თანამედროვე სამყაროში არ არსებობს განსაკუთრებული სტერეოტიპები, ზუსტად როდის არის საჭირო და მნიშვნელოვანი, რომ გახდე დედა. ხშირად გვხვდებიან ქალები, რომლებიც შვილებს მოწიფულ ასაკში აჩენენ. ქალებს ძალიან სურთ დედობის გამოცდა, ამით გამოწვეული მთელი სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნება. ზოგიერთი წყვილი წლების მანძილზე ელოდება იმას, რომ ეს სასწაული მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა მცდელობა უშედეგოა. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც უმართლებთ და მართალია საკმაოდ გვიან ასაკში, მაგრამ მაინც ესმით სიტყვები: “თქვენ ორსულად ხართ!”
ხშირად ექიმები არ ურჩევენ ქალებს ბავშვის მოწიფულ ასაკში გაჩენას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არ ითვალისწინებს აკრძალვებსა და უკუჩვენებებს და ბავშვის გასაჩენად ემზადება. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ქალები ბევრნი არიან.
ერთ-ერთი მათგანი ანეგრეტ რაუნინგია. მან შვილის გაჩენის გადაწყვეტილება სამოცდათხუთმეტი წლის ასაკში მიიღო. იმ დროისთვის ქალს უკვე ცამეტი შვილი ჰყავდა. უმცროსი ქალიშვილი ათი წლის იყო, უფროსი შვილი კი – ორმოცდაოთხის. გარდა ამისა, ქალი შვიდი შვილიშვილის ბებია იყო.
ანეგრეტი ინ ვიტრო განაყოფიერების მეშვეობით დაორსულდა. ექიმები ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, რადგან მას ორსულობის უკუჩვენება ჰქონდა (ასაკის გათვალისწინებით), მაგრამ მომავალი დედის გადარწმუნების ყველა მცდელობა უშედეგო იყო.
ქალი ადგილობრივ სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელია. ის თავის შვილებს თავად ზრდის და თავად უზრუნველყოფს ყველაფრით, ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ სულაც არ გაუჭირდებოდა, თუ ოჯახს კიდევ ერთი ბავშვი შეემატებოდა. თუმცა, ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ერთი ბავშვის ნაცვლად, ერთდროულად ოთხი ბავშვი დაიბადებოდა.
ანეგრეტი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე ხანდაზმული დედა, რომელმაც ერთი მშობიარობისას ოთხი შვილი გააჩინა. ამ დროისთვის რაუნინგი თავის 4 ტყუპს ზრდის, რომლებიც ახლა 3 წლისები არიან. დედას ბავშვების გაზრდაში უფროსი შვილებიც ეხმარებიან.