დედამთილმა რძალს წერილი მისწერა

732

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ წერილს, რომელიც დედამთილმა რძალს მისწერა.

იცით, ძვირფასო, მე გაოგნებული ვარ ასეთი ცუდი ტონით.

თქვენი შორეული სოფლიდან ჩვენს სახლში, მხოლოდ და მხოლოდ, სამედიცინო ჩვენებების გამო წამოგიყვანეთ.

ჩვენ ვართ სტოლბიცერების ოჯახი, ქორწინებამდე მქონდა გვარი იოფე. თუ ამ გვარის შესახებ გსმენიათ, მაშინ გეცოდინებათ, რა საშინელებაა, როდესაც პირზე ხელისგულს იფარებთ და ჩვენს მიშიკოს საშინელ რაღაცეებს ჩას​​უჩურჩულებთ მის ბიძაშვილზე – იზოლდაზე. მას პირადი ცხოვრება არ აეწყო, ის მეცნიერებათა კანდიდატი გახდა და არა ტყის დაცვის კოლეჯის კურსდამთავრებული, მან სამი ენა იცის, სპეციალური სკოლა აქვს დამთავრებული და სილიკონის მკერდი არ გაუკეთებია, თქვენგან განსხვავებით, რომელმაც ჩვენივე ფულით, სარძევე ჯირკვლების ნაცვლად ორი ნესვი ჩაიკერა და ის პირველივე შემხვედრს საწოლში არ უხტება, თქვენგან განსხვავებით.

მისი დახვეწილი ბუნების წყალობით, მან ფორტეპიანოზე დაკვრა და სალსას ცეკვა ისწავლა და არა უკანალის ქნევა და ყველას ცდუნება, ვინც კი მოძრაობს.

ჩვენი მიშიკო თქვენს ხაფანგში გაება, რადგან არავინ არ ჰყავდა, ვისაც შეგადარებდათ. ის თვითმკვლელობით იმუქრებოდა, რითაც გვაიძულა, რომ თქვენნაირი მონსტრი ჩვენს სახლში შემოგვეყვანა.

ვერ დაგიმალავთ, რომ გენეტიკის გამოსწორება გვსურს, შვილიშვილები გვინდა და მხოლოდ ფერმის პროდუქტებს გაჭმევთ, თქვენ კი ღვინოს სვამთ და წყლულის განვითარებას აჩქარებთ ჩიფსებისა და შოკოლადის ჭამით.

თუ გგონიათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ უხამსობის ატანას, ძალიან ცდებით, ერთი ფეხის ამოკვრით გაგაგდებთ. ნუ იჩქარებთ და ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს, ჩემი ანგელოზური გარეგნობიდან გამომდინარე.

ან ჩვენი წესებით დაიწყებთ ცხოვრებას, ან აქედან მოშორდით… მიშიკოს კი ვეტყვით, რომ ზედოზირებით გარდაიცვალეთ, საფლავსაც კი მოვაწყობ საოჯახო საძვალეში.

სანამ ის აქ არ არის, შეგიძლიათ დაფიქრდეთ ამ ყველაფერზე. მე დედა ვარ და დასაკარგი არაფერი მაქვს, თქვენ კი შეიძლება ბევრი რამ დაკარგოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს