პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.
ჩემი საუკეთესო მეგობარი ტყუპი გოგოს მამაა. ისე მოხდა, რომ ქალიშვილების აღზრდაზე მთელი პასუხისმგებლობა მას დაეკისრა (ცოლმა ისინი ახალგაზრდა საყვარლის გამო მიატოვა). მე ხშირად ვხვდები ჩემს მეგობარს მისსავე ტერიტორიაზე. იმ დღეს სამზარეულოში ვისხედით, ყავას ვსვამდით, სიგარეტს ვეწეოდით და ვსაუბრობდით. უცებ შემოსასვლელი კარი ხმაურით გაიღო და ბინაში ცამეტი წლის გოგონები მთელი სისწრაფით შემოფრინდნენ. ისინი საკუთარ, გოგოურ რაღაცეებზე ლაპარაკით იყვნენ გატაცებული და ჩვენ ვერ შეგვნიშნეს. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე თინეიჯერების გარეგნობა და ინტელექტი ძალიან ხშირად ერთმანეთს არ შეესაბამება. გარეგნულად – ფიზიოლოგიურად ჩამოყალიბებული გოგოები არიან, მოდელების გარეგნობით, მაგრამ თავში – ქარი აქვთ, არარეალური ოცნებები და არავითარი პასუხისმგებლობა. გოგონებს გაუთავებელი ჭიკჭიკი ჩემმა მეგობარმა შეაწყვეტინა:
-გოგოებო, ვერ ვხვდები, რატომ არის თქვენს ოთახში ასეთი არეულობა, რატომ არის ნიჟარაში გაურეცხავი ჭურჭლის მთა და გასარეცხი სარეცხი კი მთელი ორი კვირა რატომ ელოდება თავის რიგს?
მე თუ მკითხავთ, მამა ძალიან ღირსეულად იქცეოდა თავის ქალიშვილებთან მიმართებაში: შეურაცხყოფას არ აყენებდა, მაგრამ მკაცრი და მომთხოვნი იყო. გოგოები კი, რბილად რომ ვთქვათ, უპატივცემულოდ მოიქცნენ. ოჰ, ეს სულელური პრეტენზიები, ჯერ კიდევ უნდა გაიზარდონ და გაიზარდონ! ერთი სიტყვით, მათ შესაბამისი პოზები და მიმიკა მიიღეს, რაც მათ ხელსაყრელ მდგომარეობას უსვამდა ხაზს. პასუხი კი ასთი გაისმა:
-რა უფლებით გვიყვირი და გვაიძულებ ამ ყველაფრის გაკეთებას? სკოლაში ცალკე გაკვეთილი ჩაგვიტარდა ბავშვების უფლებებსა და ინტერესებზე, გვითხრეს, რომ ასეთი კანონი არსებობს!
პაუზა მაგიდაზე დარტყმული მუშტის ხმამ შეწყვიტა. შეძრწუნებულ მამას ხასიათი მაშინვე შეეცვალა, ის გაბრაზდა:
-ასე ხომ, უმადურებო! ღმერთი მოწმეა, რომ მე არ მინდოდა! ახლავე დადეთ თქვენი ტელეფონები მაგიდაზე! ეს კანონი არ ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანებს ასეთი ძვირადღირებული ნივთები ჰქონდეთ. სხვათა შორის, ამიერიდან ქსელზე წვდომა მკაცრად შეიზღუდება! არა, ასე არა! ინტერნეტი აღარ დაგჭირდებათ, რადგან ლეპტოპებსაც მე ჩამაბარებთ. ეს თქვენს კანონში არ წერია! და ის იურისტები, რომლებმაც გასწავლეს კანონის გამოყენება თქვენი არაფრისმომცემი უფლებების დაცვის მიზნით, ვერ დაგეხმარებიან! და კიდევ, სულ დამავიწყდა! ბუტიკებიდან ძვირადღირებულ ტანსაცმელს აღარ გიყიდით. ჩაცმულ-დახურულნი, რა თქმა უნდა, იქნებით. რით ჯობია ქურთუკი ნაქსოვ თბილ ზედას? – პრაქტიკულია და იაფი. ელემენტარული საჭიროებების გარეშე ხომ არ დაგტოვებთ!
უნდა ითქვას, რომ უკვე შუა საუბრისას, ერთ-ერთი და ჩუმად ნიჟარისკენ გაემართა, მეორემ კი, ჩუმად აღიარა დამარცხება, თავის ოთახში გავიდა და დაიწყო ოთახის მოწესრიგება. საკუთარი პასუხით კმაყოფილმა მამამ თავს მოდუნების საშუალება მისცა, ის სკამის საზურგეს მიეყრდნო, სიგარეტს ეწეოდა და იღიმოდა.
-წარმატებით ვლახავთ ჩვენი შვილების „თხობის“ პერიოდს! მითხარი, – მომიბრუნდა ინტერესით და ჩურჩულით, – ნაქსოვი თბილი ზედები სად იყიდება, თუ დამჭირდა?!