ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა სარეცხი მანქანა ჩართვიდან ცოტა ხანში ცეკვას და ვიბრირებას იწყებს. ვიბრაცია შეიძლება იყოს სუსტი, როგორც კანკალი, ან ძლიერი, როგორც საბალეტო ნაბიჯი. ეს ტექნიკისთვის კარგი არაა და პრობლემას დროულად უნდა მიხედოთ, სანამ გვიანი არაა. სამომავლოდ გადადებას არ გირჩევთ, რადგან ასე პრობლემა შეიძლება უფრო გართულდეს.
რა იწვევს სარეცხი მანქანის ვიბრირებას და როგორ მოვაგვაროთ
ვიბრირების მიზეზი – პრობლემა რომ მოაგვაროთ, უნდა იცოდეთ, რა იწვევს სარეცხი მანქანის კანკალს. მიზეზის დროული აღმოჩენა გამოსავლის სწრაფად პოვნაში დაგეხმარებათ. უმეტესობა მათგანი ხელოსნის გარეშე დამოუკიდებლად გვარდება.
მიზეზი გარედან – სარეცხი მანქანის ცეკვის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი ან მოლიპული იატაკი. გამოსავალი მარტივია. სარეცხი მანქანის ქვეშ ძველი ხალიჩა დააფინეთ. გარდა ამისა, მანქანის როკვის მიზეზი შეიძლება იყოს სატრანსპორტო ჭანჭიკები, რომლებიც შეფუთვის მოხსნის შემდეგ დარჩა. შეამოწმეთ, ჭანჭიკები ამოღებულია თუ არა.
მიზეზი შიგნიდან – პრობლემას უმეტესად დოლურა იწვევს. თუ მასში უცხო საგანია, რეცხვა შეაჩერეთ, მანქანის გაჩერებას დაელოდეთ და სიტუაცია მოაგვარეთ. ზოგჯერ დოლურას ერთ ნაწილში ნივთები იჭედება. ამ შემთხვევაში რეცხვის დასრულების შემდეგ პრობლემის მოგვარებას შეძლებთ. მანქანის ვიბრირების სერიოზული მიზეზიც არსებობს. მაგალითად, გაცვეთილი ზამბარა და ამორტიზატორი შიდა მექანიზმში. ამ შემთხვევაში ხელოსნის გამოძახება აუცილებელია. კარგია, რომ სარეცხი მანქანის ცვეთის პროცესი ხანგრძლივია.
შემოწმების პროცესი – ვიბრირების პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად შეგიძლიათ სცადოთ. ამისთვის სარეცხი მანქანა შეამოწმეთ. ჯერ დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა სწორად და მყარად დევს. საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო საზომით გაასწორეთ. თუ პრობლემა ვერ იპოვეთ, სატესტოდ რეცხვის ციკლი ჩართეთ. შეამოწმეთ დოლურის მთლიანობა, ასევე ხომ არ არის შიგნით უცხო საგანი. შემდეგ დოლურა მხოლოდ ნახევრად დატვირთეთ, გაწურვის ნაზი რეჟიმი აირჩიეთ და რეცხვის ციკლი ჩართეთ. თუ რეცხვა უპრობლემოდ მიდის, ვიბრირების მიზეზი მანქანის გადატვირთვაა. თუ ისევ ვიბრირებს, ხელოსანი გამოიძახეთ.
სარეცხი მანქანა გამძლე ტექნიკაა, მაგრამ მასაც სათანადო ზრუნვა სჭირდება. მანქანის ფილტრი ნაგვისგან დროულად გაწმინდეთ, დოლურის მდგომარეობა ხშირად შეამოწმეთ. ასე სარეცხი მანქანა დიდხანს გემსახურებათ.