებოდა იგი, როდესაც ცოლს საყვარელს ადარებდა

0
891

ცხოვრება ასეთია, საჭირო დროს საჭირო გაკვეთილს გვაძლევს იმის გასაგებად, თუ ვინ – ვინ არის.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთი ცოლ-ქმრის ისტორიას გიამბობთ.

მამაკაცმა ცოლს ჰკითხა, სად იყო იგი, ქალმა კი მშვიდად უპასუხა, რომ დედასთან იყო სტუმრად. ქმარმა შენიშნა, რომ ბოლო დროს ის ხშირად იკარგებოდა და ყოველ ჯერზე პასუხი ერთი და იგივე იყო: დედასთან ვიყავი. ცოლი დუმდა.

მამაკაცმა ბრალი დასდო მას უხასიათობაში, გულგრილობაში, რადგან ის ადრე ასე არ იქცეოდა. ხუთი წლის შემდეგ ცოლის ამ საქციელმა ის მდგომარეობიდან გამოიყვანა. ერთ დღეს კი მან თქვა:

-იქნებ ვინმე უფრო ყურადღებიანი ვიპოვო?

რაზეც ცოლმა უპასუხა:

-როგორც გინდა. – და მაგიდის გაშლა განაგრძო.

ამ პასუხით მან მამაკაცი ძალიან გააკვირვა, რის შემდეგაც ის წავიდა. ამის შემდეგ მან თავის საყვარელს დაურეკა. ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ და მამაკაცი მისი საყვარელი ყვავილების, ბორდოსფერი ვარდების საყიდლად წავიდა.

გზად შეამჩნია, რომ გზაჯვარედინზე საშინელი ავარია მომხდარიყო. ყველაზე მეტად მამაკაცი დაზარალდა, მან ფეხი დაკარგა… მის გვერდით ქალი იყო, რომელიც ტიროდა და ღმერთს ევედრებოდა, რომ ქმარი გადარჩენილიყო. ნანახმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინა და ის კლინიკაში წავიდა, სადაც მისი მეგობარი მუშაობდა.

მეგობრის კაბინეტში შევიდა და თავისი უჩვეულო იდეის შესახებ უამბო. მამაკაცს თავისი საყვარლის გამოცდა უნდოდა. მეგობარი მაშინვე ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე, მაგრამ როდესაც მამაკაცმა უთხრა, რომ მას ცოლის გარდა საყვარელიც ჰყავდა, ის გაოგნდა.

ის დათანხმდა დახმარებას ამ უცნაურ გამოცდაში და ამავდროულად,
მამაკაცს სულელი უწოდა, რადგან ის თავის მეუღლეს არ აფასებდა, რომელიც ნამდვილად საუკეთესო ადამიანი იყო.

მეგობარს დაევალა, რომ საყვარელთან დაერეკა და ეთქვა, რომ მამაკაცი ავარიაში მოხვდა და მას ფეხი მოკვეთეს. რაზეც საყვარელმა უპასუხა:

-მაპატიეთ, მოსვლა არ შემიძლია. ამას გარდა, ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ. უკეთესი იქნება, თუ მის ცოლს დაურეკავთ. მე კი, ნუ შემაწუხებთ, გთხოვთ.

მან ტელეფონი გათიშა.

მამაკაცმა ყველაფერი მოისმინა და საყვარლის პასუხით გაოგნებული დარჩა.

მეგობარმა მამაკაცის დათრგუნული მდგომარეობა შენიშნა და ცოლის გამოცდაც შესთავაზა.

მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ მის ცოლს მისი თავი დიდი ხანია აღარ აინტერესებდა, ამიტომ ფიქრობდა, რომ ასეთი რამის მოსმენის შემდეგ მას მიატოვებდა. მაგრამ ის მაინც დათანხმდა.

ექიმმა მის ცოლს დაურეკა. უთხრა, რომ ირაკლი ავარიის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ცოლი შეწუხდა, იკითხა ცოცხალი იყო თუ არა ირაკლი.

ექიმმა უპასუხა, რომ ის ცოცხალი იყო, მაგრამ კომაში იყო.

ირაკლის მეუღლე მაშინვე მივიდა საავადმყოფოში.

მეგობარმა ირაკლის ჰკითხა, ნუთუ ეს არ იყო მისთვის საკმარისი? ცოლი მზადაა მასთან გამოფრინდეს.

თუმცა ირაკლი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ცოლი არ მიატოვებდა, როდესაც გაიგებდა, რომ მისთვის ფეხი უნდა მოეკვეთათ.

მიუხედავად ამისა, მამაკაცს შერცხვა იმის გამო, რომ საყვარელს უფრო მეტად ენდობოდა, ვიდრე თავის ცოლს.

ნინო ქმრის პალატაში შევიდა, მას მივარდა, ატირდა და ხელები დაუკოცნა.

-საყვარელო, ძვირფასო, გევედრები, გონს მოდი. არ შეწყვიტო ცხოვრება, მე შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ძვირფასო, ბოლო დღეებში ასე ჩუმად, უხასიათოდ და გულგრილად მხოლოდ იმიტომ ვიქცეოდი, რომ ვიღაც ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ თქვენ ერთად ხართ. მე არ მეყო ძალა იმისთვის, რომ მიმეტოვებინე, მაგრამ ისეთი განადგურებული და დაბნეული ვიყავი… დედასთან არ წავსულვარ, დროს ჩვენს საყვარელ და დასამახსოვრებელ ადგილებში ვატარებდი. მე შემიძლია ყველაფერი გაპატიო და გაგიშვა, თუ შენ ასე გინდა… მთავარია ცხოვრება არ შეწყვიტო!

ირაკლიმ ვეღარ მოითმინა, წამოდგა და ცოლს ჩაეხუტა.

„ძვირფასო! გთხოვ, მაპატიე ყველაფერი, ბრმა ვიყავი… ძალიან ადვილად დავივიწყე ყველაფერი, რის გამოც ასე ძალიან გაფასებდი და მიყვარდი. ახლა კი, დღესავით ნათელი გახდა, რომ შენ ხარ ჩემი ერთადერთი, ჩემი რწმენა, ჩემი იმედი და სიყვარული, ჩემი ცხოვრების აზრი… შენ ყოველთვის მეხმარებოდი და ყოველთვის გესმოდა ჩემი. გთხოვ, მაპატიე ყველაფერი, ვფიცავ აღარასოდეს მოგაყენებ ტკივილს. აღარასოდეს აღარ გაგიშვებ არსად…