თავსატეხების და რთული ამოცანების ამოხსნა საინტერესო და სასარგებლოა. ადამიანი არასტანდარტული ამოცანების ამოხსნისას ორიგინალურ პასუხებს ეძებს და უჩვეულოდ აზროვნებს. ნამდვილად გამოადგება ყველას, ვინც ყოველდღიური რუტინით დაიღალა. Paparazzi რამდენიმე ამოცანას ხრიკებით გთავაზობთ. გამოავლინეთ საზრიანობა და ყურადღების უნარი, რომ ამოცანების ამოხსნა შეძლოთ. შეამოწმეთ თქვენი ძალები.
რთული ამოცანები
- ზოომაღაზიაში გალიაში იყო სამი კურდღელი. სამი გოგონა მოვიდა და თითოეულმა კურდღელი მოითხოვა. ვერაფერს გახდებოდი, თითოეულ სტუმარს თითო კურდღელი მიყიდეს. ამის შემდეგ გალიაში 1 კურდღელი მაინც დარჩა. ეს როგორ?
- მეორე ამოცანის პირობაში ვკითხულობთ, რომ მერის მამას ხუთი ქალიშვილი ჰყავს: ჩაჩა, ჩიჩი, ჩეჩე და ჩოჩო. გამოიცანით უფროსი ქალიშვილის სახელი.
- ვის აქვს უნარი ასწიოს როგორც კუ, ასევე ცხენი? შეძლებთ ამ ადამიანის პროფესიის გამოცნობას? საიდან აქვს ასეთი ზებუნებრივი ძალა?
- რთულ ამოცანაზე გადავიდეთ. ცნობილია, რომ ვიღაც ქალი წავიდა სუპერმარკეტში, სადაც შეიძინა 35 ვაშლი და ხილი ორ კალათაში ჩააწყო. შენიშნა, რომ თუ პირველი კალათიდან მეორეში გადაიტანს იმდენს, რამდენიც მეორე კალათაში თავიდან იყო, მაშინ პირველ კალათაში მაინც 3–ით მეტი ვაშლი იქნება, ვიდრე მეორეში. რამდენი ვაშლი იყო თავიდან თითოეულ კალათაში?
- ველოსიპედების მაღაზიაში რიგი დგას. ორბორბლიანი ტრანსპორტის ყიდვა სურს ნინოს, მარის, დათოს, გიორგის და ლევანს. ცნობილია, რომ ნინო დგას მარის წინ, მაგრამ გიორგი მათ წინაა. ასევე ცნობილია, რომ დათო და გიორგი ერთმანეთის გვერდით არ დგანან, ხოლო ლევანი არც დათოს, არც ნინოს და არც გიორგის გვერდით არ დგას. რა თანმიმდევრობით დგას ეს ხუთეული?
პასუხები:
- სინამდვილეში, პასუხი მარტივია. ერთ–ერთმა გოგონამ კურდღელი გალიასთან ერთად მიიღო.
- ყურადღებიანი მკითხველი შეამჩნევს, რომ ამ კაცის მეხუთე ქალიშვილს მერი ჰქვია. უნდა აღიაროთ, უცნაურია უფროსი ქალიშვილისთვის მერის დარქმევა, ხოლო ოთხი უმცროსისთვის ჩაჩა, ჩიჩი, ჩეჩე და ჩოჩო.
- ვისაც ჭადრაკი უთამაშია, იცის, რომ ჭადრაკის დაფაზე არის როგორც ცხენები, ასევე კუები. ნებისმიერი მოჭადრაკე თამაშში ამ ფიგურებს ოსტატურად იყენებს.
- გასაგებია, რომ თავიდან მეორე კალათაში გაცილებით ნაკლები ვაშლი იყო, ვიდრე პირველში. თუ მეორე კალათაში ვაშლების რაოდენობა გაორმაგდება, პირველში მაინც 3-ით მეტი დარჩება. გამოდის (35 – 3) ÷ 2 = 32 ÷ 2 = 16 ვაშლი გახდა მეორე კალათაში, ანუ თავიდან კალათაში იყო 16 ÷ 2 = 8 ვაშლი. პირველ კალათაში თავდაპირველად იყო 35 – 8 = 27 ვაშლი.
- ყველა მყიდველი რიგში ერთმანეთის გვერდით დგას, მაგრამ მათი თანმიმდევრობის დასადგენად დაფიქრება მოგიწევთ. თუ ლევანი არც დათოს, არც გიორგის და არც ნინოს გვერდით არ დგას, გამოდის, რომ მხოლოდ მარის გვერდითაა. ამ შემთხვევაში, ლევანი რიგის ბოლოში ან დასაწყისშია. ვინაიდან მარის წინ უკვე დგას ნინო, ხოლო ლევანი მარის შემდეგაა, გამოდის რიგის ბოლოშია. ასე ვიღებთ, რომ ლევანი მეხუთეა, ხოლო მარი მეოთხე. დათო და გიორგი ერთმანეთის გვერდით არ დგანან. რომელიღაც მათგანი ან პირველია ან მესამე. ამ შემთხვევაში ნინო მათ შორისაა. ის მეორეა. პირობიდან ვიცით, რომ გიორგი ნინოს წინ დგას. გამოდის გიორგი პირველია, ნინო მეორე, დათო მესამე, მარი მეოთხე და ლევანი მეხუთე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს