ერთ-ერთი ფრენისას, დეპუტატს გვერდით ერთი პატარა გოგონა მიუჯდა. მან წიგნი ამოიღო და კითხვის დაწყება სურდა, რა დროსაც მამაკაცი მისკენ შებრუნდა და საუბარის დაწყება შესთავაზა, რათა დრო უფრო სწრაფად გასულიყო. გოგონამ ჰკითხა, კონკრეტულად რაზე სურდა დეპუტატს საუბარი.
მამაკაცმა უთხრა, რომ კონკრეტული თემა არ ჰქონდა შერჩეული, მაგრამ შეიძლებოდა ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა გლობალური დათბობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა…
გოგონამ აღიარა, რომ ყველა თემა ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ დასაწყისისთვის მან დეპუტატს შესთავაზა, რომ ერთ კითხვაზე გაეცა პასუხი:
-ცხენები, ძროხები და ირმები ერთსა და იმავე საკვებს ჭამენ – ბალახს. მაგრამ ირმების ფეკალიები ბურთულებს წააგავს, ძროხებისა – ბრტყელ “კატლეტებს” და ცხენებისა კი – გროვებს. ყურადღება! კითხვა: რა არის ამის მიზეზი?
კაცი გაოცებული იყო, ცოტა ხანს დაფიქრდა და უთხრა, რომ პასუხი არ იცოდა.
გოგონას კი პასუხი ჰქონდა. მან უთხრა:
-მართლა ფიქრობთ, რომ რაიმე წარმოდგენა გაქვთ გლობალური დათბობის, ჯანდაცვისა და ეკონომიკის შესახებ? თქვენ ხომ “ფეკალიების” შესახებაც კი არ იცით არაფერი!
ამის შემდეგ ის შებრუნდა და წიგნის კითხვა განაგრძო.